HBO-მ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა სამეფო კარის თამაშების პრიქველის საპილოტე ვერსიაზე. ავტორი კვლავ ჯორჯ მარტინი იქნება, ხოლო სცენარისტი ჯეინ გოლდმანი.
სერიალი სამეფო კარის თამაშებამდე ათასობით წლით ადრე მომხდარ ამბებზე იქნება, სადაც ვესტეროსის ისტორიის თავზარდამცემ საიდუმლოებებს გავიგებთ, ასევე თეთრი მავალების წარმომავლობის ისტორიას, სტარკების ლეგენდას და სხვა.
მარტინის წიგნები “Age of Heroes“, GOT-მდე 10.000 წლით ადრეა. საპილოტე ვერსიას სათაური ჯერ არ აქვს. ცნობილია, რომ სერიალი GOT-ის დასრულებამდე არ დაიწყება ანუ სავარაუდოდ, სერიალს 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ. HBO-ს ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ორიგინალ სერიალს პრიქველი ექნება.
ცხადია, სერიალის დროთი ცვლილების გამო ჩვენთვის ნაცნობი მსახიობები ახალ სერიალში აღარ იქნებიან.