სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კიდევ 10 საინტერესო ფანთეორია “სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი სეზონის შესახებ

Cinemania ავტორი Cinemania
11 იანვარი, 2019
რუბრიკა GoT
0
კიდევ 10 საინტერესო ფანთეორია “სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი სეზონის შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიუხედავად იმისა, რომ ლოდინმა უკანასკნელ ზღვარს მიაღწია, სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონი მკვდრების ყინულოვანი არმიასავით ნელა, მაგრამ შეუქცევადად გვიახლოვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ უნდა გადავავლოთ თვალი ყველაზე საინტერესო, ერთი შეხედვით წარმოუდგენელ, თუმცა ლოგიკურ ფანთეორიებს. მე-7 სეზონმა ჯ. რ. რ. მარტინის საგას უკვე გვარიანად გადაუხვია და ბევრისდა სამწუხაროდ, ამასვე უნდა ველოდეთ ფინალურ სეზონშიც, რომელიც ექვსი, მაგრამ კომპეტენტურ პირებს თუ დავუჯერებთ, ფაქტობრივად დამოუკიდებელი, 1 საათზე დიდი ქრონომეტრაჟის ფილმებისგან შედგება. ასეა თუ ისე, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფინალი გარკვეულ კავშირს მაინც შეინარჩუნებს ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ლიტერატურულ პირველწყაროსთან, რომლის დასასრული არც კი დაწერილა.

მანამდე კი, დავუბრუნდეთ ფანთეორიებს. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ათი საინტერესო თეორია სამეფო კარის თამაშების დრამატული ფინალის შესახებ, თუმცა HBO-ს მიერ ახლახან გამოქვეყნებული პრომო ვიდეოს შემდეგ, რომელშც სანსა სტარკი, დენერისი და ჯონ სნოუ ვიხილეთ, მე-8 სეზონის თეორიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ასობით თეორიიდან ჩვენ კვლავ შევარჩიეთ ათი ყველაზე თამამი და მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი. ერთად გავეცნოთ მათ:

1. ჯონი და დენერისი ერთმანეთის კიდევ უფრო ახლო ნათესავები არიან

ფანების დიდი ნაწილისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ჯონ სნოუს და დენერის ტარგარიენის სასიყვარულო ურთიერთობა დაუშვებელია, რადგან ისინი ერთმანეთის ნათესავები, კერძოდ მამიდა და ძმისშვილი არიან, ეს თეორია საერთოდ შოკისმომგვრელი იქნება. მისი მიხედვით ჯონი და დენერისი ერთმანეთის ნახევარ და-ძმა გამოდიან!

წიგნში დენერისი ხშირად იხსენებს პატარაობის სახე-მოგონებას – ლიმონის ხეებს და წითელკარიან სახლს ბრაავოსში. საქმე ისაა, რომ ბრაავოსის ჩრდილოურ, ნისლიან კლიმატში ციტრუსები არ ხარობს, სამაგიეროდ, ისინი უხვადაა დორნში. კიდევ ერთი დეტალი: როცა მსახიობ ალფი ალენს (თეონ გრეიჯოი) ჰკითხეს, ვინ იყვნენ ჯონ სნოუს მშობლები, მან უპასუხა, რომ ჯონის წარმომავლობა “ლუკ სკაიუოქერის სიტუაციას” ჰგავდა. რადგან ჯონ სნოუს მამა, ლუკ სკაიუოქერის მამისგან განსხვავებით, შვილს არ დაპირისპირებია, რჩება მეორე სიტუაცია – დასთან მოშორებით, ობლობაში გაზრდა.

იდეა, რომ დენერისი არა პრინცი რეიგარის და, არამედ მისი შვილია (თავისი კანონიერი ცოლის, ელია მარტელისგან), ბუნებრივად მიდის დენის ბავშვობის მოგონებამდე – პენტოსში გაგზავნამდე დენერისი არა დრაკონის ქვაზე, არამედ დორნში გადამალეს – საიდუმლოდ, სწორედ ისევე, როგორც ნედმა ჯონი. ჯონ სნოუში სტარკების სისხლმა აჯობა და შავთმიანია, ხოლო დენერისში – ტარგარიენების სისხლია უპირატესი.

ამ შოკისმომგვრელი თეორიის დაშვებამ ფანებს გადააწყვეტინა, სამეფო კარის თამაშების პირველ სეზონს ამ კუთხით დაჰკვირვებოდნენ და ამით ახსნეს ნედ სტარკის უარყოფითი რეაქცია, როცა რობერტ ბარათეონმა ტარგარიენების მემკვიდრეებისთვის მკვლელის მიგზავნა ბრძანა. იქნებ ედარდ სტარკმა იცოდა, რომ მის ნაშვილებ “ბუშს” დაც ჰყავდა? იგივე თეორია ხსნის წითელი ქურუმების დაბნეულობას აზორ აჰაის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით, როცა მათ ვერ გაურკვევიათ, აღთქმული პრინცი დენერისია თუ ჯონი. შეიძლება მათ სწორედ ეს ახლო ნათესაობა და კავშირი აბნევთ.

2. სერსეი შეშლილ დედოფლად იქცევა

მას შემდეგ, რაც სერსეიმ ბეილორის სეპტა და მასში მყოფი ყველა წარჩინებული ველური ცეცხლით ააფეთქა და თავი შვიდი სამეფოს მმართველად გამოაცხადა, აშკარაა, რომ ის შეშლილი მეფის, ეირის ტარგარიენის მეტაფორულ რეინკარნაციად მოგვევლინა.

მე-7 სეზონის განმავლობაში სერსეის ყოველი ნაბიჯი გარდაუვალ მარცხს, პერსპექტივისა და კონტროლის, თვით საყვარელი ადამიანის დაკარგვას მოასწავებდა. მისი ბოლო გადაწყვეტილებაც – გააცუროს “ჩრდილოეთისა და ტარგარიენის” ალიანსი და თეთრ მავალებს ისინი შეატოვოს, პრაგმატულობაზე არ მეტყველებს. საერთოდ, სერსეი, მამამისისგან განსხვავებით, არასდროს გამოირჩეოდა ცივი გონებით და მრავალი ნაბიჯი ცხელ გულზე გადაუდგამს, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ის გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი სურვილის კარნახით იღებდა. ფსიქოლოგმა Reddit-ზე მას კლასიკური ნარცისიზმის დიაგნოზიც კი დაუსვა.

დიდი ხნის განმავლობაში სერსეი საკუთარ ნაბიჯებს შვილების დაცვის სურვილით ამართლებდა და თუ მათთვის ასე სჯობდა, უკანაც იხევდა. ახლა მისი ყველა შვილი მკვდარია, შესაბამისად, მას დასაკარგი არაფერი აქვს (ჯეიმის გარდა, რომელიც, ბოლო ეპიზოდის გათვალისწინებით, სავარაუდოდ უკვე დაკარგა). ამგვარად ის მარტოა, ღვარძლით აღსავსე, ფეხმძიმე, ყოველი მხრიდან მტრებით გარშემორტყმული და ამ ყველაფერთან ერთად დაღუპვის წინაშე მდგარი ვესტეროსის მმართველია. დიდი შანსია იმისა, რომ სერსეიმ ამხელა სტრესს ვერ გაუძლოს და ქცევა ვეღარ გააკონტროლოს. ველური ცეცხლი ჯერ კიდევ მოიძებნება მის სარდაფებში, ასე რომ, სერსეის, როგორც ტირანის მმართველობა ჯერ მხოლოდ იწყება.

3. არია თავისი სიიდან კიდევ ორ ადამიანს მოკლავს

მართალია, არიას “მოსაკლავთა სიის” შეთხელებაში სხვადასხვა ადამიანი დაეხმარა, ჯერ კიდევ დარჩა სახელები, რომელთაც მრავალსახა ასასინი ემუქრება. დიდი შანსია, ბოლო სეზონში არია სტარკმა შური ერთბაშად ორ ლანისტერზე იძიოს.

ცნობილი “ვალონქარის წინასწარმეტყველებაში” სერსეის უმცროსი ძმა მოკლავს. სწორედ ამიტომ, სერსეი მთელი ცხოვრება უფრთხოდა და ვერ იტანდა ტირიონს. თუმცა, უფრო ლოგიკურია, ეს ჯეიმი იყოს. რას იტყვით იმაზე, რომ წინასწარმეტყველება გამართლდეს, თუმცა საქმე უფრო რთულად იყოს? ამ თეორიის მიხედვით, არია ჯეიმის მოკლავს და მისი სახით – სერსეის. ასე აღსრულდება დამსახურებული შურისძიება – პირველი სეზონის ბოლოს არიას მამა სერსეის შვილმა მოაკვლევინა, ბოლო სეზონის მიწურულს კი ნედის შვილი მოკლავს სერსეის. ეს ვესტეროსული კარმაა.

4. ტირიონ ლანისტერი სინამდვილეში ტარგარიენია

ჯონი შეიძლება სულაც არ იყოს ერთადერთი “საიდუმლო ტარგარიენი”. ბევრს სჯერა, რომ ტირიონ ლანისტერია ის მესამე, რომელიც დენერისთან და ჯონთან ერთად ამხედრდება დრაკონზე; თანაც, სამთავიანი დრაკონი ტარგარიენების გერბზე გამოსახული სიმბოლოა. ტირიონს კი ოდითგანვე ძალიან იზიდავდა დრაკონები. თეორია ამტკიცებს, რომ შეშლილ მეფე ეაგონ ტარგარიენს იდუმალი კავშირი ჰქონდა ტაივინ ლანისტერის ცოლთან, ჯოანასთან, რომლის შედეგადაც გაჩნდა ტირიონი. სწორედ ამიტომ ეჯავრებოდა ის ტაივინ ლანისტერს. სანამ ტირიონი მამას არბალეტიდან ისარს ესვრის, ტაივინ ლანისტერი მას ეუბნება: “შენ ჩემი შვილი არ ხარ”. ეს ფრაზა შეიძლება მინიშნებადაც გავიგოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ეპიზოდიც, როცა ჭინკა დენერისის დრაკონს აშოშმინებს.

გარდა ამისა, დენისა და ტირიონს შორის შეხვედრისთანავე ძლიერი ნდობა და კავშირი დამყარდა. მათ თითქოს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ტირიონი, რომელიც ერთგულებით არასდროს გამოირჩეოდა, დენერისის ერთგული მარჯვენა და მრჩეველია. ამიტომ, ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი დამოკიდებულება არამხოლოდ მეგობრობიდან და პატივისცემიდან გამომდინარეობს (და არც სიყვარულიდან, რომელზეც ფანები მე-7 სეზონის ბოლო სერიის შემდეგ ალაპარაკდნენ). სრულიად შესაძლებელია, ბოლო სეზონში სამივე ტარგარიენის ნათესაობას აეხადოს ფარდა და ახდეს დენის ხილვაში რეიგარ ტარგარიენის მიერ ნათქვამი ფრაზა “დრაკონს სამი თავი აქვს.”

5. აზორ აჰაი, სინათლის მეომარი ანუ აღთქმული პრინცი ჯონ სნოუა

მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჯონ სნოუ რეიგარს და ლიანას საერთო შვილია, თეორიები უფრო შორს წავიდა. მათ შორის ყველაზე თამამი ამტკიცებს, რომ სწორედ ჯონია სინათლის მეომარი, ანუ აღთქმული პრინცი და ყველა ნიშანი ამაზე მიუთითებს.

მელისანდრეს წინასწარმეტყველების მიხედვით, დაპირებულ პრინცს დრაკონის სისხლი უნდა ჰქონდეს და ხელახლა იშვას კვამლსა და მარილში (წიგნის მიხედვით, ჯონის ჭრილობებს სიცივეში ორთქლი ასდიოდა, მისი მეგობრები კი მისი სიკვდილის გამო ცხარე ცრემლებს ღვრიდნენ). მართალია ის აზორ აჰაის სტანისში ეძებდა, ცეცხლში სწორედ ჯონ სნოუ დაინახა. მისი მკვდრეთით აღდგენაც მორიგი ნიშანია.

მე-7 სეზონის მე-2 ეპიზოდში მელისანდრე ვარაუდს გამოთქვამს, რომ აღთქმული პრინცი შეიძლება დენერისიც იყოს. მაღალ ვალირიულზე სიტყვა “პრინცი” ნეიტრალური სქესისაა და თავისუფლად შეიძლება ქალსაც აღნიშნავდეს და კაცსაც.

6. ბრანი ბრან მშენებელია

მათთვის, ვინც არ იცის: ბრან მშენებელი იყო სტარკი, რომელმაც ააშენა ვინტერფელი და აღმართა კედელი სამეფო თამაშების მოვლენებიდან 8000 წლით ადრე. ბევრის აზრით, ის ბრანი და ნედ სტარკის ვაჟი ბრანი ერთი და იგივე პიროვნებაა – ბრანს ხომ წარსულში დაბრუნება და შესაბამისად, მასზე გავლენის მოხდენაც შეუძლია. ჩვენ ვიცით, რომ ბრანს წარსულისა და მომავლის ჭვრეტის უნარი აქვს, ამასთან, ის უარგია – ანუ სხეულებში შესვლა და მათზე გავლენის მოხდენაც შეუძლია (გაიხსენეთ ჰოდორის მომენტი).

იხილა რა აწმყოში თეთრი მავალებისგან მომავალი საფრთხე, ბრანმა წარსულში გადაინაცვლა და კედელი ააგო. გარდა ამისა, წიგნის მიხედვით, იმ ზღაპრებიდან, რომლებსაც ბებერი ნენი ბრანს უყვება, ბრანს ყველაზე მეტად, რასაკვირველია, ბრან მშენებელის ამბები უყვარს. თუმცა ამ თეორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბრანი ასევე ღამის მეფეს შეხვდა და მისგან ნიშანი მიიღო, შემდეგ მავალები კედლისკენ დაიძრნენ. რას ნიშნავს ეს? ნუთუ მან კედლის მშენებლობაზე დრო ტყუილად დაკარგა? ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ბრანმა კედელი მოარული მკვდრებისგან ადამიანების დასაცავად დროებით, იქამდე ააგო, სანამ კაცობრიობა მათთან შეტაკებისთვის მზად იქნებოდა? ამაზე პასუხს მე-8 სეზონში მივიღებთ. ან, იმედია, უფრო დაწვრილებით ვიხილავთ სამეფო თამაშების პრიქველში.

7. ყინულისა და ცეცხლის ქორწილი

თოვლი და ცეცხლი. შავი და თეთრი. მეფე და დედოფალი. ორი სამართლიანი ლიდერი მსგავსი წარსულით – ფსკერიდან მწვერვალისკენ. ორივემ დაკარგა საყვარელი ადამიანი. დენერისის და ჯონის წყვილის მხარდამჭერი ფანები ჯერ კიდევ პირველი სეზონიდან გამოჩნდნენ და დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა უზომოდ გაიზარდა. გარდა იმისა, რომ ორივე ახალგაზრდა და სიმპათიურია, მათი ალიანსი უძლიერესია.

მე-7 სეზონის ბოლოს ჯონ სნოუმ საბოლოოდ მოუყარა მუხლი დენერის ტარგარიენს, გახდა მისი საყვარელი და მოკავშირე. ამრიგად, ბოლო სეზონში მათ კანონიერ ქორწილს უნდა ველოდეთ. გაურკვეველია, ეს მოვლენა ჯონ სნოუს ნამდვილი წარმომავლობის გაცხადებამდე მოხდება თუ მერე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტარგარიენების გვარში ნათესავების ქორწინება, დრაკონის სისხლის მაგიის შენარჩუნების მიზნით, ტრადიციულ მოვლენად მიიჩნევა.

8. ღამის მეფე სტარკია

ეს თეორია გამონათქვამს “ვინტერფელში ყოველთვის უნდა იყოს სტარკი” – ახალ მნიშვნელობას სძენს. გრძელი ღამე, ანუ ვესტეროსის უკანასკნელი ზამთარი “განთიადისთვის ომით” დასრულდა, როცა თეთრი მავალების წინააღმდეგ დრაკონის მინა გამოიყენეს, თუმცა ვესტეროსის ამჟამინდელი მტერი გაცილებით მრავალრიცხოვანია და მხოლოდ ამ საშუალებით მათ ვერ გაანადგურებენ.

და მაინც, რატომ შემოუტია თეთრი მავალებისა და მკვდრების არმიამ კედელს მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ ღამის მეფე სტარკია. ჩვენ ვიცით, რომ სტარკები უძველესი წარმოშობის გვარია და ის ვესტეროსის უძველეს მკვიდრებთან მჭიდრო კავშირში იყო. მე-5 სეზონში კი ვიხილეთ მომენტი, თუ როგორ გარდაქმნიან მავალები ბავშვს ლურჯთვალა არსებად. თეორია აცხადებს, რომ “განთიადისთვის ბრძოლამდე” მავალებმა სტარკების ბავშვი მოიტაცეს და ის მავალად გადააქციეს, რათა მას სტარკების ისტორიულ სამფლობელოზე სჭეროდა თვალყური. სტარკი ღამის მეფე კედელს არ გადმოლახავდა, სანამ ვინტერფელში ერთი სტარკი მაინც იქნებოდა. არაა გამორიცხული, ჯორჯ მარტინს ასეთი რამ მართლაც ჩაფიქრებული ჰქონდეს…

9. ღამის მეფე ჯერ მეფის საბიჯელს შეუტევს და არა ჩრდილოეთს

სამეფო კარის თამაშების მე-7 სეზონის DVD კომენტარებში  შოურანერები დევიდ ბენიოფი და დ.ბ. ვაისი ვესტეროსის სატახტო ქალაქს მე-8 სეზონის ერთ-ერთ ლოკაციად განიხილავენ. ზოგი ვარაუდობს, რომ მეფის საბიჯელის მაკეტი მათ ვისერიონის გადაფრენისთვის სჭირდებოდათ, რომელზე მჯდარი ღამის მეფეც ვესტეროსის სატახტო ქალაქს შეუტევს.

რასაკვირველია, გავრცელებული თეორიით, ღამის მეფე პირველად ჩრდილოეთს და ვინტერფელს შეუტევს, თუმცა ტაქტიკურად უფრო გამართლებული სვლა სამხრეთზე შეტევა იქნებოდა, რადგან ჯონ სნოუს და ალიანსის მიერ მობილიზებული არმია ჩრდილოეთით დაიძრება, დედაქალაქი კი დაუცველი დარჩება. ერთი დრაკონითაც კი შესაძლებელი იქნება მისი ფერფლად (თუ ყინულად?) ქცევა.

10. სანსა დენერისს დაუპირისპირდება

ეს ყველაზე ახალი თეორიაა, რომელიც HBO-ს ახალ პრომოში ვინტერფელის ლედისა და სნოუ+დენერისის 5-წამიანი გაელვების შედეგად აგორდა. ეს წამიერი მონაკვეთი ბევრ რამეს იტევს. სანსა, როგორც ვინტერფელის ლედი, დენერისს მიმართავს: “ვინტერფელი თქვენია, თქვენო მოწყალებავ”. ეს ნაცნობი სიტყვებია, რადგან ისინი ჩვენ პირველი სეზონის დასაწყისში მოვისმინეთ. სამეფო თამაშების ფანებმა მაშინვე შენიშნეს, რომ ვინტერფელში ჩასულ რობერტ ბარათეონს ნედ სტარკი სწორედ ამ სიტყვებით შეეგება.

არიან ფანები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს სტანდარტული მისალმებაა და არავითარ ქვეტექსტს არ ატარებს, თუმცა შვიდმა სეზონმა გვასწავლა, რომ სამეფო თამაშებში ყოველ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. იქნებ ეს სიტყვები დენერისისა და სანსას ურთიერთობის ისეთივე ტრაგიკულ დასასრულზე მიგვანიშნებს, როგორიც რობერტ ბარათეონმა და ნედმა დაასრულეს?

სანსა სტარკმა ძნელი და ტრაგიკული გზა გაიარა, ბევრი სატანჯველი შეხვდა, სანამ პირველი სეზონის გულუბრყვილო ბავშვიდან, რომელიც პრინცის ცოლობაზე ოცნებობდა, ჭკვიან მმართველად და ამბიციურ ლედიდ იქცეოდა. გარდა ამისა, პეტირ ბეილიშთნ ყოფნამ მას ასწავლა მანიპულაცია, თავის გადარჩენა, როგორ და ვინ მოკლას… მას აშკარად არ ეამა ფაქტი, რომ ჯონ სნოუმ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო დენერისთან ჩრდილოეთის გაერთიანების თაობაზე, რაც პეტირ ბეილიშს არ გამოპარვია და ეშმაკურად მიანიშნა კიდეც ჯონისა და დენერისის შესაძლო კავშირზე. მართალია, ბეილიშს სტარკების ბავშვების ერთმანეთისგან გათიშვა სურდა (რაც არ გამოუვიდა), სანსას შეიძლება მართლაც არ სიამოვნებდეს ტარგარიენი მმართველის მორჩილება და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ წავიდეს. ამას გარდა, ფანების ნაწილი სანსას რკინის ტახტის ღირსეულ პრეტენდენტადაც კი განიხილავს. ასე რომ, თუ სანსას მართლაც აქვს შორსმიმავალი ამბიციები, დენერისი მისი პირდაპირი კონკურენტია. საერთოდაც, სანსას პერსონაჟს მრავალმხრივ გაშლის დიდი პოტენციალი აქვს.

ასეა თუ ისე, ახალმა მინითიზერმა ფანებს ახალი განსახილველი თემები მისცა, რაც, ოფიციალური თრეილერის დადების შემდეგ კიდევ განივრცობა. ისღა დაგვრჩენია, ფანთეორიების ნაკადში არ დავიკარგოთ და უკანასკნელ სეზონს ღირსეულად დავხვდეთ.

10 ფანთეორიაHBORedditაზორ აჰაიარია სტარკიაღთქმული პრინციბრან მშენებელიბრან სტარკიდენერის ტარგარიენიდრაკონებივალონქარივესტეროსივინტერფელიმელისანდრემეფის საბიჯელირეიგარ ტარგარიენისამეფო კარის თამაშებისამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონისანსა სტარკისეზონი 8სერსეი ლანისტერისტარკებიტირიონ ლანისტერიფანთეორიებიღამის მეფეყინულისა და ცეცხლის სიმღერაჩრდილოეთიწითელი ქურუმიჯ. რ. რ. მარტინიჯეიმი ლანისტერიჯონ სნოუჯორჯ მარტინი
Previous Post

"ლუთერი" - დიდი დაბრუნება 4 წლის შემდეგ

Next Post

სემუელ ელ ჯექსონმა კაპიტანი მარველის შესაძლო სუპერძალაზე ისაუბრა

Next Post
სემუელ ელ ჯექსონმა კაპიტანი მარველის შესაძლო სუპერძალაზე ისაუბრა

სემუელ ელ ჯექსონმა კაპიტანი მარველის შესაძლო სუპერძალაზე ისაუბრა

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020