1977 წლიდან ანუ ვარსკვლავური ომების IV ეპიზოდის (ახალი იმედი) პრემიერიდან 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს კოსმოსური საგა არათუ დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას, არამედ ყოველდღიურად ახალი თაობის მილიონობით ახალ ფანს იძენს. ფინანსურადაც და ფანების არმიითაც, ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.
სანამ სტარვორსის მსოფლიო არმია წლის ბოლოს მესამე ტრილოგიის ფინალურ ფილმს ელის, მოდი გავიხსენოთ ან აღმოვაჩინოთ რამდენიმე, მართლაც საინტერესო ფაქტი ამ მასშტაბური, დიდებული სამყაროდან.
1. იოდას როლი თავდაპირველად ნიღბიან და ხელჯოხიან პატარა საყვარელ მაიმუნს უნდა შეესრულებინა.
2. ორიგინალურ ტრილოგიაში არასდროს ახსენებენ ჩუბაკას სახეობას “ვუკს”. თუმცა დასასრულის ტიტრებში სახეობა მოხსენიებულია.
3. ფრაზა: “ცუდი წინათგრძნობა მაქვს” ვარსკვლავური ომების ყველა ფილმში ისმის.
4. ჯედაის დაბრუნებას სულ სხვაგვარი დასასრული უნდა ჰქონოდა. ჯორჯ ლუკასი იმ აზრზე იდგა, რომ მას მერე, რაც ლიუკი დართ ვეიდერს ჩაფხუტს მოხსნიდა, თავად დაიხურავდა და განაცხადებდა: “ახლა მე ვარ ვეიდერი”.
5. კლონების შეტევაში ჯორჯ ლუკასის ქალიშვილის მოთხოვნით ‘N Sync-ის წევრების კამეო შეიძლებოდა გვეხილა. ბოიბენდის წევრები ფილმში გადაიღეს, თუმცა საბოლოო მონტაჟისას ამოჭრეს. Bye, bye, bye, ჯასტინ ტიმბერლეიკ!
6. იოდას სახეობას სახელი არ აქვს.
7. I ეპიზოდში (ფარული საფრთხე) იოდას სამი თითი აქვს. თუმცა იმპერიის საპასუხო დარტყმასა და შემდეგ ფილმებში – უკვე ოთხი.
8. ორიგინალურ ტრილოგიაში ვერ ნახავთ მდედრობითი სქესის პილოტებს. თავდაპირველ სცენარში, ისევე როგორც ვრცელ ვერსიაში, ქალი პილოტები იყვნენ, თუმცა საბოლოო ვარიანტიდან ისინი ამოიღეს.
ახალ ტრილოგიაში კი, როგორც იქნა გამოჩნდა პილოტი ქალი – როუზი.
9. ორიგინალურ ტრილოგიაში დართ ვეიდერის როლის შემსრულებელ დევიდ პროუსს ვარსკვლავური ომების ოფიციალურ შეკრებებზე დასწრება ეკრძალებოდა, რადგან ჯორჯ ლუკასი მას გამაღიზიანებელ ადამიანად მიიჩნევდა.
10. ჩუბაკას ხმა დათვების, ლომვეშაპების, ლომების, მაჩვებისა და სხვა მომაკვდავი ცხოველების ღრიალის მიქსია.
11. წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე პატარა კუნძულ ნიუეზე ადგილობრივი ფულის ეკვივალენტი საკოლექციო მონეტები გამოუშვეს ვარსკვლავური ომების დიზაინით.
12. C3PO და R2D2 – სწორედ ისინი არიან პერსონაჟები, რომლებიც ყველა ტრილოგიაში ჩნდებიან
13. იმპერიის საპასუხო დარტყმაში ცნობილი ასტეროიდების სცენაში ერთ-ერთი მომაკვდინებელი ასტეროიდის “როლს”… კარტოფილი ასრულებს.
14. ჯორჯ ლუკასი იყო პირველი რეჟისორი, რომელსაც თავისი პერსონაჟების ფიგურებისა და სხვა კომერციული ნაწარმის შექმნისა და რეალიზაციის უფლებების შემუშავება სთხოვეს… ასე შეიქმნა სათამაშოების, მაისურებისა და სხვა კინორელიკვიების უდიდესი იმპერია.
15. ოსტატი მეის ვინდუ ერთადერთი ჯედაია, რომელსაც უნიკალური ფერის – იისფერი ლაითსეიბერი აქვს.
16. ჯაბა ჰატი თავდაპირველად ბეწვიანი არსება უნდა ყოფილიყო.
17. ვეჯის როლის შემსრულებელი დენის ლოუსონი სინამდვილეში ობი-ვანის როლის შემსრულებლის, იუან მაკგრეგორის ბიძაა.
18. იოდას ინსპირაცია… ალბერტ აინშტაინი იყო.
19. I ეპიზოდში სენატის წევრებს შორის E.T.-ის მსგავსი არსებებს ვხედავთ, რაც ჯორჯ ლუკასის მიერ სტივენ სპილბერგის მიმართ პატივსაცემი ჟესტია. სხვათა შორის, ერთ-ერთ სენატორს, გრებლიპსი ჰქვია – ანუ “სპილბერგი” უკუღმა.
20. TIE Fighter-ის ძრავის ხმა სინამდვილეში სპილოს ხმიანობისა და სველ ქვაფენილზე მოძრავი მანქანის ხმის ნაზავია.
ბონუსი:
ჯორჯ ლუკასს სტივენ სპილბერგთან დადებული “გარიგება” 40 მილიონ დოლარად დაუჯდა. ისინი შემდეგზე შეთანხმდნენ: “მე ვარსკვლავური ომების 2,5%-ს დაგითმობ, თუ შენ მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების 2,5%-ს მომცემ”.