სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ყველაფერი, რაც “ტყის შვილებზე” უნდა ვიცოდეთ

Cinemania ავტორი Cinemania
14 აგვისტო, 2017
რუბრიკა GoT
0
ყველაფერი, რაც “ტყის შვილებზე” უნდა ვიცოდეთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საწყის სეზონებში ტყის შვილები რამდენჯერმე ახსენეს და მიივიწყეს, მაგრამ რაც ბრან სტარკი ჩრდილოეთით გაემგზავრა, ჭვრეტის ნიჭი რომ განევითარებინა, ტყის შვილები კვლავ გამოჩნდნენ და როგორც ჩანს, მათ მნიშვნელოვანი ფუნქციაც აქვთ. ვინ არიან ისინი? ხეში ჩამწყვდეული სულები? ადამიანებზე ამოზრდილი ხეები? ელფები? თუ უხსოვარი დროის ჯუმანჯიში ვართ?

საქმე ისაა, რომ ტყის შვილები ვესტეროსის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, განსაკუთრებით ჩრდილოეთში, სადაც ძველ ღმერთებს სცემენ თაყვანს.

არიან თუ არა ტყის შვილები ადამიანები?

არა, მაგრამ ადამიანის მსგავსი არსებები არიან – ბავშების მსგავსი მწვანე არსებები, რომლებსაც სხეულზე და თმაზე ფოთლები აქვთ ამოზრდილი (სხვათა შორის, ტყის შვილების კოსტიუმი საჰელოუინოდ ძალიან ჰიტური იქნება).

საიდან არიან?

ცხადია ვესტეროსიდან! ტყის შვილები ვესტეროსის მკვიდრებს წარმოადგენენ, რომლებიც იქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ, პირველ კაცთა გამოჩენამდე, სატახტოთა თამაშების მოვლენებამდე 12,000 წლით ადრე. მათ მთელ ვესტეროსში დარგული გულის საღვთო ხეებით შეეძლოთ ყველა მოვლენის ჭვრეტა.

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ტყის შვილებს და პირველ ადამიანებს?

თქვენ წარმოიდგინეთ, არამეგობრული. თავდაპირველად ნორმალურად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ როგორც ადამიანებს სჩვევიათ, პირველკაცებმა ტყის შვილების საცხოვრებელი ადგილის – საღვთო ხეების თანდათანობითი ჩეხვა დაიწყეს და მათ შორის ათასწლიანი ომი გაჩაღდა, რომელიც ბოლოს შერიგებით დასრულდა. სწორედ ამ დროს აზიარეს ტყის შვილებმა პირველი ადამიანები თავიანთ, ძველი ღმერთების რელიგიას, რომელსაც ჩრდილოეთი მუდამ აღიარებდა.

რა საერთო აქვთ თეთრ მავალებთან ტყის შვილებს?

მე-6 სეზონში ვნახეთ, რომ ოდესღაც ტყის შვილებმა შექმნეს თეთრი მავალები პირველ ადამიანებთან საბრძოლველად, მაგრამ მას მერე, რაც ადამიანებთან მშვიდობა დაამყარეს, თეთრი მავალები მათი კონტროლიდან გამოვიდნენ და მთელ ჩრდილოეთს მოედნენ. სწორედ ამიტომ ბრან მშენებელმა – სტარკების სახლის დამფუძნებელმა – ჯადოსნობის დახმარებით კედელი ააგო და თეთრ მავალებს სამხრეთისკენ გზა მოუჭრა.

რას აკეთებდნენ ტყის შვილები მთელი ამ დროის განმავლობაში?

ისინი სხვა ომში ჩაებნენ. სწორედ ამ პერიოდში ვესტეროსში ვიწრო ზღვის გაღმელი ანდალები მოვიდნენ. პირველ ადამიანებთან ერთად სწორედ ანდალებია ვესტეროსის წამყვანი ეთნიკური ჯგუფი (ამიტომაც უწოდებენ დენერისი და სერსეი თავიანთ თავს ანდალებისა და პირველი ადამიანების დედოფლებად). ანდალებმა დაიპყრეს პირველი ადამიანები და ტყის შვილების უმეტესობა დახოცეს, დანარჩენები კი ჩრდილოეთის მხარეში გაუჩინარდნენ. სამეფო კარის თამაშების პერიოდში ადამიანებს სჯერათ, რომ ტყის შვილები ამოწყდნენ, ან კედლის მიღმა ჯერ კიდევ არიან შემორჩენილნი.

რა შეუძლიათ ტყის შვილებს?

მათ ჯადოსნობა ეხერხებათ. შეუძლიათ ცხოველების კონტროლი და არიან მწვანე მხედველები ანუ წარსულისა და მომავალის ჭვრეტის უნარი და კიდევ სხვა უცნაური ხილვები აქვთ. ისინი ასევე ფლობენ ობსიდიანის (იგივე დრაკონის მინის) იარაღების საიდუმლოს, რომელთა მეშვებითაც შექმნეს თეთრი მავალები და ამავე იარაღით შეიძლება მათი განადგურება.

რა როლი დაეკისრებათ მათ ახალ სეზონებში?

ტყის შვილები თეთრი არმიის შემოტევისას იცავდნენ ბრანს, რომელიც მწვანე ხედვის გამოყენებას სწავლობდა. ამის წყალობით ბრანმა აღმოაჩინა თეთრი მავალების შექმნის საიდუმლო. უძველეს გულის ხეებში მცხოვრები ტყის შვილები, ისევე როგორც მოხუცი სამთვალა ყორანი, მავალების შემოტევისას დაიღუპნენ (მათ შორის, ბრანის მგელსაზარა ზაფხულიც). მეშვიდე სეზონში კი მათი კვალი დრაკონის ქვის გამოქვაბულის კედლებზე ჯონ სნოუმ აღმოაჩინა. მალე ტყის შვილებსა და თეთრ მავალებს შორის მაგიური კავშირი ყველასთვის ცნობილი გახდება და ყინულოვან არმიასთან გამკლავების საიდუმლოც გამოაშკარავდება (ყოველ შემთხვევაში, ჩრდილოელებისთვის მაინც).

ანდალებიბრანიგულის ხედრაკონის მინავესტეროსითეთრი მავალებიმაგიამწვანე ხედვაპირველი ადამიანებისაღვთო ხეებიტყის შვილები
Previous Post

ველური დასავლეთის სამყარო: საჭიროა თუ არა სექსუალური ძალადობის ეკრანზე ჩვენება?

Next Post

მონიკა ბელუჩი: ნამდვილად არ მინდა, ახლა ისევ ოცი წლის ვიყო

Next Post
მონიკა ბელუჩი: ნამდვილად არ მინდა, ახლა ისევ ოცი წლის ვიყო

მონიკა ბელუჩი: ნამდვილად არ მინდა, ახლა ისევ ოცი წლის ვიყო

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020