სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

უცნობი ფაქტები დედპულის შესახებ

Cinemania ავტორი Cinemania
7 სექტემბერი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
უცნობი ფაქტები დედპულის შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2016 წელს გამოსულმა ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებიდან 783 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. თუმცა დედპული დიდ ეკრანებზე პირველად 2009 წელს გამოჩნდა ფილმში იქს-ადამიანები: დასაწყისი (X-Men Origins: Wolverine). სინამდვილეში ეს არ იყო კარგი დასაწყისი. აუდიტორიას საყვარელი გმირის ასეთი ტრანსფორმაცია არ მოეწონა. ამის შემდეგ შემქმნელებმა გააცოცხლეს გმირი, რომელიც კომიქსების მოყვარულებისთვის ნაცნობი იყო – მხიარული, გამორჩეული და დაუნდობელი.

რაიან რეინოლდსმა, სცენარისტებთან – რეტ რიზთან და პოლ ვერნიკთან ერთად, შეძლო, ზუსტად გადმოეტანა პერსონაჟი. კოსტიუმიდან დაწყებული, უცნაური იუმორის გრძნობით დამთავრებული, ფილმში ყველაფერი იდეალურადაა ნაჩვენები. კომიქსებში დედპული პირველად 1991 წელს გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში მოახერხა, მკითხველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული გმირი გამხდარიყო. მის კომიქსებში ბევრი ისტორიაა, რომელიც ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა, ამიტომაც გთავაზობთ რამდენიმე უცნობ ფაქტს მისი ცხოვრებიდან.

 

დედპული და პანსექსუალური თავგადასავლები

ყველა გმირს აქვს სასიყვარულო ისტორია. ამიტომაც პირველი ფილმის შემქმნელებმა უეიდ უილსონს მშვენიერი პარტნიორი – ვანესა (მორენა ბაკარინის გმირი) მოუძებნეს. რაიან რეინოლდსი ამბობს, რომ პირველი ნაწილი რომანტიკული ფილმია, სიქველი კი ამ წყვილის ურთიერთობას კიდევ უფრო განავითარებს.

სინამდვილეში, კომიქსების მიხედვით დედპული ტრაგიკული გმირია. მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ძნელია, მუდმივი პარტნიორი ჰყავდეს. სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ დედპული პანსექსუალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ან რომანტიკული გრძნობები ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სქესი და გენდერული იდენტობები. მიუხედავად იმისა, რომ დედპულს მეგობარი გოგოები არ აკლია, აქვს პერიოდები, როდესაც კეიბლის მომხიბვლელ ტანზე ფიქრობს. ის ხვდება უცხოპლანეტელებს და სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სიკვდილთან. კომიქსებში გვაქვს სასიყვარულო სამკუთხედი – დედპული, სიკვდილი და თანოსი.

 

დედპული და ვამპირული საქორწილო ზარები

Marvel-ის კომიქსების სამყაროში დრაკულა ერთ-ერთი ჩვეულებრივი გმირია. ის, როგორც წესი, ვამპირებს ხელმძღვანელობს, სისხლით იკვებება და პერიოდულად ბლეიდთან აქვს შეტაკება. თუმცა, ერთხელ მისი და დედპულის გზებიც გადაიკვეთება…

ვამპირების მეფემ მოლაყბე დაქირავებულ მკვლელს დაავალა, მოეძებნა კრისტალის კუბო, სადაც მისი საცოლე – შიკლა გახლდათ გამომწყვდეული. საქმროსთვის სამწუხაროდ, რამდენიმესაუკუნოვანი ძილისგან გამოფხიზლებულ შიკლას უეიდი მოეწონა. მისი არაორდინალური ქცევები და უკვდავება მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაღვიძებული ქალბატონისთვის.

ისინი გადაწყვეტენ, ერთად იცხოვრონ მონსტროპოლისში. ესაა კატაკომბები ნიუ-იორკის ქვემოთ (აი, რამდენად დიდია კომიქსური სამყარო ეკრანიზაციებთან შედარებით). დიდ ქორწილსაც იხდიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გრძელდება.

 

დედპული და მისი ბოროტი ტყუპისცალი

დედპულის მთავარი უნარი რეგენერაციაა. უეიდს შეუძლია, მრავალი ტრავმა გადაიტანოს, აღიდგინოს დაკარგული ნაწილები და თავის გარეშეც კი იცოცხლოს. უხეშად რომ ვთქვათ, ის უკვდავია, და სწორედ ამის გამო ისეა დაკომპლექსებული, რომ სიკვდილთანაც კი ცდილობს ურთიერთობას.

ვინაიდან დედპულის ორგანოები და ნაწილები ყველგანაა მიმოფანტული, სამყაროში გროვდება მისი ძალიან ბევრი ხელი, ფეხი, თითები და სხეულის სხვა ნაწილები. ეს ნაწილები ერთიანდებიან და ცოცხლდებიან ვოლტრონად –  ბოროტ დედპულად.

ბოროტი დედპული ცოტათი ფრანკენშტეინს გვაგონებს და საშინელი შესახედია: სხვადასხვა ზომის სხეულის ნაწილები, ორი მარჯვენა ხელი და ა.შ. მისი მთავარი მიზანი პარალელურ სამყაროებში სხვა ყველა დანარჩენი დედპულის განადგურებაა.

 

დედპული და მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო

მკითხველებმა უეიდ უილსონი 1991 წელს გაიცნეს კომიქსიდან “New Mutants”. 1997 წლიდან კი ამ პერსონაჟმა დამოუკიდებელი კომიქსიც დაიმსახურა. ამის მიუხედავად, ირკვევა, რომ დედპული გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე ჩვენ გვგონია.

რამდენიმე წლის წინ Marvel-მა “შემთხვევით” აღმოაჩინა დედპულის საარქივო მასალა. ამ მასალიდან მკითხველებისთვის ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ეს პერსონაჟი 1970-იან წლებში შეიქმნა. თუმცა, სტენ ლიმ ეს გამოცემა დაბლოკა. მაშინდელი გადმოსახედიდან, ის ზედმეტად პროვოკაციული და სულელური ჩანდა.

ახალ კლასიკურ გამოცემებში უეიდი ხვდება ტონი სტარკს, რომელიც ალოკოჰოლიზმით იტანჯება; კარგ დროს ატარებს რკინის მუშტთან და ლუკ კეიჯთან ერთად; ეხმარება ნიკ ფიურის დროში მოგზაურობასა და ადოლფ ჰიტლერის განადგურებაში.

 

დედპული და არანაირი კიტრი

უკვდავება არ ნიშნავს, რომ შენი მოკვლა გამორიცხულია. დედპულიც კი, რომელსაც ფერფლიდან აღდგომა შეუძლია, რამდენჯერმე მოუკლავთ. თუმცა, კომიქსებში არავინ კვდება სამუდამოდ. ამიტომაც უეიდი ცოცხლდება. მას თანოსი აცოცხლებს – სხვადასხვა სახით. გაცოცხლების შემდეგ ჩვენ ვხედავთ იდეალისტ დედპულს, დამსჯელ დედპულს, იუმორისტ, გიკ და მგრძნობიარე დედპულებს. მათ შორის ყველაზე უცნაური ის დედპულია, რომელიც ერთადერთ ფრაზას ამბობს: არანაირი კიტრი.

ეს ამბავი DC-ის ცნობილი კომიქსის – სუპერმენის სიკვდილის პაროდიაა. როდესაც სუპერმენი დუმსდეისთან ბრძოლაში იღუპება, ჩნდებიან ახალი სუპერმენები, რომლებმაც არსებული სიცარიელე უნდა შეავსონ.

 

დედპული და მასობრივი გენოციდი

ზოგადად დედპული ანტიგმირია, მაგრამ მას გარკვეული ქცევის კოდექსი აქვს. მაგალითად, ის იცავს ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც იბრძვის. დაეხმარა ანგელოზს იქს-ადამიანებიდან, საკუთარი სხეულის ნაწილი დათმო სუპერგმირის გადასარჩენად… თუმცა, ამის მიუხედავად, არის მომენტები, როდესაც უეიდ უილსონი სასიკვდილო მანქანად გადაიქცევა ხოლმე.

ასე მოხდა 12101 დედამიწაზე მყოფი დედპულის შემთხვევაში. წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად, მან დაკარგა განსჯის უნარი და ყველა სუპერგმირი დახოცა. მერე ამაზეც არ გაჩერდა და დაერია ლიტერატურულ პერსონაჟებს, რომლებიც სუპერგმირების პროტოტიპები არიან. მათ შემდეგ გაგიჟებული დედპული გადავიდა კომიქსების ავტორებსა და მხატვრებზე, რომელთა დამსახურებაც გახლდათ მისი წყობიდან გამოსვლა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რას უზამდა დედპული იქს-ადამიანები: დასაწყისის შემქმნელებს, რომლებმაც ის ცუდ პერსონაჟად გამოიყვანეს…

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

DCMarvelNew Mutantsადოლფ ჰიტლერიბლეიდიგიორგი კარანაძედედპულიდრაკულადუმსდეივოლტრონითანოსიიქს-ადამიანები: დასაწყისილუკ კეიჯიმორენა ბაკარინინიკ ფიურიპოლ ვერნიკირაიან რეინოლდსირეტ რიზირკინის მუშტისტენ ლისუპერმენისუპერმენის სიკვდილიტონი სტარკიუეიდ უილსონიფრანკენშტეინი
Previous Post

15 ფაქტი, რომელიც ჯეკ ნიკოლსონის შესახებ უნდა ვიცოდეთ

Next Post

ცნობილი გახდა, თუ როგორ უნდა დასრულებულიყო "ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი"

Next Post
ცნობილი გახდა, თუ როგორ უნდა დასრულებულიყო “ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი”

ცნობილი გახდა, თუ როგორ უნდა დასრულებულიყო "ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი"

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020