სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 დეტალი, რომელიც “სამეფო კარის თამაშებში” წიგნებზე უკეთაა წარმოჩენილი

Cinemania ავტორი Cinemania
13 მარტი, 2018
რუბრიკა GoT, საინტერესო
0
10 დეტალი, რომელიც “სამეფო კარის თამაშებში” წიგნებზე უკეთაა წარმოჩენილი
56
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სანამ ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მოყვარულები საგის ბოლოსწინა წიგნს, ზამთრის ქარებს, სერიალის ფანები კი ფინალურ, მე-8 სეზონს ელიან, გადავწყვიტეთ, სერიალის რამდენიმე დეტალი ლიტერატურულ პირველწყაროსთან შეგვედარებინა. აღმოჩნდა, რომ რიგ მომენტებში სერიალმა გააუმჯობესა თხრობა პერსონაჟის ან სიუჟეტური ხაზის უფრო დახვეწილი და დეტალური წარმოჩენით. სწორედ ამიტომ, სამეფო კარის თამაშები, მიუხედავად ბევრი მომენტის დაკარგვისა, მაინც დარჩება ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ადაპტაციად. წარმოგიდგენთ ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს.

1. პერსონაჟები გაცილებით უფროს ასაკში არიან

სამეფო თამაშები უფროსი ასაკის მაყურებლებისთვის განკუთვნილი დრამაა, რის გამოც მცირეწლოვანი პერსონაჟების გამოყვანა სერიალში (როგორებიც არიან წიგნებში, მაგ. სტარკის ბავშვები) ცოტა უხერხული იქნებოდა. მაგალითისთვის, სერიის დასაწყისში რობი 15 წლისაა, ჯონი 14-ის, დენერისი 13-ის, სანსა 11-ის, არია 9-ის და ბრანი 7-ის. შოუში ყველა ამ პერსონაჟს ასაკი მომატებული აქვს, რადგან ძველი დროის ადამიანის ასაკის გაგება დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, დღეს ამ ასაკის პერსონაჟების მძაფრი თავგადასავლები უცნაური სანახავი იქნებოდა. 13 წლის გოგონას საქორწილო ღამე და 14 წლის ჯონ სნოუს ბობოქარი თავგადასავლები კედელზე და მის მიღმა თვით HBO-ს თავისუფალ სტანდარტებსაც კი სცილდება. სწორედ ამიტომ, სერიალის მესვეურებისგან სწორი სვლა იყო პერსონაჟები შედარებით მოზრდილი ასაკის მსახიობებს რომ განასახიერებინა.

2. მარჯერის პერსონაჟი ბევრად კომპლექსურია

მარჯერი ტაირელის პერსონაჟი წიგნებში ნაკლებად საინტერესო პიროვნებაა. თითქმის არაფერია ნათქვამი მის მამოძრავებელ მოტივებზე, ჭეშმარიტ ხასიათზე. საბედნიეროდ, სერიალში ეს მართლაც მშვენიერი პერსონაჟი უკეთაა წარმოჩენილი: უფრო დინამიკურია, სახასიათო და რაც მთავარია, მას დიდებულად განასახიერებს ნატალი დორმერი. მისი შეფარული და ნიჭიერი დიპლომატიური თამაში დედოფალ სერსეისთან, თბილი და მოკავშირეობრივი დამოკიდებულება დიდ ბებია ოლენა ტაირელთან, მართლაც შესანიშნავი ხაზია.

3. რობ სტარკიც “მთხრობელი პერსონაჟია”

სამეფო კარის თამაშების მაყურებლები, რომელთაც ჯორჯ მარტინის წიგნები არ წაუკითხავთ, შეიძლება გააოცოს იმ ფაქტმა, რომ რობ სტარკი – თავდაპირველი სეზონების ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პერსონაჟი წიგნებში მთხრობელიც კი არაა. როგორც ცნობილია, საგაში თხრობა სხვადასხვა პერსონაჟის “ხედვის კუთხით” ვითარდება და მათ შორის არიან სტარკის შვილებიც, მაგრამ არა რობი. იგი უმეტესად დედამისის, კეტლინ სტარკის თვალითაა დანახული ან სხვა მთხრობელი მოიხსენიებს. სერიალში კი რობიც მთხრობელი პერსონაჟია და ომის დროს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

4. დენერისის წინსვლა დიდებისკენ

დენერისის თხრობის ხაზი წიგნებში ხშირად იმედგაცრუებულს ტოვებს მკითხველს, რადგან იგრძნობა, თითქოს ძალიან ბევრი პოტენციალი იკარგება. დენერისის ამბავი ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზია და საწყის სეზონებში ეს სრულიად დამატყვევებლად არის დახატული სერიალში: თუ როგორ იწყებს დიპლომატიურ თამაშს, თანდათან იკრებს ძალაუფლებას მტრულ და უცხო გარემოში, როგორ მიჰყვება ინტუიციის ძახილს და პირველი სეზონი მისი დრაკონების გამოჩეკით ტრიუმფალურად სრულდება. სამწუხაროდ, წიგნში ყველა ეს ამბავი ერთ გზად არაა შეკრული, გაფანტულია და დენერისის ჩანართები დროთა განმავლობაში იკლებს. სერიალს კი იმ ბრწყინვალე სცენებისთვის, სადაც ტარგარიენების მემკვიდრე საკუთარ ცეცხლგამძლეობას მეტოქეებზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებს, მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

5. თეონი გაცილებით მრავალმხრივია და თანაგრძნობას იმსახურებს

მიუხედავად იმისა, რომ წიგნში თეონი რემზი ბოლტონისგან არანაკლებ იტანჯება, ვიდრე ფილმში, სამეფო კარის თამაშებში მისი პერსონაჟი გაცილებით სიმპათიურია, გაორებული და შესაბრალისი. სერიალის მესვეურებმა თეონ გრეიჯოის ხაზი ბევრად შეცვალეს. მისი ღალატის მიუხედავად მაყურებელს დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით სანსას დახმარების შემდეგ, მის მიმართ თანაგრძნობა კვლავ უჩნდება. მერყევი ხასიათის, მხდალი თეონ გრეიჯოი, რომელიც ძალაუფლების მოპოვების გზაზე დამარცხდა, დროდადრო კეთილშობულ ქცევებს ავლენს და იმედია, კვლავაც გამოავლენს (მე-7 სეზონის მიწურულს მან თავისი დის, იარას გამოხსნა გადაწყვიტა). სერიალმა მისი სახით ძალიან საინტერესო პერსონაჟი წარმოგვიდგინა.

6. ბრიენისა და ქოფაკის ორთაბრძოლა

მიუხედავად იმისა, რომ ბრიენ ტართელი წიგნებში მთხრობელი პერსონაჟია, მისი ხაზი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანსას მთელ ვესტეროსში დაეძებს, დროდადრო მოსაწყენი ხდება. რაც შეეხება ქოფაკთან შეხვედრას და ორთაბრძოლას (მე-4 სეზონი), წიგნში ეს საერთოდ არ ხდება. ქოფაკს მის ნაცვლად ლუდხანაში ჭრიან მაწანწალა ავაზაკები, ბრიენი კი არიას თვალითაც ვერ ნახულობს. ასეა თუ ისე, შოუმ ამ ორი ფალავანის შერკინების ხილვით ნამდვილად მოიგო.

7. სანსა ვინტერფელში

მიუხედავად იმისა, რომ სანსა ერთ-ერთი მთავარი მთხრობელი პერსონაჟია, წიგნში მისი ქმედებები, განსაკუთრებით თავიდან, სიმპათიას არ იმსახურებს. სანსას ხაზი წიგნის პერსონაჟის მსგავსად ვითარდება, ველზე ნეკასთან ერთად წასვლის ჩათვლით, მაგრამ რემზი ბოლტონზე დასაქორწინებლად არა მას, არამედ სანსა სტარკის სახელით მის მოახლე ჯეინი პულს (ეს პერსონაჟი სერიალში საერთოდ არაა) გზავნის დედოფალი სერსეი.

რემზი ბოლტონზე ძალით დაქორწინებამ და საქორწინო ღამეს გაუპატიურებამ სანსა ბევრად ტრაგიკულ, ამავე დროს პრაგმატულ და მიზანდასახულ პერსონაჟად აქცია, რის გამოც თხრობის მთავარ ხაზში საკუთარი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ზამთრის ქარები ალბათ სანსას განსხვავებულ ამბავს გვიამბობს, მაგრამ სერიალის სანსა უკვე ვინტერფელის ლედია და თანაც, ღირსეული.

8. ტირიონისა და დენერისის შეხვედრა

წიგნში, ისევე როგორც სერიალში, ტირიონის მიზანია დენერის ტარგარიენთან შეხვედრა, თუმცა ამას მხოლოდ სერიალში ახერხებს. დრაკონებთან ცეკვაში, რომელიც ჯერჯერობით საგის ბოლო ნაწილს წარმოადგენს, ტირიონი ჯერ კიდევ არ შეხვედრია დენის. სერიალის მესვეურები მიხვდნენ, რომ შოუში მათი შეხვედრა რაც შეიძლება მალე უნდა მომხდარიყო და ამით შოუმ ნამდვილად მოიგო.

9. არია ტაივინის მსახურად

ტაივინ ლანისტერი როგორც შოუში, ასევე წიგნში, ერთ-ერთი შთამბეჭდავი პერსონაჟია, რომლის ცივი გული და გონება, ბრწყინვალე ტაქტიკოსის აზროვნება, ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას. საგაში არია სტარკი, რომელიც ჰარენჰალში მდაბიოდ ასაღებს თავს, ტაივინ ლანისტერის მოახლე სულაც არაა. იქ ლანისტერების ჯარისკაცები არიან დბანაკებულნი, შემდეგ კი რუს ბოლტონი.

შოუში ამ ორი მთავარი პერსონაჟის გვერდიგვერდ გამოჩენა ნამდვილად მომგებიანი სვლა იყო. არია აცნობიერებს, რომ მოსისხლე მტერს ემსახურება, რომელიც პერსონაჟის განვითარების გზაზე, როცა ის თავშეკავებას სწავლობს, მნიშვნელოვანი მომენტია. დღევანდელი გადმოსახედიდან მაყურებელს უკვირს კიდეც, როგორც არ მოკლა სტარკის ასულმა კაცი, რომლის შვილიშვილის ხუშტურზე მამამისს თავი წააცალეს, მაგრამ მაშინ არიას ბრაავოსზე ჯერ არც კი სმენოდა.

10. თეთრი მავალები

სერიალშიც და წიგნშიც თეთრი მავალები ვესტეროსის ყველაზე სახიფათო მტრებია, მაგრამ მარტინის ტექსტში ისინი გაცილებით იშვიათად ჩნდებიან. სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური მომენტია მეხუთე სეზონის “Hardhome”, რომელშიც თეთრი მავალები კედლის დამცველებს უტევენ და საკუთარ შიშისმომგვრელ ძალაუფლებას უჩვენებენ ჩრდილოელებს. ასეთი რამ მარტინის წიგნებში ჯერჯერობით არ მომხდარა, ავტორი ჯერჯერობით ვესტეროსისა და მისი შემოგარენის პოლიტიკური თამაშებითაა მოცული. შოუს მესვეურებმა კი მაყურებელს მისტიკური და შიშისმომგვრელი თეთრი არმიის ხილვის სიამოვნება მიანიჭა და ამით შოუმაც მოიგო.

GOTHardhomeHBOარია სტარკიბრიენიგანსხვავებებიდენერისივესტეროსივინტერფელითეთრი მავალებითეონ გრეიჯოილიტერატურამარჯერი ტაირელიმსგავსებებიპერსონაჟებირობ სტარკისაგასამეფო კარის თამაშებისანსა სტარკისერიალისერიალი და წიგნისტარკებიტაივინიტირიონიქოფაკიყინულისა და ცეცხლის სიმღერაწიგნებიჯ. რ. რ. მარტინიჯონ სნოუჯორჯ მარტინი
Previous Post

ნიკოლ კიდმანი ახალ მისტიკურ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

Next Post

"Loro": პირველი კადრები პაოლო სორენტინოს ახალი ფილმიდან

Next Post
“Loro”: პირველი კადრები პაოლო სორენტინოს ახალი ფილმიდან

"Loro": პირველი კადრები პაოლო სორენტინოს ახალი ფილმიდან

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020