და აი, დამთავრდა ჩვენი გუშაგობა – დასრულდა რვაწლიანი ხანა, რომელიც ალბათ სატელევიზიო ისტორიაში “სამეფო კარის თამაშების ეპოქად” დარჩება. მე-8 სეზონის ფინალურ ეპიზოდს მაყურებლის რეკორდულმა რაოდენობამ ადევნა თვალი, თუმცა ამასთანავე უკანასკნელი სეზონი სერიალის ისტორიაში ყველაზე იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა და რეიტინგით ყველაზე დაბალია.
ამის მიზეზებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და აღარც ღირს. მოდი, ტრადიციულად, გავიხსენოთ დეტალები, რომლებიც შეიძლება უკანასკნელი, მე-8 სეზონის ფინალურ, მე-6 ეპიზოდში გამოგრჩათ.
ფრთხილად, პოსტი შეიცავს უამრავ სპოილერს!!!
1. ინტროში კვლავ ცვლილებაა: რკინის ტახტის ზემოთ, ვიტრაჟზე გამოსახული ლანისტერების ლომი აღარ ჩანს
ის დენერის ტარგარიენის შეტევის შემდეგ დაიმსხვრა ტახტის დარბაზის ჭერთან ერთად.
2. კვლავ გამოჩნდა იმ დამწვარი გოგონას კადრი, რომლის გადარჩენასაც არია ცდილობდა
3. ამ კადრის ვერშემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო – დენის ზურგში მყოფი დროგონი ფრთებს ისე შლის, თითქოს დრაკონის ეს ფრთები დენერის ტარგარიენს ეკუთვნის
აშკარა მინიშნება იმაზე, რომ დენერისი ჭეშმარიტ დრაკონად იქცა.
ამას გარდა, დენერისის მიმართვა თავისი არმიების მიმართ ვიზუალურადაც და სულისკვეთებითაც ჩამოჰგავდა საურონის მიმართვას ბეჭდების მბრძანებლიდან. რაც დამატებითი მინიშნება იყო იმაზე, რომ დენი კლასიკურ ვილანად იქცა.
4. დენერისის ვარცხნილობის ცვლილება დროთა განმავლობაში – ნაწნავები მის გამარჯვებებს გამოსახავს. ბოლო ეპიზოდებში დენის უამრავი, ერთმანეთში გადახლართული ნაწნავი აქვს რაც მისი აბსოლუტური ძლევამოსილების სიმბოლოა.
5. დოთრაკების მიმართ წარმოთქმული სიტყვა მე-6 სეზონის მიმართვის პერიფრაზი იყო, რომელიც, თავის მხრივ დროგოს მიერ პირველ სეზონში წარმოთქმულ პირობას იმეორებდა
6. ტირიონთან საუბრისას ჯონი მაისტერ ეიმონის სიტყვებს იხსენებს “სიყვარული მოვალეობის მკვლელია”
ეს სიტყვები ეიმონმა მე-4 სეზონის მე-9 ეპიზოდში წარმოთქვა – სწორედ იმ სერიაში, რომელშიც ჯონმა თავისი პირველი სიყვარული, იგრიტი დაკარგა.
7. დენერისის ხილვა უკვდავთა სახლში ზუსტად აცხადდა
8. დენერისი ისევე მოკლა ჯონმა, როგორ ჯეიმიმ მამამისი – შეშლილი მეფე ეირისი. განსხვავება ის იყო, რომ ჯონმა მას დანა მუცელში გაუყარა, მეფისმკვლელმა კი მეფეს ზურგში ჩასცა მახვილი
“მითხარით, შეშლილი მეფისთვის ზურგის მაგივრად მუცელში რომ ჩამერტყა მახვილი, უფრო მეტ პატივს მცემდით?”
9. ჯონს დენერისის უსიცოცხლო სხეული ისევე უნუგეშოდ ეჭირა ხელებში, როგორც მოკლული იგრიტი
10. რკინის ტახტი ბალერიონის ცეცხლით გამოიჭედა – ვესტეროსის დამპყრობელი პირველი დრაკონით. და იგივე ტახტი გაანადგურა დროგონმა – ალბათ უკანასკნელმა დრაკონმა
ამას გარდა, ეს კიდევ ერთი ალუზია იყო ბეჭდების მბრძანებელზე: ტახტი, ისევე როგორც ტოლკინის ტრილოგიაში ბეჭედი – როგორც აბსოლუტური ძალაუფლების სიმბოლო – ცეცხლით განადგურდა.
11. სამეფოს ბედის გადაწყვეტის მიზნით დიდებულების კრება, როგორც მე-7 სეზონში, დრაკონის ხაროში გაიმართა
როგორც აქ ყოფნისას დენიმ აღნიშნა, ეს ადგილი მისი დინასტიის დასასრულის დასაწყისად იქცა – და ახლაც, ვესტეროსის დიდებულები სწორედ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ განადგურებული ტარგარიენების ნაცვლად არჩიათ ვინმე.
12. დრაკონის ხაროში სერიალის კარგად ნაცნობი და ახალი პერსონაჟები ვიხილეთ: დორნის ახალი პრინცი, ედმურ ტალი და გაზრდილი რობინ ერინი
რობინ ერინის შესახედაობაზე მაყურებელი ერთსულოვანი იყო: მას “ნევილლონგბოტომიზაცია” (თუ როგორ იქცევა “მახინჯი ჭუკი” ნამდვილ პრინცად) დაემართა.
13. რუხმა მატლმა სერიალის ბოლოს ნაათის კუნძულებისკენ აიღო გეზი – იქ, სადაც მას და მისანდეის უნდოდათ გამგზავრება
14. არია ვესტეროსის დასავლეთით გამგზავრებას ჯერ კიდევ მე-6 სეზონში ფიქრობდა, როცა ბრაავოსელ მსახიობ ქალთან საუბრისას აღნიშნა, რომ “სამყაროს დასალიერის” ნახვა სურდა.
სტარკების განშორება და ცალ-ცალკე, თავ-თავიანთ გზებზე წასვლა ასევე ალუზია იყო ბეჭდების მბრძანებელზე, სადაც ჰობიტებიც ასევე შორდებიან ერთმანეთს.
15. სერ ბრიენი სერიის მიწურულს რაინდების ისტორიებში ჯეიმის ამბავს წერს – მის მიერ ჩადენილ საგმირო საქმეებს
ჯეიმის ოცნება იყო, რაინდების წიგნში მისი უკეთესი საქმეები ჩაწერილიყო და ისტორიაში მხოლოდ მეფისმკვლელად არ დარჩენილიყო.
16. სამეფო გვარდიის, თეთრმოსასხამიანების აბჯარზე ახალი გერბია – ფრთებგაშლილი სამთვალა ყორანი, რომელიც, რასაკვირველია, ახალ მეფეს, ბრანს განასახიერებს
17. ეს თეორია ნამდვილად ახდა! სემუელ ტარლი მაისტერი გახდა და კოლეგებთან ერთად “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა დაწერა”
18. ახალი მეფის მცველი რაინდი მხოლოდ სერ ბრიენი როდია – რაინდად პოდრიკიც აკურთხეს
დიდება სერ პოდრიკს!!!
19. ჯონმა ბოლოს და ბოლოს თავისი “ყვავის” მოსასხამი დაიბრუნა
20. და, რასაკვირველია, ლანდიც!
21. არია გემზე, ახალი თავგადასავლებისკენ – ეს მე-4 სეზონიდან ალუზიაა
22. სანსას ჩრდილოეთის დედოფლად დასახელება კი მისი ძმების მეფედ არჩევის სცენებს მოგვაგონებს
მან ბოლოს და ბოლოს ოცნება აისრულა!
23. სანსას სადედოფლო სამოსსა და გვირგვინზე სტარკების სიმბოლიკა დიდებულად არის ასახული
მისი თავისუფლად გაშვებული თმა კი იმის სიმბოლოა, რომ სანსა არავის გავლენის ქვეშ არაა – ის დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი მმართველია.
დამოუკიდებელი ჩრდილოეთის დედოფალმა სამოსსა და აქსესუარებში სიმბოლურად თავისი ოჯახის წევრები გააერთიანა: გულის ხის ნაქარგი ბრანს განასახიერებს; ცალ მხარზე გადადებული მოსასხამი – არიას; მოსასასხამის შავი ფერი – ჯონს; კაბის “ნაჭრევებიანი” სახელოები – დედამისს, კეტლინს (ნაჭერი “თევზის ქერცლის” შთაბეჭდილებას ტოვებს, თევზი კი დედამისის გვარის – ტალის სიმბოლოა); გვირგვინი – რობს; ნემსისებური აქსესუარი კაბაზე – თვითონ სანსას; შავი ბეწვი – რიკონს; თავად კაბის ფერი და ტახტი კი მამამისის, ნედ სტარკის, ისევე როგორც მთლიანად სტარკების ძლევამოსილების სიმბოლოა!