სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავისთვის, მეისი უილიამსისთვისაც დადგა უკანასკნელი გადასაღები დღე.
მანაც ინსტაგრამს მიმართა გამოსამშვიდობებლად და სისხლით მიწუწებულ ფეხსაცმელებს, ასეთი წარწერა დაურთო:
ნახვამდის ქალაქ ბელფასტო. ნახვამდის არია. ნახვამდის სამეფო კარის თამაშებო. საოცარი მხიარულება მქონდა. სხვა თავგადასავლების დროა #უკანასკნელიმდგომარექალი #ძლივს #მომდევნოოთხიწელიმეძინება #ვხუმრობარდავიძინებ
ფანების ყურადღება განსაკუთრებით ჰეშთეგმა, #უკანასკნელიმდგომარექალი მიიქცია, რამაც წარმოშვა თეორია, თითქოს ბოლო სეზონში მხოლოდ არია სტარკი გადარჩება ქალებიდან. თუმცა ასეთი შეხედულება, ნამდვილად საფუძველს მოკლებულია, უბრალოდ, მეისი უკანასკნელი ქალია, რომელსაც გადაღებები ჰქონდა.