რატომ გვიყვარს “ჰარი პოტერი”? მან დაგვაჯერა, რომ სადღაც აქვე, ჩვენ გვერდით, საოცარი ჯადოსნობები ხდება, რომ მაგიური ძალების მქონე არაჩვეულებრივ ადამიანებსაც აქვთ სისუსტე, მათაც ჩვენსავით უხარიათ და სტკივათ… და, რასაკვირველია, ამ სამყარომ გაგვაცნო და ოჯახის წევრებივით შეგვაყვარა შესანიშნავი, გასაოცარი პერსონაჟები, რომელთა გარეშე ჩვენი, პოტერომანების ცხოვრება წარმოუდგენელია.
დღეს ამ უამრავ გამორჩეულ პერსონაჟს შორის საუკეთესოებზე: ფრედსა და ჯორჯზე ვისაუბრებთ. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ისინი არიან პოტერიადას ჭეშმარიტი ვარსკვლავები, ოინების ოსტატები, ფეიერვერკი კვადრატში!..
ეჭვი გეპარებათ? გაეცანით 25 მიზეზს, თუ რატომ ვფიქრობთ ასე.
1. ფრედი და ჯორჯი ჰოგვორტსის ყველა საიდუმლო გასასვლელისა და გვირაბის მცოდნეები არიან
2. თუ ისინი ვინმეს ჭეშმარიტი მოწაფეები არიან, ეს პოლტერგეისტი პივსია – ოინების მოწყობის დიდოსტატი
გახსოვთ ფრედისა და ჯორჯის გაქცევა ჰოგვორტსიდან ჰარი პოტერსა და ფენიქსის ორდენში? “ჩვენი სახელით ჯოჯოხეთი მოუწყვე მათ, პივს!” – ეს “ანდერძი” დაუტოვეს ოინების მოყვარულ მოჩვენებას ტყუპმა უისლებმა სკოლის დატოვებისას. ამბრიჯის რეჟიმით გაბეზრებულმა სტუდენტებმა კი ისინი ტაშის გრიალით გააცილეს.
3. ჰოგვორტსის მკაცრი პროფესორებიც კი აღფრთოვანებულნი იყვნენ ტყუპების შთამბეჭდავი გაქცევით
4. ისინი სინქრონულად საუბრობენ და მოქმედებენ
5. სინქრონულად ფიქრობენ
6. ჰარის სწავლის პირველ წელს მათ პროფესორ ქვირელს ჩალმაში თოვლის გუნდები დაუშინეს
ანუ ისინი თვით ვოლდემორს დაესხნენ თავს!
7. სამი ჯადოქრის ტურნირზე მოხვედრა ყველაზე ორიგინალური არალეგალური გზით სცადეს
მათ დასაბერებელი ელექსირი დალიეს და ორივეს თეთრი თმა-წვერი გამოესხა. მართალია, ასაკის ამომცნობი ჯადო ვერ გააცურეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო.
8. ისინი დედასაც კი ეხუმრებოდნენ და აბნევდნენ
ვის არ ახსოვს ფრედის და ჯორჯის პირველი გამოჩენა – ისინი იმდენს ბედავდნენ, რომ დედას უმტკიცებდნენ, ერთმანეთში გერევითო.
9. როცა სხვებთან ერთად ჰარი პოტერის გარეგნობა მიიღეს, ფრედმა და ჯორჯმა “აღმოაჩინეს”, რომ ერთნაირად გამოიყურებოდნენ
10. მათ ამქვეყნად ყველაზე ზუსტ დღეს აქვთ დაბადების დღე!
დიახ, პირველ აპრილს!
11. მათ ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი შეუძლიათ ხუმრობა და სიცილი
“ფრედი: თავს როგორ გრძნობ, ჯორჯი?
ჯორჯი: წმინდანივით.”
12. ისინი ცეკვის ფარულ ნიჭს ფლობენ
13. მათი წითური დალალები და თვალის მაცდური ჩაკვრა უბრალოდ შეუდარებელია
14. მათ გვასწავლეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია – მთავარია, ამისთვის ნერვები გეყოს
ხომ გახსოვთ, რა მონდომებით ცდიდნენ ისინი საკუთარ გამოგონებებს სტუდენტებზე, საკუთარ თავზე თუ სხვებზე? რამდენი ექსპერიმენტი ატარეს მათ, სანამ თავიანთ საფირმო ტკბილეულს გამოიგონებდნენ? ისინი მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითები არიან და გვასწავლიან, რომ საყვარელ საქმეს თუ გულმოდგინედ ემსახურე, ყველაფერს მიაღწევ.
15. როგორც მრავალმა გამოჩენილმა მენეჯერმა, მათაც დროზე ადრე მიატოვეს სწავლა და საკუთარ ბიზნესს მიჰყვეს ხელი
16. ჰოგვორტსში მიღებული არცთუ კარგი ქულების მიუხედავად, მათ მალევე მოახერხეს მრუდე ქუჩაზე ყველაზე პოპულარული, წარმატებული და მომგებიანი, “უისლის ოინების მაღაზიის” გახსნა.
17. და ყველა კლიენტს თანასწორად ექცეოდნენ – სწორედ ისე, როგორც ნამდვილ ბიზნესმენებს შეჰფერით
18. ისინი ჩვენი ჯრედი და ფორჯი არიან!
ასე თავად დაირქვეს და ჩვენც მოგვწონს…
19. ყველაზე სახიფათო მომენტებშიც კი ახერებენ იხუმრონ და ყველა გააცინონ
20. ისინი ყოველთვის ბავშვურები და ამიტომ, ძალიან, ძალიან საყვარლები არიან
21. ფრედი და ჯორჯი – ისინი განასახიერებენ ყველაფერს, რაც ძმობასთან ასოცირდება
22. ისინი ყველაზე რთულ წამებშიც ერთმანეთის გვერდით არიან
23. და ბოროტების წინაშე არასდროს ნებდებიან
ვის გახსოვთ მე-7 წიგნიდან ტყუპებისა და მათი თანამოაზრეების მიერ დაარსებული პირატული რადიო, რომელშიც ვოლდემორის რეჟიმს აქილიკებდნენ და თან თანამოაზრე ჯადოქრებს ინფორმაციას გადასცემდნენ? ეს მათი ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდი იყო. ისინი ბოროტებასთან ხელჩართულ დაპირისპირებასაც არ ეროდებოდნენ. ჰარის გაცილებისას ჯორჯმა ყური დაკარგა, ფრედი კი ჰოგვორტსის ბრძოლას შეეწირა.
24. ისინი ყოველთვის ცოცხლები და ერთად იქნებიან
ჰო… რამდენჯერაც უნდა წავიკითხოთ წიგნები და ვნახოთ ფილმები, ტყუპი უისლები მუდამ ერთად იქნებიან.
25. ოინი გამოგივიდათ, ფრედ და ჯორჯ!
და ბოლოს:
ყველანი ვტირით :'(
“ჯორჯ უისლისთვის ყველა სარკე სილივრუს სარკეა…”