GOT დასრულდა, თუმცა მსოფლიო დღემდე საუბრობს HBO-ს ამ შესანიშნავ შოუზე.
სერიალის ფინალმა ბევრს იმედი გაუცრუვა, ბევრიც კი თვლის, რომ დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. ამ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების ქარცეცხლში კი GOT-მა დაამტკიცა, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია.
დღეს გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა სერიალი და 8-სეზონიან დრამაში 33 საუკეთესო კადრი ამოგვერჩია. თითოეული მათგანი აუცილებლად შეგიკრავთ სუნთქვას და გაგახსენებთ იმ სევდას, ტკივილს, მღელვარებას და სხვა ათას ემოციას, რომელიც შოუმ გვაჩუქა.