სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება შურისმაძიებლებიდან? (ნაწილი 2)

Cinemania ავტორი Cinemania
20 მაისი, 2019
რუბრიკა კვირის ისტორია, კინოგურმანი, კლუბი, კომიქსები
0
ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება შურისმაძიებლებიდან? (ნაწილი 2)
44
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

უსასრულობის ომის ბოლოს ვნახეთ, რომ გმირების ნაწილი ფერფლად იქცა. ეს ფინალი Marvel-ის კინოსამყაროში ყველაზე შოკისმომგვრელი იყო. ფილმი ერთი ხელის მოსმით დასრულდა და არავინ იცის, შურისმაძიებლებიდან ვინ გადარჩა და ვინ მოკვდა. თუმცა, Marvel-ის ახალი პროექტების და გაგრძელებების, მსახიობების ინტერვიუებისა და მათი კონტრაქტების საფუძველზე, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი გმირები დაბრუნდებიან შურისმაძიებლების ბოლო ფილმში – უკანასკნელი თამაში (Endgame).

ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება შურისმაძიებლებიდან? (ნაწილი 1)

გთავაზობთ გაგრძელებას…

 

კაპიტანი მარველი

კაპიტანი მარველი

კაპიტანი მარველი (მის როლს ბრი ლარსონი ასრულებს) უსასრულობის ომში არ ყოფილა. სამაგიეროდ, ფილმის ტიტრების შემდგომ სცენაში მისი ლოგო გამოჩნდა.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? რა თქმა უნდა. სტუდიის განცხადებით, კაპიტანი მარველი გახდება ახალი მნიშვნელოვანი და წამყვანი გმირი Marvel-ის კინოსამყაროში. ლარსონმა და მისმა გმირმა მოღვაწეობა ახლა დაიწყეს. ის გამოჩნდება შურისმაძიებლების ბოლო ფილმში, რათა დანარჩენებს დაეხმაროს, ხოლო მის შესახებ დამოუკიდებელი ფილმი 2019 წლის 8 მარტს გამოვიდა.

დოქტორი სტრეინჯი

დოქტორი სტრეინჯი

დოქტორი სტრეინჯი (მის როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს) უსასრულობის ომის დროს ტონი სტარკთან, ადამიან–ობობასთან და გალაქტიკის მცველებთან ერთად იყო ტიტანზე. ის თანოსის გეგმის შესრულების შემდეგ დაიღუპა. ტიტანზე მხოლოდ რკინის კაცი და ნებულა გადარჩნენ. სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე სტრეინჯი სტარკს ეუბნება: სხვა გზა არ არსებობდა.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? დიდი ალბათობით, კი. დოქტორი სტრეინჯი შურისმაძიებლებს სულ ახლახანს შეემატა. ის ახალი ნაკადის წევრია, რომელიც გუნდს 2015 წლის შურისმაძიებლები: ალტრონის ერას შემდეგ შეუერთდა. პირველი დამოუკიდებელი ფილმი 2016 წელს გამოვიდა, ამის შემდეგ ის თორი: რაგნაროკშიც გამოჩნდა. ბოლოს კი უსასრულობის ომში იყო ჩართული. ამ გმირის შესახებ ბევრი ამბავია მოსაყოლი. შესაბამისად, გაგრძელებაც მზადდება. Marvel-ის კონტრაქტები ერთ დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა ისინი ორ ფილმს ნამდვილად არ სჯერდებიან.

ფალკონი

ფალკონი

ეს გმირი უკანასკნელად უსასრულობის ომში ვიხილეთ. ფალკონი (მის როლს ენტონი მაკი ასრულებს) ბოლოს ვაკანდაში იყო და ბრძოლის დროს დაიღუპა.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? დიდი ალბათობით, კი. ის ახალია შურისმაძიებლებში და მის ისტორიას ბოლომდე არც კი ვიცნობთ. ჯერჯერობით Marvel ფოკუსირებას მასზე არ აკეთებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მზადდება ახალი სატელევიზიო შოუ, სადაც ის და ბაკი ბარნსი იქნებიან მთავარი გმირები. სავარაუდოდ, შოუ, რომელსაც Disney აკეთებს, დღის სინათლეს 2019 წელს იხილავს.

გალაქტიკის მცველები

გალაქტიკის მცველები

გააგრძელებენ ისინი არსებობას ბოლო ფილმის შემდეგ? Marvel-ის სამყარო ძნელი წარმოსადგენია გალაქტიკის მცველების გარეშე. Marvel-მა ხომ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გმირები შექმნა გრუტის, როკეტისა (მას ბრედლი კუპერი ახმოვანებს) და სხვათა სახით. გამორა და მანტისი გამორჩეული ქალი გმირები არიან Marvel-ის კინოსამყაროში. მათი ამ სამყაროდან ჩამოცილება არა მხოლოდ ფანებს გააღიზიანებს, არამედ სტუდიასაც ცუდი კუთხით წარმოაჩენს, რადგან მათ ასეთი მრავალფეროვანი შემადგენლობა აღარ ეყოლებათ.

2018 წელს პრობლემები შეექმნა ფილმის რეჟისორს ჯეიმს განს, რადგან მას ულტრამემარჯვენე ტვიტები უპოვეს, რომელიც ადრე ჰქონდა გამოქვეყნებული. სამსახიობო გუნდიდან ყველა მისი გაშვების წინააღმდეგი იყო, მათ შორის კი ყველაზე აქტიური – ბაუტისტა. მან განაცხადა, რომ გალაქტიკის მცველების მესამე ნაწილს დატოვებდა, თუ პროდიუსერები განის სცენარს არ გამოიყენებდნენ. აგვისტოში Digital Spy-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ახალი ფილმის რამდენიმე სცენაში გადაიღეს, თუმცა უკვე Marvel-ისა და Disney-ს გადასაწყვეტია, გაგრძელდება თუ არა მისი გმირის ისტორია.

ჯერჯერობით ამ პროექტზე მუშაობა შეჩერებულია, რადგან არ იციან, როგორ განვითარდება ჩემი გმირის ისტორია შურისმაძიებლების ბოლო ფილმში. ამ წუთას ზუსტი პასუხი არ მაქვს.

გალაქტიკის მცველების მესამე ნაწილის გადაღებები დაწყებულია, თუმცა 2018 წლის აგვისტოში შეჩერდა რეჟისორთან მომხდარი გახმაურებული ფაქტის გამო.

ჰოკაი

ჰოკაი

2016 წელს გამოსული კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომის შემდეგ ჰოკაი (მის როლს ჯერემი რენერი ასრულებს) და ენთმენი შინაპატიმრობაში იყვნენ. არცერთი გმირი არ გამოჩენილა უსასრულობის ომში. ამ დროისთვის ვიცით ენთმენი რასაც საქმიანობდა (გამოვიდა ფილმი ენთმენი და კრაზანა, რომელმაც შეავსო სიცარიელეები მის ისტორიაში), თუმცა ჰოკაის ბედი უცნობია. ის მხოლოდ თრეილერში გამოჩნდა.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? წარმოდგენა არ გვაქვს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია დავასკვნათ, ისაა, რომ ჰოკაის ახალი კოსტიუმი აქვს და ომში თავისი თავგადასავალით ჩაერთვება.

ალბათ, სწორედ ამ ფილმში გავიგებთ, რა დაემართათ მას და მისი ოჯახის წევრებს, გადაურჩნენ თუ არა თანოსს. უსასრულობის ომის რეჟისორებმა, ჯო და ენტონი რუსომ განაცხადეს, რომ ჰოკაის ექნება მნიშვნელოვანი როლი შურისმაძიებლების ბოლო ნაწილში. თუმცა, დეტალები არ გაამხილეს.

ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ, მასზე ცალკე ფილმიც მზადდება.

ჰალკი

ჰალკი

ჰალკი – იგივე ბრიუს ბანერი (მის როლს მარკ რუფალო ასრულებს) უსასრულობის ომის დროს ვაკანდაში იმყოფებოდა და ბრძოლაში გადარჩა. როდესაც ბანერი უკანასკნელად ვნახეთ, ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა – ჰალკად გადაქცევა არ შეეძლო.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? წარმოდგენა არ გვაქვს. ამ გმირს ძალიან ჩახლართული საავტორო უფლებები აქვს. შესაბამისად, საეჭვოა, Marvel-მა მასზე დამოუკიდებელი ფილმი შექმნას. საინტერესო განცხადება გააკეთა მარკ რუფალომ და ჰალკის განსხვავებულ ტრილოგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, თორი: რაგნაროკი, შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი და შურისმაძიებლების ბოლო ფილმი შესანიშნავი ტრილოგიაა და მისი გმირის ისტორიის ამგვარი დასრულება კარგია. ამით მან მიგვანიშნა, რომ შურისმაძიებლების მეოთხე ფილმი ჰალკისთვის უკანასკნელი იქნება.

თუმცა, Marvel-ის კონტრაქტები მსახიობებთან ძირითადად ექვს ფილმზეა ხოლმე, შურისმაძიებლების ახალი ფილმი კი რუფალოსთვის მეხუთე პროექტია. ასე რომ, გადაჭრით არაფრის თქმა შეგვიძლია.

ლოკი

ლოკი

ლოკი (მის როლს ტომ ჰიდლსტონი ასრულებს) უსასრულობის ომში ვიხილეთ. ის თანოსმა მოკლა, ოღონდ არა უკანასკნელი ბრძოლის დროს.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? ეს ცოტა უცნაური შემთხვევაა. ტექნიკურად მას არაფერი აქვს საერთო შურისმაძიებლებთან, თუმცა რაგნაროკის ნაწილში თორს შურისძიებაში დაეხმარა და ფანების ერთ-ერთი საყვარელი გმირი გახდა.

უსასრულობის ომის რეჟისორებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს. თუმცა, Marvel აპირებს, Disney-ს დახმარებით მასზე დამოუკიდებელი სატელევიზიო შოუ შექმნას. ჰიდლსტონმა ბოლო ფილმის წინ მაინც დატოვა ინტრიგა და საინტერესო ტვიტი გამოაქვეყნა.

ნიკ ფიური

ნიკ ფიური

ნიკ ფიური (მის როლს სემუელ ელ ჯექსონი ასრულებს) უსასრულობის ომში ჩანს ტიტრების შემდგომ სცენაში, საიდანაც ვიგებთ, რომ თანოსს ვერ გადაურჩა, თუმცა, მოახერხა და უკანასკნელი შეტყობინება გაუგზავნა კაპიტან მარველს. გადარჩება ის ბოლო ფილმში? მისი ისტორია აღარ გაგრძელდება. ბოლოს ის გამოჩნდა ახალი ადამიანი–ობობას თრეილერში და მის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს.

ჯადოქარი სკარლეტი

ჯადოქარი სკარლეტი

სკარლეტი (მის როლს ელიზაბეტ ოლსენი ასრულებს) უკანასკნელად ვიხილეთ ვაკანდაში, სადაც ბოლო ბრძოლის დროს დაიღუპა. მან გაანადგურა უსასრულობის ქვა, რითაც ხელი შეუშალა თანოსს, შეექმნა უნივერსალური იარაღი, თუმცა მოკლა ვიჟენიც (მის როლს პოლ ბეთანი ასრულებს). ამის შემდეგ თანოსმა გამოიყენა დროის ქვა და ყველაფერი უკან დააბრუნა. მან თავად გაანადგურა ვიჟენი და ყველა ქვა ხელში ჩაიგდო.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? დიდი ალბათობით, კი, რადგან ის შურისმაძიებლებს მხოლოდ ალტრონის ერას დროს შეუერთდა. ასევე, გამოჩნდა სამოქალაქო ომისა და უსასრულობის ომის დროს. ვფიქრობთ, მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი იქნება.

ცნობილია, რომ ოლსენისა და ბეთანის მონაწილეობით იგეგმება დამოუკიდებელი სატელევიზიო შოუ, სადაც ისტორია მხოლოდ მათი გმირების გარშემო განვითარდება.

ადამიანი–ობობა

ადამიანი-ობობა

ადამიანი–ობობა – იგივე პიტერ პარკერი (მის როლს ტომ ჰოლანდი ასრულებს) უსასრულობის ომის დროს ტიტანზე დაიღუპა. მან უკანასკნელი სიტყვები ტონი სტარკს უთხრა: არ ვგრძნობ თავს კარგად.

გადარჩება ის ბოლო ფილმში? აუცილებლად. მისი ახალი ფილმი – Spider-Man: Far from Home ივლისში გამოდის. ასევე, გამორიცხულია Marvel-მა და Sony-მ ტომ ჰოლანდს კვლავ არ მისცენ საშუალება, ითამაშოს ადამიანი–ობობას როლი. მათ, როგორც იქნა, მიაგნეს მსახიობს, რომელიც ხალხს ძალიან მოსწონს. Spider-Man: Far from Home მსოფლიო კინოთეატრებში 5 ივლისს გამოვა.

ვიჟენი

ვიჟენი

ეს გმირი უკანასკნელად ვაკანდაში ვნახეთ და ის ბოლო ბრძოლის შემდეგ დაიღუპა. გადარჩება ის ბოლო ფილმში? დიდი ალბათობით, ვერა. უსასრულობის ომის ამბავი ისე ვითარდებოდა, რომ მთავარი უსასრულობის ქვები ყოფილიყო, ამ ყველაფრისგან კი ვიჟენი დაეცვათ; მას უსასრულობის ქვის გარეშე უნდა ეცხოვრა.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ბეთანი სატელევიზიო სერიებში მიიღებს მონაწილეობას, ჯადოქარ სკარლეტთან ერთად.

War Machine

War Machine

War Machine – იგივე როდი (მის როლს დონ ჩედლი თამაშობს) ბოლო ბრძოლას გადაურჩა. გადარჩება ის ბოლო ფილმში? დიდი იმედი გვაქვს! მან თანოსის ბოლო შეტევას თავი დააღწია და მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფილმის თრეილერში ვერ ვნახეთ, იმედია, რომ ვნახავთ.

War Machine-ს Marvel-ის კინოსამყაროში კლასიკური მეორეხარისხოვანი გმირის როლი აქვს მორგებული. მის შესახებ ვიცით, რომ სამოქალაქო ომის დროს კიდურები პარალიზებული ჰქონდა, თუმცა უსასრულობის ომამდე შეძლო გავლა და კოსტიუმის მორგებაც კი. ლოგიკური იქნება, შურისმაძიებლების ბოლო ფილმში დაიღუპოს, რადგან ეს არის მისი ბედი. მასზე დამოუკიდებელი ფილმის შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

 

წყარო: www.vox.com

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Avengers: EndgameDigital SpyDisneyMarvelSONYSpider-Man: Far From HomeWar Machineადამიანი-ობობაბენედიქტ კამბერბეტჩიბრედლი კუპერიბრი ლარსონიგალაქტიკის მცველებიგამორაგიორგი კარანაძეგრუტიდეივ ბაუტისტადონ ჩედლიდოქტორი სტრეინჯიელიზაბეტ ოლსენიენთმენი და კრაზანაენტონი მაკიენტონი რუსოვიჟენითორი: რაგნაროკიკაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომიკაპიტანი მარველილოკიმანტისიმარკ რუფალონიკ ფიურიპიტერ პარკერიპოლ ბეთანიროკეტისემუელ ელ ჯექსონიტომ ჰიდლსტონიტომ ჰოლანდიუკანასკნელი თამაშიფალკონიშურისმაძიებლებიშურისმაძიებლები: ალტრონის ერაშურისმაძიებლები: უსასრულობის ომიჯადოქარი სკარლეტიჯეიმს განიჯერემი რენერიჯო რუსოჰალკიჰოკაი
Previous Post

ჯონ ჰამი: "ყოველთვის მიყვარდა რეკლამები"

Next Post

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის შესახებ: "მისი ალკოჰოლიზმი პრობლემა გახდა"

Next Post
ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის შესახებ: “მისი ალკოჰოლიზმი პრობლემა გახდა”

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის შესახებ: "მისი ალკოჰოლიზმი პრობლემა გახდა"

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020