ყველა პოტერომანს კარგად მოეხსენება, რომ ჰარი პოტერთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში ფეხის შედგმისთანავე ჩვენ წინაშე საოცრებების მთელი კასკადი გადაიშალა. ერთ-ერთი ასეთი არის პოტერული საჭმელ-სასმელი, სასუსნავები, ტკბილეული და ნუგბარი, რომელთა გასინჯვისთვის გალეონების მთელ სკივრს დავთმობდით! გოგრის ღვეზელი, ქვაბურა ნამცხვრები, შაქრის ფრთები, შუშხუნა-ზუზუნა კანფეტები… ამ გემრიელობების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ეკრანიზაციებმა, სხვა დანარჩენ ჯადოსნობებთან ერთად ჯადოქრების საჭმელებიც გაგვიცოცხლა და კიდევ უფრო მოგვანდომა მათ გასინჯვა. მართალია, არსებობს რამდენიმე ჯადოსნური ტკბილეული, რომელთა ყიდვაც მაგლთა სამყაროშიც არის შესაძლებელი, მაგრამ ჯადოქრულ სამყაროში ყველაფერი უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება.
წარმოგიდგენთ 20 უგემრიელეს, გასაოცარ, ჯადოსნურ ნუგბარს, რომელთა დანახვაზეც შეუძლებელია მადა არ გაგვეღვიძოს. მაშ ასე, აკციო ნუგბარი!
1. უპირველეს ყოვლისა, ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტები! სწორედ ისინი, რომლებიც მართლა ყველანაირი გემოსი შეიძლება შეგვხვდეს და რომლებშიც დამბლდორს არასდროს უმართლებდა
2. მადისაღმძვრელი ჟელეს ჭიაყელები
3. ჰაგრიდის მოტანილი დაბადების დღის ტორტი
4. მისის დერსლის სანაქებო პუდინგი, რომელიც დობის შელოცვით მათი სტუმარი ქალბატონის თავზე დაეცა
5. ვინ გაამტყუნებს რონს, რომელიც ერთბაშად ორ ბარკალს შეექცევა მადიანად!
6. ერთი კარგად შეხედეთ ამ ჰელოუინის სუფრას ჰოგვორტსის მთავარ დარბაზში! ეს სუფრა მაგიური ხელოვნების შედევრია
7. ან ამ მადისაღმძვრელ და საოცრად სიმეტრიულ საუზმეზე რას იტყვით?
8. ფუმფულა ქაფქეიქები, რომლებიც კრაბმა და გოილმა გადასანსლეს… ჩვენც ასე მოვიქცეოდით
9. ყველასთვის საოცნებო ბურბურახი, რომლის ცდუნებასაც ჭკუადამჯდარი ჰერმიონიც კი ვერ უძლებს
10. შოკოლადის ბაყაყი, რომელსაც გამოჩენილი ჯადოქრების ბარათებიც მოჰყვება
11. რონი თავს ძლივს იკავებს, რომ ყველა ეს ტარტი არ გადასანსლოს… რა კარგად გვესმის მისი…
12. დააფასეთ ჰოგვორტსის შინაური ელფების კულინარიული ოსტატობა
13. სხვა რომ არაფერი, სლაგჰორნის წვეულებას მხოლოდ ამ დესერტის ხათრით დავესწრებოდით
14. გახსოვთ, რომელი ტკბილეული უყვარს ალბუს დამბლდორს?
დიახ – ლიმონის კარამელი.
15. ბოდიში, ნევილ, მაგრამ მაგ ლოლიპოპს სიამოვნებით მოგპარავდით
16. პოტერის სამყაროში ჩვეულებრივი მაგლური ბურბუშელაც კი მადისაღმძვრელად გამოიყურება
17. უბრალოდ შეხედეთ ამ ნეკნებს და კიდევ ერთხელ აღიარეთ ჰოგვორტსის სამზარეულოში მომუშავე შინაური ელფების ოსტატობა
18. ამასობაში მისის უისლის საფირმო დამარილებული ხორცის სენდვიჩი ხომ არ დაგავიწყდათ?
19. ან ჰაგრიდის ქვასავით მაგარი ნამცხვრები, რომლებზეც ჰერმიონი, რონი და ჰარი ლამის კბილებს იმტვრევდნენ?
20. უგემრიელესი გოგრის ღვეზელი (რომელიც განსაკუთრებით გემრიელი ჰოგვორტსის ექსპრესშია)
და ბოლოს: ლუპინის შოკოლადი, რომლის წყალობითაც დემენტორებიც კი ვერაფერს დაგაკლებენ!
თქვენ რას დაამატებდით? ^^