(ყურადღება: პოსტი შეიცავს სპოილერებს მე-7 სეზონის მე-4 ეპოზიდიდან)
“ომის ნადავლი” (Spoils of War) ფანებმა უკვე აღიარეს სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად (ლანისტერებისა და დოთრაკების არმიის შთამბეჭდავი ბრძოლისა და სტარკების ბავშვების შეკრების წყალობით). ამ სანახაობით მონუსხულებს შეიძლება, რამდენიმე პატარა დეტალი გამოგვეპარა. ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მომენტი წინა სეზონებიდან გამოძახილს ან რაიმე მოვლენაზე მინიშნებას წარმოადგენს:
1. ბრანმა სიტყვებით – “ქაოსი კიბეა” – ლორდ ბეილიშს თავისივე სიტყვები გაუმეორა, რომლებიც ვარისთან ეპიკური მონოლოგისას წარმოთქვა (მე-3 სეზ. ეპ. 6), რითაც ცხადი ხდება, რომ მას თვით ნეკას ფარული გეგმებზე აქვს წარმოდგენა.
2. არია მცველებმა მშობლიურ ციხესიმაგრეში არ შეუშვეს. ასეთი შემთხვევა პატარა ლედი სტარკს აქამდეც ჰქონია: პირველ სეზონში, როცა მან შემთხვევით დატოვა წითელი ციხესიმაგრე, მეფის მცველებს მაშინაც გაუჭირდათ, არია ლორდის ქალიშვილისთვის მიემსგავსებინათ.
3. დრაკონის ქვის გამოქვაბულში ტყის შვილების მიერ შესრულებულ ნახატებში ჩვენთვის უკვე ნაცნობი კონტურები იკითხება.
4. როცა დენერისი ჯონისგან მოითხოვს, მუხლი მოიყაროს და სიამაყე დაივიწყოს, ჯონისავე ნათქვამ სიტყვებს იმეორებს – სწორედ ამისკენ მოუწოდა მან მენს რაიდერს (სეზ.5).
ჯონ სნოუ: “ჩემი ხალხი არ დათანხმდება სამხრეთელ მმართველს მას შემდეგ, რაც მათ შეამთხვიეს”.
დენერისი: “ნუთუ გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი არაა, ვიდრე შენი სიამაყე?”
თითქმის იგივე დიალოგი ჰქონდათ მენსს და ჯონს.
5. ჯონი არ უხსნის დენერისს, რატომ ამბობს უარს მის წინაშე მუხლის მოყრაზე, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მენს რაიდერის არგუმენტზე დაფიქრდა.
მენს რაიდერთან საუბრის შემდეგ ჯონი, როგორც ლიდერი, ძალიან გაიზარდა და მიხვდა, რატომ იყო უარზე ველურთა ლიდერი მაშინ: საკუთარი ხალხის ნდობით ბოროტად სარგებლობას და ახალი, უცნობი მმართველის ხელში მათ გადაცემას შეიძლება ბრძოლა და სიკვდილი ჯობდეს. ჯონს ყინულის მტერთან ბრძოლაში წინამძღოლობა აუცილებლად მოუწევს და ურჩევნია ეს ხალხის პატივისცემითა და ნდობით გარემოცულმა გააკეთოს.
6. ახალ ეპიზოდში დენერისის სამოსი შესაძლოა ჯონ სნოუს მიმართ დამთბარი დამოკიდებულების გამომხატველი იყოს.
ახალ სეზონში დენერისი ახალი კოსტიუმებით წარდგა – ყოველი მათგანი მის ტარგარიენულ გარეგნობას და მსოფლმხედველობას უსვამს ხაზს და მისი ძმის, ვისერისის ჩაცმულობასაც კი მოგვაგონებს. კოსტიუმების დიზაინერ მიშელ კლეპტონის თქმით, ყოველი დეტალი მიგვანიშნებს იმაზე, თუ რას გრძნობს და ფიქრობს პერსონაჟი. ამიტომაც აურჩიეს დრაკონების დედას ამ ეპიზოდში მოვერცხლისფრო კოსტიუმი. ეპიზოდის შემდეგ ნაწილში დენის ტარგარიენების ფერებში აცვია, დრაკონის ქვაზე კი, სადაც სნოუს ესაუბრება, სტარკების ნაცრისფერი აქვს შერჩეული.
7. სერ დავოსი ჯონს გრამატიკას უსწორებს, სწორედ ისე, როგორც მას უსწორებდა სტანის ბარათეონი.
ჯონი: “რამდენი კაცი გვყავს ჩრდილოეთში საბრძოლველად, 10 000? თუ უფრო ცოტა (less)?”
დავოსი: “ნაკლები (Fewer)”
ეს ეპიზოდი მიანიშნებს დავოსის ძველ ბატონ სტანის ბარათეონზე, რომელიც ყოველთვის უსწორებდა სხვას “უფრო ცოტას” “ნაკლებით”.
8. ბრძოლის ველზე ტირიონის მიერ ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ჯეიმის მიმართ საკულტო ფენტეზის ფრაზის რემინისცენციაა.
როცა ჯეიმი თავზე ხელს იღებს და დენერისისა და დროგონისკენ შუბმომარჯვებული გარბის, ტირიონი ჩაილაპარაკებს: “გაიქცეი აქედან, იდიოტო”.
ეს სიტყვები “ბეჭდების მბრძანებლის” ყველა ფანს მოაგონებდა ეპიკურ მომენტს “ბეჭდის საძმოდან”. როცა გენდალფი ბალროგს უპირისპირდება, დანარჩენებს კი სიტყვებით – “გაიქეცით, თქვე სულელებო” – აიძულებს, დატოვონ იგი.
გასაკვირი სულაც არაა, რომ GOT-ის სცენარისტები, დევიდ ბენიოფი და დ.ბ. ვაისი საგანგებოდ ავლებენ ხოლმე პარალელებს ტოლკინის ნამუშევრებთან.