სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ყველაფერი, რაც “სამეფო კარის თამაშების” მე-8 სეზონის შესახებ უნდა ვიცოდეთ

Cinemania ავტორი Cinemania
16 აგვისტო, 2018
რუბრიკა GoT
0
ყველაფერი, რაც “სამეფო კარის თამაშების” მე-8 სეზონის შესახებ უნდა ვიცოდეთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც სამეფო კარის თამაშების მრავალმილიონიან ფანებს მოეხსენებათ, სერიალის უკანასკნელი, დასკვნითი და, როგორც შემქმნელები გვპირდებიან, ყველაზე ეპიკური სეზონის გადაღებები ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამჟამად პოსტპროდუქციის ეტაპი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, შედეგს მაყურებელი 2019 წლამდე ვერ იხილავს, თუმცა არსებობს მსახიობების მიერ გადაღებების პერიოდში და მის შემდგომ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც უამრავ კითხვას გვიჩენს ფინალური სეზონის შესახებ. რას უნდა ველოდეთ მე-8 სეზონიდან და რას საქმიანობენ ამჟამად მთავარი როლის შემსრულებლები? – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

რა ვიცით მე-8 სეზონზე?

Wait….. did I NOT tell you guys?! Um yeah. Now if he'd only bend the bloody knee there'll be no problems….. ??❄️? #modragonsmoproblems #igot99problemsandjonsnowisone #whichroundsmeupto100problems #youknownothingjonsnow

A post shared by @ emilia_clarke on Aug 6, 2017 at 10:12am PDT

  • გადაღებები 2017 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 2018 წლის 6 ივლისს დამთავრდა. მაყურებელი მხოლოდ 6 სერიას იხილავს, თუმცა შემქმნელები გვპირდებიან, რომ თითოეული, ნაცვლად ტრადიციული საათიანი ქრონომეტრაჟისა, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდება. ზოგიერთი სცენის გადაღება განსაკუთრებით რთული და შრომატევადი აღმოჩნდა და აურაცხელი რაოდენობის ადამიანის ჩართვა გახდა საჭირო. მაგალითად, “გადამწყვეტ ბრძოლას” 55 ღამის განმავლობაში იღებდნენ. შედარებისთვის, “ბასტარდების ბრძოლის” გადაღება (მე-6 სეზონი) 25 დღე გაგრძელდა. აშკარაა, ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი მასშტაბის ეპიკურ სცენებზეა საუბარი. გარეშე პირების მიერ შორიდან გადაღებული რამდენიმე ფოტო-ვიდეო პოსტიდან ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ბრძოლა ვინტერფელში ან მის სიახლოვეს შედგება.
  • HBO-ს პროგრამების დირექტორი კეისი ბლოისის თქმით, მე-8 სეზონი დანამდვილებით ფინალურია და სამეფო თამაშების გაგრძელება აღარ იგეგმება. მისივე განცხადებით, წარმოუდგენელი, ფანტასტიკური დასასრული გველის და სერიალის ყველა ფანატი კმაყოფილი დარჩება.

"The long night is coming, and the dead come with it." Next year, we will find out who lives and who dies in The Great War against the White Walkers. Prepare yourself by watching season 1-7 of #GameofThrones now on #HBONordic.

A post shared by HBO Nordic (@hbonordic) on Jun 28, 2018 at 9:01am PDT

სცენარის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა რომ არ დაეშვათ, სერიალის მესვეურებმა უპრეცედენტო ზომები მიიღეს. ჯეიმი ლანისტერის როლის შესრულებელმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ გაამხილა, რომ სცენარის კითხვა მხოლოდ სტუდიის განყოფილებებსა და მხოლოდ ელექტრონული სახით იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, ელექტრონულ ვერსიას გარკვეულ დროში თვითწაშლის ფუნქცია ჰქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სცენების გადაღებების დროს ზოგიერთ შემთხვევაში მსახიობებს წარმოსათქმელ რეპლიკებს პირდაპირ ყურსასმენებში აწვდიდნენ.

გარდა ამისა, გადაიღეს დასასრულის რამდენიმე ვარიანტი. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პაპარაცების დასაბნევად სპეციალურად გადაიღეს სხვა ყალბი სცენებიც. ჩანს, წინასგან განსხვავებით, ფინალური სეზონის შინაარსის გახმაურებას არავინ დაუშვებს.

რას ჰყვებოდნენ მსახიობები?

goodbye belfast. goodbye arya. goodbye game of thrones. what a joy i’ve had. here’s to the adventures to come #lastwomanstanding #barely #immasleepforthenextfouryears #justkiddingidontsleep

A post shared by Maisie Williams (@maisie_williams) on Jul 7, 2018 at 4:53am PDT

არია სტარკის შემსრულებელი მეისი უილიამსი, ფინალური სეზონის გადაღებებს ინსტაგრამზე სისხლით მოსვრილი ფეხსაცმლის ფოტოთი და შემდეგი ტექსტით დაემშვიდობა: “მშვიდობით ბელფასტო. მშვიდობით არია. მშვიდობით “სამეფო კარის თამაშებო”. რა შესანიშნავი იყო. წინ კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი გველის”. ბევრმა მისი ჰეშტეგი “უკანასკნელი მდგომარე ქალი” – “უკანასკნელ ცოცხალ ქალად” გადმოთარგმნა. რას ნიშნავს ეს სიტყვები: რომ არია სტარკი ფინალური შეტაკების შემდეგ უკანასკნელი გადარჩენილი მდედრობითი სქესის ადამიანია თუ უბრალოდ, მეისი უილიამსი საშინლად დაიღალა?

Hopped on a boat to an island to say goodbye to the land that has been my home away from home for almost a decade. It’s been a trip @gameofthrones thank you for the life I never dreamed I’d be able to live and the family I’ll never stop missing #?#lastseasonitis

A post shared by @ emilia_clarke on Jun 17, 2018 at 12:23pm PDT

დენერის ტარგარიენის შემსრულებელი ემილია კლარკი კი გადაღებების დასასრულს საკუთარ სოცქსელში შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: “ვემშვიდობები კუნძულს, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში ჩემს სახლად იქცა. ეს ჭეშმარიტი თავგადასავალი იყო. “სამეფო თამაშებო” – მადლობა ცხოვრებისთვის, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი, და ოჯახისთვის, რომელიც ყოველთვის მომენატრება.”

ერთ-ერთ ინტერვიუში ემილიამ განაცხადა, რომ მისთვის გადაღებების დასრულების პერიოდი ძალიან მძიმე იყო. გარდა ამისა მან ხაზი გაუსვა, რომ ფინალი მოულოდნელობებით სავსე იქნება და იმის აღმოჩენა, თუ ვინ აღმოჩნდება დენერის ტარგარიენი, მაყურებელს შოკში ჩააგდებს. აი, გამოცანაც ამას ჰქვია.

First tattoo back home! Thank you so much for getting this from me @sophiet ! ? bad ass !

A post shared by Lauren Winzer (@laurenwinzer) on Jun 9, 2018 at 3:10am PDT

სოფი ტერნერმა კი სტარკების სიმბოლო, მგელსაზარა ამოისვირინგა წარწერით “ხროვა გადარჩება”. რას მიანიშნებს ეს წარწერა? რომ სტარკები ომს ცოცხლად გადაურჩებიან?

შოუს ფინალის შესახებ სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა შემდეგი განაცხადა: “საბოლოო ბრძოლაში ყველა ჩაერთვება. გმირებს შორის უამრავი გაუგებრობა და დაძაბული ურთიერთობაა, მაგრამ ისინი მტყუან-მართლის გარჩევის ნაცვლად საერთო მტერს ებრძვიან. ეს “სამეფო თამაშებია”, ასე რომ, კიდევ უფრო მეტ სიკვდილს უნდა ველოდეთ. ფინალი სისხლისმღვრელი და ემოციურად გამომფიტავი იქნება.

Selfie with cow.

A post shared by Kristofer Hivju (@khivju) on May 12, 2018 at 7:52am PDT

ტორმუნდის როლის შემსრულებელი კრისტოფერ ხივიუ გადაღებებს შორის ინტერვალებს ასეთი საყვარელი ფოტოების გადაღებით იხალისებდა.

The human embodiment of a wonderwall. Thank you #liamghallager for the reminder.. #❤️ #? #90’stributebandlookalikes? #motherofsingalongs @johnbradleywest @gameofthrones #heartbreakclub #almostover

A post shared by @ emilia_clarke on Jun 16, 2018 at 5:39pm PDT

ემილია კლარკი კოლეგებთან და სცენარისტ დენიელ უაისთან ერთად.

Lovin’ the new final season costumes! #gameofthrones #sandiegocomiccon @blackcatstyling

A post shared by Liam Cunningham (@liamcunningham1) on Apr 12, 2018 at 3:16am PDT

სერ დავოსი, ბრან სტარკი და სემუელ ტარლი.

კიდევ რომელ ფილმებში ვიხილავთ საყვარელ მსახიობებს?

კიტ ჰარინგტონის ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა: ივნისში ის იგრიტის როლის შემსრულებელ როუზ ლესლიზე დაქორწინდა. 2017 წლის შემოდგომაზე ეკრანებზე გამოვიდა 1695 წლის ნოემბრის მოვლენების ამსახველი ისტორიული სერიალი დენთი, რომელშიც ჰარინგტონი მთავარ როლს ასრულებს, მის ეკრანულ პარტნიორად კი ლივ ტაილერი გვევლინება.

ჯერ კიდევ 2014 წელს ჰარინგტონი ქსავიე დოლანის ფილმში – “ჯონ ფ. დონოვანის სიკვდილი და ცხოვრება” – მონაწილეობას დათანხმდა. შემადგენლობა მართლაც ვარსკვლავურია: ნატალი პორტმანი, მაიკლ გემბონი, სიუზან სარანდონი და სხვ. ფილმის პრემიერას მაყურებელი ამა წლის შემოდგომაზე, ტორონტოს კინოფესტივალზე ელის.

სხვათა შორის, დადის ხმები, რომ კიტი თავისი შესანიშნავი დალალების მოკლედ შეჭრას აპირებს, რათა მისი გარეგნობა ჯონ სნოუსთან აღარ ასოცირდებოდეს.

ემილია კლარკის კარიერაც პიკზეა: სერიალის პარალელურად ის რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობდა და სამომავლოდაც არანაკლები როლები ელის. მსახიობი უკვე გამოჩნდა ვარსკვლავური ომების პრეისტორიაში ჰან სოლო: ვარსკვლავური ომების ისტორია, შემდეგ კი გადაერთო პროექტზე “ეჭვზე მეტი” (Above Suspicion), რომელშიც FBI-ის ინფორმატორს შეასრულებს.

მოარული ხმების თანახმად, დრაკონების დედა ასევე გამოჩნდება ფილმში სახელწოდებით “უკანასკნელი დღეების ბაღი” (The Garden of Last Days), რომლის სიუჟეტიც სტრიპტიზ კლუბის გარშემო განვითარებულ სამ ისტორიას გააერთიანებს.

დიდი ინტერესია ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი პიტერ დინკლეიჯის მიმართაც. შეგახსენებთ, რომ მან ოქროს გლობუსის მფლობელ ფილმში – სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე. მისური – ჯეიმსის როლი შეასრულა. მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი, რომელშიც მან გნომების მეფე ეიტრი შეასრულა.

სულ ცოტა ხანში ეკრანებზე გამოვა ახალი ფილმი “მგონი, ახლა მარტოები ვართ“, რომელშიც დინკლეიჯი და ელ ფენინგი დედამიწაზე ცოცხლად დარჩენილ უკანასკნელ ადამიანებს ასრულებენ. ბოლო ხანებში დინკლეიჯი რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობს, ერთ-ერთი უკანასკნელი ცნობის თანახმად, მსახიობს ზღაპარ “რუმპელშტილცჰენის” ეკრანიზაციაში მთავარი როლი შესთავაზეს. სასიხარულოა, რომ ამ შესანიშნავი მსახიობის ნიჭს კინოს შემქმნელები სათანადოდ აფასებენ.

მეისი უილიამსს იქს-ადამიანების ახალ ტრილოგიაში, სახელწოდებით – “ახალი მუტანტები” იღებენ. საინტერესოა, რომ მის გმირს მგლად გადაქცევა შეუძლია. ფილმის პრემიერა 2019 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

  • სოფი ტერნერი გამოჩნდება რომანტიკულ კომედიაში Time Freak, რომლის პრემიერაც 2018 წლის შემოდგომაზე იგეგმება, გარდა ამისა, მთავარ როლს შეასრულებს იქს-ადამიანების ფრენჩაიზში “ბნელი ფენიქსი“.
  • დედოფალ სერსეის როლის შემსრულებელი ლენა ჰედი ჯორა მორმონტის როლის შემსრულებელ იენ გლენთან ერთად გამოჩნდება ბრიტანულ დრამაში– “წყალდიდობა” (The Flood); ხოლო ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს (ჯეიმი ლანისტერი) ვიხილავთ პოლიციურ თრილერში, სახელწოდებით “დომინო” (მისი პრემიერა ასევე ტორონტოს კინოფესტივალზე შედგება).

ფანებისთვის სასიხარულოდ: იგეგმება სპინოფები ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სამყაროს შესახებ

მართალია, სამეფო თამაშების კონკრეტული ეტაპი სერიალის მე-8 სეზონით დასრულდება, ეს ვესტეროსის ისტორიის დასასრულს არ ნიშნავს. ჯორჯ მარტინის მიერ შექმნილი მრავლისმომცველი და ფანტასტიკური სამყაროს შესახებ არც მეტი არც ნაკლები, 5 სპინოფ სერიალი იგეგმება. სიუჟეტი ვესტეროსისა და მისი შემოგარენის (ვალირიის, ბრაავოსის) უძველეს ისტორიებს გაგვაცნობს.

პირველი სპინოფის სიუჟეტი ვესტეროსის შორეულ წარსულში – სამეფო თამაშებამდე 8000 წლით ადრე განვითარდება და უძველეს ისტორიაში ღრმად ჩამარხულ ფაქტებს, მათ შორის თეთრი მავალების წარმოშობის საიდუმლოს გაგვიმხელს. როგორც გვპირდებიან, სპინ-ოფი სერიალისგან განსხვავებული იქნება და ახალ, საინტერესო პერსონაჟებს წარმოგვიდგენს. სცენარი უკვე დაწერილია, გადაღებები კი 2019 წლისთვის დაიწყება.

გახმაურდა ინფორმაცია მეორე სპინოფის შესახებაც. ამ ორიგინალური ამბის სამუშაო სახელწოდებაა “ფერფლის იმპერია” და ის ვალირიის სამეფოს დაცემის ისტორიას მოგვითხრობს. მოარულ ხმებს თუ ვენდობით, ისტორიაში ტარგარიენების გვარის უძველეს ამბებსაც ვიხილავთ, ასევე იმასაც, თუ როგორ განადგურდა ერთ დროს უზომოდ ძლევამოსილი იმპერია.

HBOგადამწყვეტი ბრძოლაგადაღებებიგასაიდუმლოებული გადაღებებიდასასრულის რამდენიმე ვარიანტიემილია კლარკივალირიავესტეროსის ისტორიაიენ გლენიკიტ ჰარინგტონიმეისი უილიამსინიკოლაი კოსტერ-ვალდაუპიტერ დინკლეიჯიპრემიერასამეფო კარის თამაშებისამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონისოფი ტერნერისპინოფებისპინოფისტარკებიტარგარიენებიფერფლის იმპერიაფინალური სეზონი
Previous Post

ჯოზეფ ფაინსი: "ყოველ მარცხს უკეთესი მომავლის იმედით შევყურებ"

Next Post

კანის და ლოკარნოს შემდეგ, სარაევოს კინოფესტივალიც უერთდება გენდერული პარიტეტის ვალდებულებას

Next Post
კანის და ლოკარნოს შემდეგ, სარაევოს კინოფესტივალიც უერთდება გენდერული პარიტეტის ვალდებულებას

კანის და ლოკარნოს შემდეგ, სარაევოს კინოფესტივალიც უერთდება გენდერული პარიტეტის ვალდებულებას

ახალი ამბები

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020