სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რა მინიშნებები უნდა ვეძებოთ “სამეფო კარის თამაშების” ახალ თიზერში?

Cinemania ავტორი Cinemania
15 იანვარი, 2019
რუბრიკა GoT
0
რა მინიშნებები უნდა ვეძებოთ “სამეფო კარის თამაშების” ახალ თიზერში?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მაშ ასე: სულ ცოტა ხანია, რაც სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონის ოფიციალური თიზერი გამოვიდა, რამაც ფანების მრავალმილიონიანი არმია საგონებელში ჩააგდო.

მილიონობით ადამიანმა უამრავჯერ უყურა თიზერს, სახელწოდებით “ვინტერფელის აკლდამები” და ახალ-ახალმა ან უკვე არსებულმა თეორიებმა ინტერნეტი წალეკა. მაშ ასე: როგორ უნდა გავიგოთ ვიდეო, რომელშიც ჯონ სნოუ, სანსა და არია სტარკები ვინტერფელის აკლდამაში გარდაცვლილი სტარკების ქანდაკებებს შესცქერიან? მოდი ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ ვიდეო, ვეცადოთ გავერკვიოთ ახალი თიზერის დეტალებში და დავაკავშიროთ დეტალები, რაც უკანასკნელ სეზონზე გარკვეულ მინიშნებებს მოგვცემს.

უპირველეს ყოვლისა, გავერკვიოთ ერთ საკითხში – ამ ვიდეოში მე-8 სეზონის სერიის ნაწყვეტები არ გვინახავს, არამედ სპეციალურად თიზერისთვის  გადაღებული სცენა (გაიხსენეთ მე-7 სეზონისთვის გამოსული მსგავსი ვიდეო დენერისის, ჯონისა და სერსეის მონაწილეობით).

ახალ თიზერში ჯონი, სანსა და არია ვინტერფელის აკლდამაში არიან – ეს სტარკების გვარის უძველესი საძვალეა. ეს ნიშნავს, რომ მე-8 სეზონის მთავარი მოვლენები სწორედ სტარკებისა და ვინტერფელის გარშემო განვითარდება. ეს მოსალოდნელიც იყო.

ჯონ სნოუ დედამისის – ლიანა სტარკის ქანდაკებას ჩაუვლის (კვლავ უცნობია, როდის გაიგებს იგი დედამისის ვინაობას). “შენ ის უნდა დაიცვა” – ისმის ფონად ლიანას ხმა. სწორედ ამ სიტყვებით ჩააბარა მან ნედ სტარკს თავისი და რეიგარ ტარგარიენის ვაჟი – ეაგონ ტარგარიენი, რომელსაც მე-7 სეზონის ბოლომდე ჯონ სნოუთი ვიცნობდით.

სწორედ ჯონის ჩავლისას ვარდება ლიანას ქანდაკების ხელიდან ბუმბული:

თუ ეს ბუმბული გეცნოთ, გეტყვით, რომ ის ლიანა სტარკის ქანდაკებას ხელში რობერტ ბარათეონმა ჩაუდო ვინტერფელში სტუმრობისას 1-ლ სეზონში.

უფრო კონკრეტულად კი მაშინ, როცა ნედი და რობერტმა ლიანა სიყვარულით გაიხსენა, ტარგარიენები კი – ღვარძლითა და სიძულვილით – ადრეული მინიშნება იმაზე, თუ რატომ მალავდა ნედი ჯონის დედის (და წარმოშობის) ვინაობას.

ამ ბუმბულს მე-5 სეზონის მე-4 ეპიზოდშიც ვხედავთ – როცა აკლდამას სანსა ეწვევა ნეკასთან ერთად:

სანსა ბუმბულს იმ მომენტამდე შენიშნავს, სანამ ნეკა მას ჰარენჰალის ტურნირში ლიანა სტარკისა და რეიგარ ტარგარიენის შეხვედრაზე მოუყვებოდა.

ასეა თუ ისე, ბუმბულს ნედის და ჯონის საერთო წარსულთან კავშირი აქვს. როცა ბუმბული იატაკზე ვარდება და ჯონი მხარს მიღმა უკან იყურება. რას ნიშნავს ეს – იმას, რომ ჯონის საიდუმლოს ფარდა აეხდება თუ უარესს – ჯონის სიკვდილს?

მოგვიანებით კი კვლავ ისმის ედარდის სიტყვები: “შენ შესაძლოა ჩემი გვარი არ გაქვს, თუმცა შენს ძარღვებში ჩემი სისხლის ჩქეფს.” რაც მიგვანიშნებს, რომ მას შემდეგ რაც ჯონი საკუთარ ნამდვილ ვინაობას შეიტყობს, ერთი კონკრეტული გვარის მხარეს არ დადგება. ის მხოლოდ დრაკონი ან მგელსაზარა არაა, არამედ ერთდროულად სტარკიცაა და ტარგარიენიც.

აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ჯონს “სტარკული” ვარცხნილობა და ჩაცმულობა აქვს – უკან, კეფაზე შეკრული თმა, სტარკების ჯავშანი და ბეწვის მოსასხამი.

აკლდამაში მიმავალ სანსას ისეთივე ნაწნავები აქვს, როგორც დედამისს – კეტლინს.

ეს მინიშნებაა იმაზე, რომ სანსა სტარკი კეტლინ სტარკის ერთგვარი “ანარეკლია”. როცა სანსა დედამისის ქანდაკებას ჩაუვლის, კეტლინის სიტყვები გვესმის: “ყველა უბედურება რაც ჩემს ოჯახს შეემთხვა, იმის გამოა, რომ ობოლი ბავშვის შეყვარება ვერ შევძელი.”

როგორ უნდა გავშიფროთ ეს ფრაზა: წარსულში კეტლინმა ვერ შეძლო ედარდის ვაჟის შეყვარება, მომავალში კი სანსა ვერ შეძლებს ჯონისა და დენერისის შვილის შეყვარებას?

ამის შემდეგ არიას ვხედავთ – ჯონისა და სანსასგან განსხვავებით, არიას არცერთ ნათესავთან არ გააჩნია განსაკუთრებული კავშირი – ის უკვე ნამდვილი უსახოა, “არავინ”.

თიზერში არია და ჯონი გვერდიგვერდ ჩანან, თუმცა ეს არ მიგვანიშნებს, თუ როდის და რა ვითარებაში მოხდება მათი შეხვედრა და როგორ შეხვდება არია ოდესღაც საყვარელ ძმას.

მგლების ხროვა – ჯონი, სანსა და არია ბოლოს ერთად მოიყრიან თავს

სწორედ ესაა ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი: სამივე სტარკი მათივე ქანდაკებებს უახლოვდება.

https://i.kinja-img.com/gawker-media/image/upload/s--YIPOM7UU--/c_scale,fl_progressive,q_80,w_800/hlxbxmh60wraa6syud1y.mp4

 

ქანდაკებების დანახვაზე სამივე სტარკს სახეზე შიში ესახება:

სამი ქანდაკებიდან მხოლოდ ჯონია მოხუცი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტარკი დები უფრო მალე მოკვდებიან?

ამის შემდეგ აკლდამაში ყინულოვანი ქარბუქი იჭრება, რომელიც ჯონის ჩირაღდანს აქრობს და ლიანას ბუმბულს ყინავს.

სტარკები ხმლებს იშიშვლებენ, რაც სიმბოლურად ყინულოვან არმიასთან შებრძოლების მზადყოფნას მიანიშნებს.

ფაქტია, რომ სტარკების ბავშვები უბრძოლველად არავის დანებდებიან. მაგრამ რჩება ერთი დიდი კითხვა: სად არის ბრან სტარკი? რატომ არ ჩანს თავის და-ძმებთან ის?

ამ კითხვაზე პასუხი თავად ბრანმა გასცა – ახლა ის სტარკი კი არა, სამთვალა ყორანია, რომელიც გაცილებით დიდი და ამოუსხნელი სამყაროს ნაწილია. ის მოახლოებულ ომში უეჭველად უდიდეს როლს შეასრულებს.

თიზერის ბოლოს ჩანს, რომ ზამთრის ქარებმა უკვე ვინტერფელის აკლდამებამდე მოაღწია. ღამის მეფე ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. მრავალი თეორიის თანახმად, ღამის მეფის მთავარი სამიზნე ვინტერფელია და საამისოდ სხვადასხვა მიზეზი მოჰყავთ:

  • ძველი ლეგენდების თანახმად, ათასობით წლის წინ, პირველი გრძელი ღამის დასრულების შემდეგ, ზამთრის მეფეებმა ღამის დედოფალი ვინტერფელის უძველეს აკლდამაში გამოკეტეს. ახლა კი ღამის მეფე დედოფლის დახსნას ცდილობს. ამის დასტურად შეგვიძლია ნედ სტარკის სიზმარიც მოვიხმოთ პირველი წიგნიდან, რომელშიც ნედი ვინტერფელის აკლდამაში მიაბიჯებდა, ზამთრის მეფეები მას ყინულის თვალებით მიაცილებდნენ, ქვის მგელსაზარები კი ყმუოდნენ.

  • ღამის მეფე ვინტერფელის აკლდამებამდე მოაღწევს და ქანდაკებებში გამოკეტილი მკვდარი სტარკების მოხეტიალეებად აღდგენას შეეცდება, რის შედეგადაც ათასობით წლის შემდეგ “სტარკები” სტარკებს დაუპირისპირდებიან.
  • ღამის მეფე ბრანია ან ბრანს შეუძლია მისი მართვა – მიზანი კი უამრავია, თუმცა ძალიან ბუნდოვანი.

პრემიერის დღემდე – 14 აპრილამდე ზუსტად სამი თვე რჩება.

 

წყარო: www.buzzfeed.com
              winteriscoming.net
              mashable.com

არია სტარკიეაგონ ტარგარიენიედარდ სტარკივიდეოვინტერფელივინტერფელის აკლდამათიზერიკეტლინ სტარკილიანა სტარკისამეფო კარის თამაშებისამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონისანსა სტარკისტარკებიღამის მეფეჯონ სნოუ
Previous Post

10 კომედია ჯაშუშებზე

Next Post

10 გაკვეთილი ბარნისგან სერიალიდან "როგორ შევხვდი დედათქვენს"

Next Post
10 გაკვეთილი ბარნისგან სერიალიდან “როგორ შევხვდი დედათქვენს”

10 გაკვეთილი ბარნისგან სერიალიდან "როგორ შევხვდი დედათქვენს"

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ავტორი Cinemania
27 თებერვალი, 2021
0

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
2

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5624

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5577

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5066

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ავტორი Cinemania
27 თებერვალი, 2021
0

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
2

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020