სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

5 გაკვეთილი, რომელიც “ბეჭდების მბრძანებელმა” გვასწავლა

Cinemania ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
რუბრიკა კლუბი, რინგერები
1509
5 გაკვეთილი, რომელიც “ბეჭდების მბრძანებელმა” გვასწავლა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბეჭდების მბრძანებელი უბრალო ტრილოგია არ არის – ეს არის გენიალური ავტორის მიერ შექმნილი სამყარო, რომელმაც წიგნებისა და ფილმების საშუალებით მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო.

რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, რომ ასეთ ნაწარმოებში საინტერესო სიუჟეტთან ერთად უდიდესი სიბრძნეც დევს. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი იმ გაკვეთილებს, რაც ტოლკინმა და ბეჭდების მბრძანებელმა გვასწავლა:

1. გამოიჩინე სიმამაცე

როგორ ფიქრობთ, ვინ არის “ბეჭდების მბრძანებლის” გმირი? – იქნებ, ფროდო, რომელმაც ბეჭდის განადგურება საკუთარ თავზე აიღო… ან გენდალფზე რას იტყვით? მისი სიბრძნისა და წინდახედულობის გარეშე ხომ შუახმელეთი ნამდვილად განადგურდებოდა. დარწმუნებულები ვართ, ზოგიერთ თქვენგანს ეოვინიც აუცილებლად გაგახსენდებათ, რადგან სწორედ მან შეძლო გრძნეული მეფის დამარცხება.

დიახ, ბეჭდების მბრძანებელში არაერთი პერსონაჟია, რომელსაც გმირს თამამად ვუწოდებთ – თითოეულ მათგანს კი ერთი რამ, სიმამაცე აერთიანებს!

ტოლკინი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როდესაც ნაცისტური გერმანია მთელ მსოფლიოზე აპირებდა გაბატონებას. ალბათ, ამ პერიოდში ის არაერთხელ გახდა ჩვეულებრივი ადამიანებისაგან გმირული საქციელის მომსწრე და სწორედ ამიტომ დაწერა შემდეგი სიტყვები: “ყველაზე პატარა ადამიანსაც კი შეუძლია შეცვალოს მომავალი!”

2. ძმობა ოქროზე ძვირფასია

რა თქმა უნდა, ბეჭდების მბრძანებელზე საუბრისას ჰობიტს გვერდს ვერ ავუვლით… გავიხსენოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი, როდესაც ბილბო და თორინი ერთმანეთს უკანასკნელად ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თორინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაკარგულ საგანძურს დაეძებდა, ბოლოს მან გააცნობიერა, თუ რა ძვირად დაუჯდა საკუთარი სიხარბე და უარი თქვა განძის ნაწილზეც კი…

სწორედ ამ მომენტში ის ბილბოს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩვენ ყველანი უფრო ბედნიერ სამყაროში ვიცხოვრებდით, ოქროზე მეტად საჭმელი, სიმღერა და მხიარულება რომ დაგვეფასებინა!”

მართლაც, დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველა ფულსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრობს. ამ დროს კი ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ოჯახური შეკრებები, მეგობრებთან ერთად გართობა, საყვარელი ადამიანები და ყოველივე ის, რაც უბრალოდ შეუფასებელია!

3. მთავარი ძალა შეწყალებაშია

გავიხსენოთ ბრძენი გენდალფის სიტყვები: “მრავალი ცოცხალი იმსახურებს სიკვდილს. ზოგიერთი მკვდარიც იმსახურებს სიცოცხლეს . შეგვიძლია მათ ის მივცეთ? მაშინ სასიკვდილო განაჩენს ცხელ გულზე ნუ გამოიტან. ყველაზე ბრძენსაც კი არ შეუძლია საბოლოო დასასრულის ხილვა”.

მართლაც, საოცარია იმის გაანალიზება, რომ ბილბოს მიერ გოლუმის შეწყალებამ ტოლკინის პირველ, პატარა ნოველაში უდიდესი გავლენა იქონია ეპიკურ ტრილოგიაზე – ეს გაკვეთილი კი შესანიშნავად ერგება ჩვენს ცხოვრებას. ზოგჯერ, შესაძლოა, მათ ვერ ვხედავდეთ, თუმცა ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქცევებს აუცილებლად მოჰყვება შედეგები და მოწყალება, რომელიც სხვების მიმართ გამოვიჩინეთ წინ სასიკეთოდ დაგვხვდება!

4. ზოგჯერ საჭიროა თავგანწირვა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოლკინი ძალიან რთულ ეპოქაში ცხოვრობდა. ის ორ მსოფლიო ომს მოესწრო და, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცოდა, რომ გამარჯვებას ყოველთვის აქვს საკუთარი ფასი… თავგანწირვას მის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ფროდოა!

მან უარი თქვა თავის მშვიდ, უსაფრთხო ცხოვრებაზე და სახლიდან გადაიხვეწა, რათა ბეჭედი გაენადგურებინა. მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებით აღსავსე გზა ფროდომ უვნებლად გაიარა, ის საკუთარ მიწას ვეღარ უბრუნდება. მან ყველაფერი გაიღო სამყაროს გადასარჩენად, თუმცა იქ მისი ადგილი აღარ არის…

ზოგჯერ ცხოვრებაშიც ასე ხდება – ჩვენ გვიწევს მსხვერპლზე წასვლა იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ჩვენი საყვარელი ადამიანები და მომავალი თაობები უკეთეს მსოფლიოში იცხოვრებენ.

5. ყოველთვის არსებობს იმედი

ტოლკინის შემოქმედებაში ძალიან ბევრი მძიმე მომენტი გვხვდება – ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იტანჯებიან კარგი პერსონაჟები, ზოგიერთი მათგანი ბოროტების გზაზეც კი გადადის, თუმცა მათთვისაც კი ყოველთვის არსებობს იმედი და მიტევების შესაძლებლობა… გავიხსენოთ ბორომირი, რომელიც თავის თანამებრძოლებს ღალატობს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ახერხებს საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას.

ბეჭდების მბრძანებელიჯ. რ. რ. ტოლკინიჰობიტი
Previous Post

ემილია კლარკი "სამეფო კარის თამაშებს" და საკუთარ პერსონაჟს ემოციური პოსტით ემშვიდობება

Next Post

ალენ დელონს კანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

Next Post
ალენ დელონს კანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

ალენ დელონს კანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020