სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

უეს ანდერსონი: “ხალხი ამბობს, რომ ეს მე ვარ.”

Cinemania ავტორი Cinemania
1 მაისი, 2019
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
უეს ანდერსონი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

ალბათ, რეჟისორის გარეგნობით თუ გამომეტყველებით გარკვეულწილად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, როგორია მისი ფილმები. ტარანტინო, ლინჩი, ვუდი ალენი და სხვა გენიალური რეჟისორები ნამდვილად ჰგვანან საკუთარ ფილმებს. ხოლო როდესაც ვხედავთ ლურჯთვალა კაცს, ნათელი სახით და სხვადასხვა ფერის კოსტიუმით, ვვარაუდობთ, რომ მისი ფილმებიც ასეთივე ნათელი და ფერადი იქნება. მართლაც, უეს ანდერსონის ხელწერა დახვეწილი და გემოვნებიანი ფერთა პალიტრაა. ის ფილმებში სულ მცირე დეტალებზეც კი ამახვილებს ყურადღებას და ამიტომაც, ყოველთვის ყველაფერი ერთმანეთთანაა შეხამებული. რა პრინციპით არჩევს ფილმებისთვის ფერებს, დევს თუ არა რაიმე აზრი, მინიშნება ამ ფერებში, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მაყურებელი პირველივე წამიდან ისე იძირება მის ფერად სამყაროში, რომ მინიშნებებს აღარც დაეძებს.

ანდერსონი თითოეულ ფილმში ოთხ-ხუთ ძირითად ფერს იყენებს. ვიდეოში, მესამე წუთზე – სხვადასხვაფრად შეღებილი ფურგონი (შეუდარებელი მისტერ ფოქსი-დან) შეგვიძლია პალიტრის სახით წარმოვიდგინოთ და რეჟისორის მინიშნებად ჩავთვალოთ.

უეს ანდერსონის ხელწერაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ სიმეტრიულ კადრებზე ქრონიკული დამოკიდებულებაც. თავის დროზე ამ ხერხს კუბრიკი მიმართავდა და მას რამდენიმე სხვა რეჟისორთანაც შეხვდებით, თუმცა, მსგავს კადრებს არავინ იყენებს ისე ხშირად, როგორც უეს ანდერსონი. სწორედ ამიტომ, როცა ანდერსონის ფილმებს ვუყურებთ, გვაქვს შეგრძნება, თითქოს ფოტო-ალბომს ვათვალიერებდეთ. ამ “ალბომში” კი ყველაზე საინტერესო ადამიანების, და შეუდარებელი მისტერ ფოქსის შემთხვევაში – ცხოველების, პორტრეტებია, რომლებზეც ემოციები ძალიან თვალსაჩინოა.

სიმეტრია ყველაზე უკეთ აღსაქმელი სტატიკური კადრების დროს არის, თუმცა, უესი ხშირად იყენებს tracking shot-საც. ის კამერას რელსებზე დებს და სხვადასხვა მიმართულებით დასრიალებს. ხან დაჰყვება პერსონაჟებს და ხანაც, უბრალოდ, ერთი ოთახიდან მეორე ოთახზე გადადის, რა დროსაც კადრი უფრო დინამიკური ხდება და სცენასაც მეტ ენერგიას ჰმატებს.

ყველა რეჟისორს ჰყავს ფავორიტი/მეგობარი მსახიობები, რომლებსაც საკუთარ ფილმებში ხშირად ასაქმებს. უეს ანდერსონის შემთხვევაში, თითქმის ყველა მსახიობს მის ფილმებში მინიმუმ ორი როლი მაინც აქვს ნათამაშები, მაგრამ ბილ მიურეისა და ძმები უილსონების მიმართ (რომლებთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს) რეჟისორს განსაკუთრებული დამოკიდეუბლება გააჩნია. ბილ მიურეიმ ანდერსონის ყველა ფილმში ითამაშა, გარდა პირველი, სადებიუტო ფილმისა რაკეტა ბოთლში. ასეთი ერთგულება რეჟისორსა და მსახიობებს შორის ანდერსონის კარგ თვისებებზე მეტყველებს, თუმცა, არსებობს ისეთი მსახიობიც, ვისთანაც კონფლიქტი აქვს (ჯინ ჰეკმანი), და სავარაუდოდ, მათი კოლაბორაციაც ამიტომ შედგა მხოლოდ ერთხელ ფილმში – ტენენბაუმების ოჯახი.

ერთი შეხედვით, უესის პერსონაჟებს სპეციფიური, უცნაური იუმორი ახასიათებთ და მათი დანახვა სხვა ჭრილში რთულია. თუმცა, მიუხედავად ზღაპრული, ფერადი და მხიარული სცენებისა, ანდერსონი დრამატულ და პრობლემატურ თემებზე საუბრობს. მის ბევრ ფილმში ძირითადი თემა ოჯახია და სიუჟეტიც სწორედ მის გარშემო ტრიალებს (თუნდაც ტენენბაუმების ოჯახი). თემატიკა, რომელიც ნამდვილად დრამატულია, ძალიან მსუბუქი იუმორითაა გადმოცემული და ის სცენებიც კი, სადაც თვითმკვლელობაზე ლაპარაკობენ, ჩვენში ღიმილს იწვევს. ფილმი რაშმორი ახალგაზრდა მაქს ფიშერზე მოგვითხრობს, რომელიც სწავლის მხრივ სერიოზული პრობლემის წინაშე დგება. მას გამოსაცდელ ვადას უნიშნავენ, თუმცა მაინც ვერ ახერხებს სწავლაზე კონცენტრირებას, რადგან თავისი მასწავლებელი უყვარდება. გარდა იმისა, რომ უფროსი მასწავლებლისთვის თავის შეყვარება რთული და ხშირად წარმოუდგენელიცაა, მაქსის ტრაგედიას ემატება ერთი უსიამოვნო ფაქტიც – ჰერმანი. ჰერმანი მაქსის უფროსი მეგობარია, რომელიც მასწავლებელ როზმარის გულის მოსაგებად ბრძოლაში ერთვება. ბუნებრივია, როდესაც ფილმის ამ ნარატივს ვისმენთ, მის დრამატულ მხარეს ვიაზრებთ, თუმცა, რეჟისორის წყალობით, მაინც სასიამოვნო ემოციები გვრჩება და ხშირად გვეღიმება.

უეს ანდერსონის საუკეთესო ფილმად სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი” ითვლება. ამ ფილმით ის პირველად წარადგინეს ოსკარზე – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. თუმცა, რთულია, უესის ფილმები ერთმანეთს შეადარო და რომელიმე გამოარჩიო. ის თავის სტილსა და პრინციპებს არცერთ ფილმში არ ღალატობს. სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტის” დამდგმელი მხატვარი, ადამ სტოქჰაუზენი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: თავდაპირველად ჩვენ დავიწყეთ ვარდისფერით, რადგან მე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მართალი ფერია. თუმცა, თუ ყველგან და ყველაფერში ვარდისფერს გამოიყენებ, მისი აღქმის უნარს კარგავ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ცოტ-ცოტა სხვა ფერებიც დაგვემატებინა და საბოლოოდ ეს ბევრად უკეთ აღსაქმელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, “სასტუმრო ბუდაპეშტი” პირველი ფილმი აღმოჩნდა ანდერსონის ფილმებიდან, რომელმაც საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის ოსკარი მიიღო.

მოკლედ, უეს ანდერსონი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო რეჟისორია. თავად მისი დამოკიდებულება კი იმ ფაქტის მიმართ, რომ საზოგადოებაში მისი ფილმები ადვილად საცნობია, ასეთია: მე არ მინდა, რომ შეუმჩნეველი სტილი მქონდეს. ჩემი წერის სტილი, ჩემი დადგმები და გადაღებები – ხალხი ამბობს, რომ ეს მე ვარ, მაგრამ ეს არაა ჩემი არჩევანი, – ბუნებრივად მოხდა და მხოლოდ ჩემი, როგორც რეჟისორის, ინდივიდუალურობაა.

ადამ სტოქჰაუზენიბილ მიურეივუდი ალენილინჩილუკ უილსონიმაქს ფიშერინიკა თამარაშვილიოსკარიოუენ უილსონირაკეტა ბოთლშირაშმორიროზმარისასტუმრო "გრანდ ბუდაპეშტი"ტარანტინოტენენბაუმების ოჯახიუეს ანდერსონიშეუდარებელი მისტერ ფოქსიძაღლების კუნძულიჯინ ჰეკმანიჰერმანი
Previous Post

5 ფილმი, რომელთა ანტიგმირებსაც ვერ შეიძულებთ

Next Post

"რიკი და მორტი": სულ მალე კიტრი-რიკის სათამაშოს ყიდვას შეძლებთ

Next Post
“რიკი და მორტი”: სულ მალე კიტრი-რიკის სათამაშოს ყიდვას შეძლებთ

"რიკი და მორტი": სულ მალე კიტრი-რიკის სათამაშოს ყიდვას შეძლებთ

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020