სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

დეტალები, რომლებიც “სამეფო კარის თამაშების” მე-4 ეპიზოდში შეიძლება გამოგრჩათ

Cinemania ავტორი Cinemania
7 მაისი, 2019
რუბრიკა GoT, კლუბი
2900
დეტალები, რომლებიც “სამეფო კარის თამაშების” მე-4 ეპიზოდში შეიძლება გამოგრჩათ
33
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდი “უკანასკნელი სტარკები”, რომელმაც წინა სერიის მსგავსად, ჯერჯერობით როგორც ფანების, ისე კრიტიკოსების მხრიდან არც ისე დამაკმაყოფილებელი შეფასებები მიიღო, მორიგი ბრძოლისა და დაპირისპირების ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა. ვინტერფელის ომის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა, რის გამოც შეიძლება ყურადღების მიღმა დაგრჩათ დეტალები, რომლებიც სერიაში განგებ ან შემთხვევით მოხვდა.

კიდევ ერთხელ, ამ კუთხით დავაკვირდეთ ეპიზოდს და გავიგოთ, რა დეტალები ეხმაურება წარსულს და რა მიგვანიშნებს მომავალზე.

1. ინტროს გამოსახულება კვლავ შეიცვალა და მასზე ნახევრად დანგრეულ ვინტერფელს, ხოლო ბრძოლის ველზე გარდაცვლილთა გორაკებს ვხედავთ (რომლებიც შემდგომ დაწვეს).

2. ჯონ სნოუს გამოსამშვიდობებელი სიტყვა ღამის გუშაგის ალყის დასრულების შემდეგ წარმოთქმული სიტყვების პერიფრაზი იყო.

ჯონის სიტყვები ძალიან ჰგავდა მაისტერ ეიმონის გამოსამშვიდობებელ სიტყვას, რომელიც მან შავი ციხის ალყისას დაღუპულების გამოსამშვიდობებლად წარმოთქვა: “ყოველი ჩვენგანი მათთან ვალში ვართ, რომელსაც ვერასდროს გადავიხდით. ჩვენი მოვალეობა და პატივია, მათი სახელები მოგონებებში ვაცოცხლოთ და გადავცეთ მათ, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა, მათ კი – თავიანთ შთამომავლებს, იმ დრომდე, სანამ კაცობრიობას სული არ ამოხდება. ისინი ადამიანთა სამეფოს ფარები იყვნენ. ასეთებს მათ ვეღარასდროს ვნახავთ.” – ეს იყო ჯონის სიტყვები.

ხოლო მაისტერმა ეიმონმა მე-4 სეზონის უკანასკნელ სერიაში “The Children” შემდეგი წარმოთქვა: “ისინი დაცვისას მოკვდნენ – კაცები, ქალები და ბავშვები, რომელთა სახელებსაც ვეღარასდროს გავიგებთ. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს და მოვიგონოთ ისინი , როგორც ჩვენი ღვიძლი ძმები. ასეთებს მათ ვეღარასდროს ვნახავთ.”

3. დენერისის ახალი კაბა, რომელიც ვინტერფელის ომში გამარჯვების შემდეგ ეცვა, ტარგარიენების საგვარეულო ფერებში – შავსა და წითელშია.

4. შეიძლება ეს გარკვეულწილად დენერისის სამომავლო ქმედებებზე მიგვანიშნებდეს – ამ ფერებში გამოწყობილი ტარგარიენები საკუთარი ძალაუფლების დამტკიცებას და ტარგარიენების მრისხანების წარმოჩენას ცდილობენ.

5. ბრანმა ტირიონთან საუბრისას დეირონ ტარგარიენი ახსენა – ჯონ სნოუს წინაპარი, რომელიც წიგნში სნოუს საყვარელი ისტორიული პიროვნებაა.

ბრანის მიერ ნახსენები დეირონ ტარგარიენი, რომელიც ჯონის ერთ-ერთი წინაპარი გამოდის, ვესტეროსის მეფე თინეიჯერულ ასაკში გახდა. ის პირველი წიგნის დასაწყისშია ნახსენები, როცა ვინტერფელის დარბაზში ჯონი ძია ბენჯენს ესაუბრება. სნოუს აზრით, დეირონი სულაც არ იყო მეფობისთვის ძალიან ახალგაზრდა, რადგან იგი “სულ რაღაც 14 წლის იყო, როცა დორნი დაიპყრო”. ბენჯენი აღნიშნავს, რომ ის ასევე ახალგაზრდა, 18 წლის ასაკში მოკლეს, რაც შეიძლება მინიშნებაა ჯონის მკვლელობაზე ღამის გუშაგის ძმების მიერ. თუმცა, არავინ იცის, შეიძლება სერიალში დეირონის ხსენებით ახლა უკვე სხვა, თუმცა მსგავს ბედზე მიგვანიშნებდნენ.

6. მე-4 სერიაში სამეფო კარის თამაშების შოურანერების – დევიდ ბენიოფისა და დ. ბ. ვაისის კამეო ვიხილეთ.

სანამ მსოფლიო ვინტერფელის დარბაზში ლხინისას დენერისის წინ მაგიდაზე კადრში ჩარჩენილ ყავის ჭიქაზე იცინოდა, ბევრს გამორჩა შოუს შემქმნელების კამეო. შოურანერები ეპიზოდის იმ მონაკვეთში ჩნდებიან, როცა ტორმუნდი ჯონ სნოუს ეხუმრება, ველურებად გამოწყობილი ბენიოფი და ვაისი მათ ღიმილით შესცქერიან.

7. ეს კი ალბათ უკვე ყველაზე ცნობილი ჭიქა მსოფლიოში:

რომელიც, ცნობისთვის, შეცდომითვე ეგონათ “სტარბაქსის” ფირმის. HBO-ს განცხადებით, ის არა ლატეს, არამედ მცენარეული ჩაის ერთჯერადი ჭიქა აღმოჩნდა.

8. პოდრიკ პეინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქალების რჩეულია.

9. არიამ გენდრის იგივე სიტყვები უთხრა, რაც მამამისს, ნედ სტარკს პირველ სეზონში.

როცა გენდრიმ არიას სთხოვა, ცოლად გაჰყოლოდა და გრიგალის კიდის ლედი გამხდარიყო, არიამ უპასუხა: “მე ლედი არ ვარ. არც არასდროს ვყოფილვარ. ეს მე არ ვარ.”

სწორედ ასე ფიქრობდა არია თავიდანვე – ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მამა ცოცხალი ჰყავდა და ვინტერფელის პატარა ლედიდ ითვლებოდა.

“დიდ ლორდზე დაქორწინდები და მისი ციხესიმაგრის მმართველი გახდები”, – უთხრა ნედმა არიას, – “შენი ვაჟები კი რაინდები, პრინცები და ლორდები იქნებიან.”

“არა”, – უპასუხა არიამ, – “ეს მე არ ვარ.”

11. ასევე, ამ სიტყვების პერიფრაზი იყო არიას მიერ ნიმერიასთან მოულოდნელი შეხვედრისას ნათქვამი: “ეს შენ არ ხარ”

არიას ეს სიტყვები პირდაპირ არ უნდა გავიგოთ – ნათქვამმა იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ნიმერია ბოლომდე ვერ “მოშინაურდა”, უარი თქვა ძველ პატრონს დაბრუნებოდა, ისევე როგორც არიამ თქვა უარი თავის სტატუსზე.

12. აქვე შეიძლება სიმბოლური იყოს ჯონის უყურადღებობა მისი ერთგული ლანდის მიმართ – მასზე უარის თქმით და ჩრდილოეთში გაგზავნით ჯონმა გარკვეულწილად უარი თქვა სტარკობაზე.

ეს ფაქტი შეიძლება ჯონის მომავალზე მორიგი მინიშნება იყოს – იგი ან დაიღუპება, ან ჩრდილოეთში დაბრუნდება.

Game Of ThronesGOTარია სტარკიგენდრი ბარათეონიდენერის ტარგარიენიდეტალებივესტეროსივინტერფელიისტორიამე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდიმინიშნებებიპერსონაჟებისამეფო კარის თამაშებიჯონ სნოუ
Previous Post

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

Next Post

10 არაჩვეულებრივი ამბავი ტომ ჰენკსის ყოველდღიურობიდან

Next Post
10 არაჩვეულებრივი ამბავი ტომ ჰენკსის ყოველდღიურობიდან

10 არაჩვეულებრივი ამბავი ტომ ჰენკსის ყოველდღიურობიდან

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020