შურისმაძიებლების ახალი ისტორია გამოსვლიდან ერთი თვის თავზე გაქირავების რეკორდსმენი, კინორეიტინგების ლიდერი და მაყურებლების რჩეულია. შეიძლება ბევრმა ვერ შეამჩნია, რომ ფილმის სიუჟეტში მრავალი ალუზია იყო მარველის სხვა ფილმებიდან. ფანებმა სწორედ ასეთი დეტალები შეკრიბეს და განიხილეს. ქვემოთ სწორედ ამ საინტერესო ფაქტებს წარმოგიდგენთ.
1. ხელის გაჯეტის თამაშს, რომელსაც გრუტი თამაშობს, Defender ეწოდება – ეს 80-იანი წლების არკადული თამაშია, რომელშიც მოთამაშეს შემოჭრილი უცხოპლანეტელების ნაკადის დამარცხება ევალება.
და სავარაუდოდ ის გრუტს პიტერმა მისცა!
2. კოლექციონერის მუზეუმში ლურჯი ტობიას ფუნკე ჩანს.
ძმები რუსოები, რომელთაც შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი გადაიღეს, სერიალის – განვითარების შეფერხება – რეჟისორებიც არიან.
3. ნიუსებში გამოჩენილი ტონი სტარკის გამოსახულება სინამდვილეში რობერტ დაუნი ჯუნიორის ფოტოა, რომელიც ფილმის – ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება – პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზეა გადაღებული.
4. ჰეიმდალის სიტყვები – “ყოვლის მამავ, მიეცი ნება შავ მაგიას, უკანასკნელად მომევლინოს” – ლოკის პერიფრაზია შურისმაძიებლების პირველი ფილმიდან.
5. როკეტს, როგორც ჩანს, კიდურებზე გართულება აქვს. გალაქტიკის მცველებში ის ერთი ტიპის პროთეზს შენატრის, უსასრულობის ომში კი ბაკის ახალი მკლავის (რომელიც შურიმ გაუკეთა) ფასს კითხულობს.
6. კიდურების გარდა, როკეტს სხეულის სხვა ნაწილიც აინტერესებს. გალაქტიკის მცველებშიც და უსასრულობის ომშიც ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვალებს.
7. მაისურს, რომელიც სკოლის ავტობუსზე ჩამოკიდებულ პიტერ პარკერს აცვია, შემდეგი რამ აწერია: “სალათი – სევდის გემო”.
მისი შეძენა სულ რაღაც 20$-ად შეგიძლიათ აქ!
8. მოძველებული გასაშლელი მობილური, რომელიც ტონი სტარკს უჭირავს, მას სტივ როჯერსმა დაუტოვა სამოქალაქო ომში, იქნებ ოდესმე დაგჭირდესო.
9. ტიტრების შემდგომ სცენაში ნიკ ფიური Infiniti QX50-ის მარკის ავტომობილს მართავს.
Infinity ხომ უსასრულობას ნიშნავს!
10. რედ სკალს როს მარკვანდი თამაშობს – აარონი მოსიარულე მკვდრებიდან.
ეს იმ შემთხვევაში, თუ ის კვლავ უგო უივინგი გეგონათ (რომელმაც ითამაშა რედ სკალი ფილმში კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი).
11. პროქსიმა მიდნაითს კი ჩვენი საყვარელი კერი კუნი (მიტოვებულები) თამაშობს.
12. ფილმის დასაწყისში ლოკი ამბობს: “ჩვენ ჰალკი გვყავს” – ამ ფრაზას ტონი ამბობს 2012 წლის შურისმაძიებლებში.
13. და როცა ბრიუს ბანერი ჰალკად გადაქცევას ვერ ახერხებს, იგი ამბობს: “ამას ჩემით ვიზამ” – ისევე როგორც თანოსი ფილმში – შურისმაძიებლები: ალტრონის ერა.
14. ჰალკის “ჩავარდნა” დოქტორ სტრეინჯის ბინაში, რათა ის და ვონგი თანოსის მოსვლაზე გააფრთხილოს, კომიქსის – Infinity Gauntlet – ერთ-ერთ სცენაზეა ალუზია.
15. თითების გატკაცუნება, რითაც თანოსი სამყაროს ნახევარს ანადგურებს, ასევე Infinity Gauntlet-ის კომიქსიდანაა.
16. დოქტორ სტრეინჯის ნაიარევები კარგად ჩანს იმ მომენტში, როცა ის თანოსს დროის ქვას გადასცემს.
17. პიტერ პარკერიც (რომელსაც ობობას წინათგრძნობა აქვს) და მანტისიც (რომელსაც ემპათიის უნარი გააჩნია) “დაქუცმაცებას” წინასწარ ხვდებიან. პიტერი ცნობილ სიტყვებს წარმოთქვამს: “მისტერ სტარკ, თავს ცუდად ვგრძნობ”, ხოლო მანტისი ამბობს: “რაღაც ცუდი ხდება”.
წყარო: www.buzzfeed.com