სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“სამეფო კარის თამაშების” მე-4 ეპიზოდის მიმოხილვა

Cinemania ავტორი Cinemania
7 მაისი, 2019
რუბრიკა GoT, კლუბი
0
“სამეფო კარის თამაშების” მე-4 ეპიზოდის მიმოხილვა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სანამ სამეფო კარის თამაშების ფანების რამდენიმე ბანაკად დაყოფილი არმიები მიერ მე-3 ეპიზოდის ავკარგიანობაზე ერთმანეთს ვესტეროსის ლორდებივით არ ინდობდნენ, ერთი კვირა ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია, როგორ მოგვადგა მორიგი ეპიზოდი, რომელშიც მეტისმეტად სწრაფად გადაგორებული ზამთრის შემდგომი “ახალი” დროება დაიწყო და თითქოს “დაპაუზებული” ომი და თამაშები გაგრძელდა (რას ვიზამთ, სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ ზამთარი, რომლისთვისაც ამდენ ხანს გვამზადებდნენ, რკინის ტახტის ბრძოლასთან შედარებით მართლაც ერთი დანის მოქნევა ყოფილა).

რასაკვირველია, მეოთხე ეპიზოდმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეს გარდაუვალია – რაც უფრო მოახლოვდება დასასრული, მით მეტად დაიძაბება სიტუაცია შოუშიც და ალბათ გულშემატკივრებს შორისაც. ვინტერფელთან გადახდილი სისხლისმღვრელი და დიდი დანაკარგის მქონე ომის შემდეგ გმირებს შესვენებასა და მორიგი დიდი ომის დაგეგმვაზე დრო არ დაუკარგავთ (ეს ზოგადი ზედაპირულობა მე-8 სეზონში წინაზე მეტად თვალშისაცემია, რაც, მიუხედავად მხარდამჭერების დიდი რიცხვისა, ეპიზოდების დაბალ რეიტინგსაც დაეტყო) და გარდაცვლილების ცეცხლს მიბარების შემდეგ მოვლენები დრამატულად განვითარდა. აღნიშნულ სერიაში აშკარად გამოიკვეთა დიდი ღალატის, იმედგაცრუების კონტურები და ცხადია, მომდევნო ეპიზოდები მათზე პასუხის გაცემას დაეთმობა.

როგორც კიტ ჰარინგტონმა სერიის გამოსვლამდე აღნიშნა, მე-4 ეპიზოდი “შექსპირისეული” იქნებოდა და ამაში არ შემცდარა. 80-წუთიანი სერია, სახელწოდებით “უკანასკნელი სტარკები” შუა საუკუნეების ფენტეზი ტრაგედიაა. როგორც ტირიონი იტყოდა: “ჩვენ შეიძლება ისინი დავამარცხოთ, მაგრამ საომრად ერთმანეთი მაინც დაგვრჩება”.

 

გაფრთხილება: პოსტი შეიცავს სპოილერებს!

გლოვა და ზეიმი

ჯონის გამოსამშვიდობებელი სიტყვის შემდეგ სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლას გადარჩენილებმა ვინტერფელის შემოგარენში მიცვალებულები დაწვეს. საყვარელ ადამიანებთან გამოთხოვების შემდეგ სტარკების მამულში გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმი გაიმართა, რომელზეც დენერისმა კიდევ უფრო მეტი სიცხადით შეამჩნია, რა მარტო დარჩა – იმაზე მარტო, ვიდრე მაშინ, როცა დოთრაკების ხალს მიათხოვეს. გარდა ამისა, ზეიმზე დენერისმა გრიგალის კიდის ლორდად გენდრი ბარათეონი დაასახელა.  საინტერესო დიალოგები შედგა სანსას და ქოფაკს, ასევე ლანისტერების ძმებსა და ბიენსა და ტორმუნდს შორის.

სერიის პირველი ნაწილი გრძნობებით დამუხტული იყო – გენდრიმ არიას ცოლობა სთხოვა (ხუმრობის მოყვარულებს არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ გენდრი ბარათეონების ჭეშმარიტი მემკვიდრეა, რადგან სტარკის გოგომ მისი წინადადება ცოლობაზე უარყო). ბევრის გასაკვირად, სერ ბრიენის შეუვალობა ჯეიმი ლანისტერის მიმართ მისმა სიყვარულმა საბოლოოდ გატეხა და მათ შორის სასიყვარულო კავშირი შედგა (და სამწუხაროდ, ბრიენი მალე გულგატეხილი დატოვა ჯეიმიმ, რომელმაც სამხრეთიდან ახალი ცნობების მიღების შემდეგ დედაქალაქში, სერსეისთან დაბრუნება გადაწყვიტა – დისა და საყვარლის დაცვის თუ სხვა მიზნით, ჯერჯერობით უცნობია).

სიმართლე და პირობა

ემოციებითა და ურთიერთსაპირისპირო გრძნობებით დამუხტული სცენა იყო ზეიმის დასრულების შემდეგ დენერისსა და ჯონს შორისაც. დენიმ ჯონს უთხრა, რომ უყვარს და სთხოვა, მათ შორის ყველაფერი ძველებურად დაეტოვებინა, რისთვისაც საკმარისი იყო, ჯონს თავისი წარმომავლობის შესახებ სიმართლე თავისთვის შეენახა, რაც ერთი მხრივ მათ სიყვარულს გადაარჩენდა, მეორე მხრივ კი ტახტისთვის ბრძოლაში დამატებით ინტრიგებს აარიდებდათ თავიდან. ჯონმა, თავის მხრივ, დარწმუნებით უპასუხა, რომ დებისთვის სიმართლის გამხელა თავისი დედოფლის მიმართ დამოკიდებულებას საფრთხეს არ შეუქმნიდა (sancta simplicitas!). ის, რომ ჯონი ცდებოდა, აშკარად გამოჩნდა საბჭოზე, სადაც დენერისი მოკავშირეებთან ერთად დედაქალაქზე შეტევას გეგმავდა – კიდევ ერთხელ გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა და კარგად ვერდაფარული კონკურენცია სანსა სტარკსა და დენერის ტარგარიენს შორის. ჩრდილოეთი, და ჩანს, მთელი ვესტეროსი დედოფლობის მაძიებელს, მიუხედავად მისი მსხვერპლისა ომში, არ ენდობა. მიუხედავად ვინტერფელის ლედის წინააღმდეგობისა, დენერისმა გადაწყვეტილება მიიღო: დროგონსა და დაშავებულ რეიგალთან ერთად სამხრეთით, დრაკონის ქვისკენ გაფრენილიყო (სადაც მას დოთრაკების ნაწილი ჰყავდა დატოვებული) უნაკლოების გადარჩენილი ჯარი კი მას გემებით გაჰყოლოდა. ჯონ სნოუ და სერ დავოსი კი ჩრდილოელების ქვეით ძალებს გაუძღვებოდნენ სამეფო გზაზე.

დენერისის ხვეწნა ამაო გამოდგა: საღვთო ტყეში ჯონმა ბრანის თანდასწრებით არიას და სანსას სიმართლე გაუმხილა, თუმცა მანამდე ფიცი დაადებინა, რომ არავის არაფერს ეტყოდნენ (ისევ და ისევ, sancta simplicitas!), შემდეგ კი სერ დავოსთან ერთად სამხრეთით, მეფის სავანისკენ გასამგზავრებელ სამზადისს შეუდგა.

გამოიკვეთა სანსას, როგორც პეტირ ბეილიშის ჭეშმარიტი მოწაფის მისწრაფებები და საჭირო ხალხისთვის საჭირო რამეების თქმის ოსტატობა. მან, მიუხედავად ფიცისა, ტირიონს გაუმხილა, რომ ვესტეროსის ტახტს დენერის ტარგარიენზე უკეთესი პრეტენდენტი გამოუჩნდა.

ღალატი

ის რაც იცის ტირიონმა, იცის ვარისმაც – ჯონის წარმომავლობის დადგენის შემდეგ დედოფლის მრჩევლებს შორის დაძაბული მსჯელობა გაიმართა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ავიდეს ვესტეროსის ტახტზე ადამიანი, რომელსაც მეფობის სურვილი არ აქვს, რატომ ჯობია ჯონ სნოუ დენერის ტარგარიენს და რატომ არ გამოუვათ მათ ქვეყნის ერთობლივი მართვა. ტირიონის მტკიცებით, მას დენერისის სჯერა, თუმცა ცბიერმა ობობამ (რომლის ჭეშმარიტი მიზნები, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ტარგარიენის კარზე დაიწყო მსახური, ახლა კი ის “აღარ მოსწონს”, დღემდე დაუდგენელია) მის გულში ეჭვი გააჩინა.

“დრაკარის”

სატახტო ინტრიგების ხლართვაში დაკარგულმა სცენარისტებმა სრულიად არ გაითვალისწინეს ფაქტი, რომ დრაკონზე ამხედრებულ დენერისს ძალიან შორიდან უნდა შეემჩნია დრაკონის ქვასთან მომლოდინე, დრაკონის საწინააღმდეგო უზარმაზარი არბალეტებით, ე.წ. “სკორპიონებით” აღჭურვილი ეურონ გრეიჯოის ფლოტი (კადრსმიღმა გადაღების ვიდეოში თვით სცენარისტებმაც კი “აღიარეს” გაუმართლებელი შეცდომა – დენერისს, ისევე როგორც მის “ბრძენ” მრჩევლებს უბრალოდ “დაავიწყდათ” ფაქტი, რომ დრაკონის ქვას მტერი აუცილებლად შემოარტყამდა ალყას). დრაკონები იმდენად მიუახლოვდნენ გემებს, რომ ეურონმა მათი მიზანში ამოღება შეძლო და ზუსტად მოარტყა ისარი ისედაც დაჭრილ რეიგალს, რომელიც საწყალობლად ჩავარდა ოკეანეში. გრეიჯოის ფლოტმა კი ამავე ისრებით “დაბომბა” დენერისის გემები.

დანაკარგი გემებითა და რეიგალით არ ამოწურულა: ნაპირზე გარიყულმა რუხმა მატლმა აღმოაჩინა, რომ თან აღარ ახლდათ მისანდეი. ის ეურონმა ტყვედ ჩაიგდო.

მიუხედავად ზღვაზე განცდილი მიუტევებელი მარცხისა, ტარგარიენის ასულმა მაინც გადაწყვიტა სატახტო ქალაქისთვის ალყის შემორტყმა და დატყვევებული მისანდეის გათავისუფლების მოთხოვნა. სერსეი მთელი თავისი მომაკვდინებელი დიდებულებით გამოდგა გალავანზე, რომელშიც მანამდე ქალაქის მოსახლეობა შეაფარა – სერსეის შორსმიმავალი გეგმა უბრალო და გენიალურია (მოქმედი დედოფალი დედოფლობის პრეტენდენტისგან განსხვავებით, გონივრულ გეგმებს აწყობს) – რაც შეიძლება სასტიკი და დაუნდობელი ქცევით მოთმინებიდან გამოიყვანოს დრაკონი-დედოფალი, რათა მან დრაკონის ცეცხლი გამოიყენოს და ამით “ბორკილების დამამსხვრევლის” რეპუტაცია საბოლოოდ გაინადგუროს.  გარდა ამისა, “სკორპიონის” რეიგალზე წარმატებით გამოცდის შემდეგ დედოფალი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დრაკონიც მოწყვლადია, რაც მას წარმატების იმედს აძლევს.

კიდევ ერთი “გარღვევა” სცენარში – დედოფალი, მისი მარჯვენა (რომელიც სერსეის ერთდროულად აშინებს და სძულს), რუხი მატლი და უნაკლოების მეტად მცირე არმია მძლავრად გამაგრებული ქალაქის კარიბჭის სიახლოვეს დგანან, რაც მეტად გულუბრყვილოდ და მეტიც, სასაცილოდ ჩანს.  კიდევ უფრო სასაცილო აღმოჩნდა ტირიონ ლანისტერის “სენტიმენტალური” მიმართვა სერსეის მიმართ, რაც საგის ფანებისთვის იმდენად “არატირიონული” იყო, რომ აღშფოთებას ვერავინ მალავს. ასეა თუ ისე, ტირიონის სიტყვებმა სერსეის გული ვერ მოულბო (რატომღაც!), მან მისანდეის ურჩია, უკანასკნელი სიტყვები წარმოეთქვა.

“დრაკარის” – ეს იყო მისანდეის უკანასკნელი სიტყვა, რითაც მან თავის დედოფალს და მეგობარს მტრებზე დრაკონის შურისძიებისკენ მოუწოდა. მთამ მას ყველას თვალწინ მოჰკვეთა თავი და როგორც სერსეი გეგმავდა, დენერისში დრაკონი გააღვიძა (აქვე უნდა აღინიშნოს ემილა კლარკის შესანიშნავი თამაში).

როგორც მე-5 ეპიზოდის პრომოდან გამოჩნდა, ტახტისკენ მისწრაფებას შურისძიების ცეცხლმა კიდევ უფრო მეტი სიმხურვალე შემატა – ჩვენ დენერის ტარგარიენის რისხვას ვიხილავთ, ხოლო რას მოიმოქმედებენ მისი “მოკავშირეები”, მეტ-ნაკლებად სავარაუდოა. ვესტეროსის წარჩინებულები ტარგარიენთა დინასტიის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან (მით უმეტეს, მათ საერთოდ ვერ იგრძნეს ზამთრის სისასტიკე, შესაბამისად, არ ანაღვლებთ ის მსხვერპლი, რომელიც ამ საშიშროების ასარიდებლად დენერისმა გასწია). რაც შეეხება ბორბალში ჩაბმულ ხალხს, მათ ვესტეროსში აზრს არავინ ეკითხება…

გაიგეთ მეტი:

დეტალები, რომლებიც “სამეფო კარის თამაშების” მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდში შეიძლება გამოგრჩათ

Game Of ThronesGOTარია სტარკიბრიენ ტართელიგენდრი ბარათეონიგულშემატკივრებიდენერის ტარგარიენიდეტალებიდროგონიეპიზოდის მიმოხილვაეურონ გრეიჯოივარისილანდიმე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდიმთამიმოხილვამისანდეირეიგალირეიტინგირუხი მატლისამეფო კარის თამაშებისერსეი ლანისტერიტირიონ ლანისტერიჯეიმი ლანისტერიჯონ სნოუ
Previous Post

სეტ როგენი ფილმებში დაბოლილი თამაშობს

Next Post

ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმის პოსტერები გამოვიდა

Next Post
ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმის პოსტერები გამოვიდა

ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმის პოსტერები გამოვიდა

ახალი ამბები

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

ავტორი Cinemania
12 აპრილი, 2021
0

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
4820

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2949

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2520

ბოლოს დამატებული

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

ავტორი Cinemania
12 აპრილი, 2021
0

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020