სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ტყუპი ფილმების ფენომენი: იგივე თემატიკა, იგივე დრო

Cinemania ავტორი Cinemania
17 მარტი, 2019
რუბრიკა კვირის ისტორია, კინოგურმანი
0
ტყუპი ფილმების ფენომენი: იგივე თემატიკა, იგივე დრო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მხატვრული ფილმი პირველი ადამიანი მთვარეზე და სატელევიზიო შოუ პირველი გვიყვება ორი კოსმონავტის ისტორიას, რომელიც, ოჯახური დრამის პარალელურად, ცდილობს, თავი გაართვას უპრეცედენტო მისიას – დაიპყროს კოსმოსი. ეს ორი ნამუშევარი თანამედროვე კინოს უახლესი მაგალითია, თუ როგორ იქმნება ტყუპი ფილმები. ამ სტატიაში შევეცდებით, ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ გამოდის მსგავსი თემატიკის ნამუშევრები ერთსა და იმავე დროს…

როგორც ცნობილ გამოთქმაშია, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ველოდებით კომედიას სავაჭრო ცენტრის მსუქანი დაცვის შესახებ, დღის ბოლოს კი ერთდროულად ორი ფილმი გამოდის. სავაჭრო ცენტრის დაცვა, თვალთვალი, დაძაბული რეპორტაჟი და მსგავსი თემები ხშირად მეორდება ფილმებსა თუ სატელევიზიო შოუებში. ხანდახან კი ძალიან სპეფიციკური საკითხებიც კვეთს ერთმანეთს.

ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი სატელევიზიო დრამა, სადაც კოსმონავტი (მის როლს შონ პენი ასრულებს) ცდილობს, გახდეს პირველი ადამიანი, რომელიც მარსზე მოხვდება. ამის პარალელურად კი გამოვიდა მხატვრული ფილმი პირველი ადამიანი მთვარეზე, სადაც რაიან გოსლინგის გმირი – ნილ არმსტრონგი კოსმოსში კაცობრიობის უდიდეს ნაბიჯს დგამს.

პირველი ადამიანი მთვარეზე, პირველი
პირველი ადამიანი მთვარეზე, პირველი

ახლო წარსულიდან ტყუპი ფილმების კიდევ ერთი მაგალითი უინსტონ ჩერჩილზე გამოსული ორი ფილმია – ჩერჩილი: მძიმე დროება და ჩერჩილი (აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ დიუნკერკიც, რომელიც ამ თემას სხვა კუთხით ეხება). ჩერჩილის სცენარისტმა, ალექს ფონ ტუნცელმანმა გაიკვირვა, როდესაც მაყურებელი გამოსულ ნამუშევრებზე ისე საუბრობდა, თითქოს ეს ყველაფერი პოლიტიკური შეთქმულების თეორიების ნაწილი ყოფილიყო.

ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე, თითქოს ამ ყველაფერს ბრექსითთან აქვს რაღაც სახის კავშირი. თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. სცენარზე მუშაობა 2012 წელს დავიწყე, სანამ რეფერენდუმი ჩატარდებოდა, – განაცხადა სცენარისტმა.

ჩერჩილი
მძიმე დროება, ჩერჩილი

ტყუპი ფილმების კიდევ ბევრი მაგალითი არსებობს.

ფილმები უფსკრულთან შეჯახება და არმაგედონი დედამიწის გამანადგურებელი ასტეროიდის შესახებ გვიყვებიან. ორივე ფილმი 1998 წელს გამოვიდა. 2002 წელს კი გამოვიდა მიზნის ქვეშ და ტელეფონის ჯიხური  – მსგავსი ისტორიით: ვიღაც ზარს პასუხობს და შემდეგ ეს ადამიანი ყურმილის მეორე მხარეს მყოფი სნაიპერის მიზანში ხვდება.

ტრუმენ კაპოტეს შესახებ 2005 წელს – კაპოტე და 2006 წელს – ცუდი დიდება გამოვიდა.

11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილე ერთსა და იმავე თვითმფრინავზე 2006 წელს ორი ფილმი გამოვიდა – დაკარგული რეისი 93 და რეისი 93.

ტყუპი ფილმებია: კოკო შანელი და კოკო შანელამდე, ჯობსი და სტივ ჯობსი.

კოკო შანელამდე
კოკო შანელამდე

ფილმები, რომელთა სიუჟეტიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ან მსგავსი სახელებით მოიხსენიებენ, ხშირად მაყურებლის დაბნევას იწვევს, ეს კი პროდიუსერებისთვის დიდი პრობლემაა. უხერხული მომენტი შეიქმნა, როდესაც სცენარისტმა დუგლას მაკგრათმა ცუდი დიდების სცენარი პროდიუსერ ბინგჰამ რეის გაუგზავნა. პროდიუსერმა უპასუხა, რომ ეს სცენარი უკვე მაგიდაზე ედო. სინამდვილეში კი ის დენ ფუტერმანის სცენარს კითხულობდა ფილმისთვის კაპოტე, სადაც მთავარ როლს ფილიპ სეიმურ ჰოფმანი თამაშობს.

შეთქმულების თეორიის მოყვარულები ხშირად ახსენებენ ჰოლივუდის საიდუმლო საზოგადოებას, რომელიც რიცხვებითა და იმის ლობირებით არის გართული, რომ მსგავსი თემატიკის ფილმები ყოველწლიურად გამოვიდეს. ამის დაჯერების მიზეზი კი არსებობს, რადგან მართლა ხშირად გამოდის ტყუპი ფილმები.

ასევე ხშირია მოვლენა, როცა რაიმე განსაკუთრებული ამბავი ატყდება რამდენიმე პროდიუსერსა და სცენარისტს. ავიღოთ თუნდაც სტივ ჯობსის გარდაცვალება. როდესაც Apple-ის თანადამაარსებელმა 2011 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო თანამდებობა დატოვა, მეთ ვითელეიმ მუშაობა დაიწყო სცენარზე, რომელიც საბოლოოდ ფილმ ჯობსად გარდაიქმნა. ამ დროს კი თავად სტივ ჯობსმა სთხოვა უოლტერ ისააკსონს, დაეწერა მისი ბიოგრაფია, რისი საავტორო უფლებებიც Sony Pictures-მა შეიძინა. ეს მოვლენა ოქტომბერში მოხდა და ამის შემდეგ ჯობსი მალევე გარდაიცვალა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად მოვლენიდან მყისიერად შემქნილი ნამუშევარი მაყურებელზე ისეთ ეფექტს ვერ ახდენს, როგორც მოგვიანებით გამოსული.

სტივ ჯობსი
სტივ ჯობსი

ხშირად ტყუპი ფილმების მოვლენა იმასაც უკავშირდება, რომ სტუდიებმა ერთმანეთის პროექტები იციან. როდესაც ბენ ჰურის პროექტში კირკ დუგლასის ნაცვლად ჩარლტონ ჰესტონი ჩაერთო, დუგლასმა თავად გადაწყვიტა, შეექმნა დიდი რომაული ეპოპეა. ამისთვის მან ჰოვარ ფასტის სპარტაკის სცენარი გამოიყენა. თუმცა, მხოლოდ მსახიობები არ არიან იდეების გამზიარებლები. სტუდიებში მომუშავე პერსონალი ძალიან მალე იცვლება, ისინი მუდმივად გადადიან ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე და შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როცა გაყიდული სცენარი სინამდვილეში უკვე სხვისთვის არის მიყიდული. ახალი ფილმის შესახებ კი პირველად ჰოლივუდურ გამოცემებში იწერება.

2012 წლის აპრილში Hollywood Report-მა აღმოაჩინა ახალი მიმართულება – ბრძოლა თეთრი სახლის დასანგრევად. ოლიმპის დაცემაზე მუშაობა ახალი დაწყებული იყო, როდესაც ახლომდებარე სტუდიაში მორიგი პროექტი ჩაეშვა – თეთრი სახლის დაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპის დაცემამ კინოგაქირავებაში კონკურენტს აჯობა, საბოლოოდ, სტუდიებს ორივე ფილმმა მცირე მოგება მოუტანა.

ბლოკბასტერები უფსკრულთან შეჯახება და არმაგედონი – ორივე წარმატებული აღმოჩნდა კინოგაქირავების მხრივ. თუმცა, ასე არ მოხდა კაპოტესა და ცუდი დიდების შემთხვევაში. კაპოტე ნამდვილი ჰიტი იყო, ცუდი დიდება კი ძალიან დაიჩაგრა და დახარჯული 13 მილიონი დოლარიდან სტუდიას მხოლოდ 2.6 მილიონი დოლარი მოუტანა.

კაპოტე
ტრუმენ კაპოტე, ჰოფმანი და ჯონსი კაპოტეს როლებში

არის შემთხვევები, როდესაც ორი კონკურენტი ფილმის გამოშვება სტუდიისთვის მომგებიანიც კია. ზოგიერთი სტუდია იმედოვნებს, რომ ერთის ნახვის შემდეგ მეორისადმი მაყურებელში კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება.

ფონ ტუნცელმანის თქმით, ტყუპი ფილმების ფენომენი სულაც არაა გასაკვირი. გასაკვირი ისაა, რომ კონკრეტულ თემაზე სამი და მეტი კინონამუშევარი არ გვხვდება: ბუნებრივია, რომ ერთი და იმავე პროექტზე მუშაობენ სტუდიები. ამ ყველაფრის მომზადებას ხშირად ძალიან დიდი პერიოდი სჭირდება. ჩერჩილის შექმნის პარალელურად ხუთი–ექვსი მსგავსი პროექტის შემოთავაზება გვქონდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ორმა მათგანმა იხილა დღის სინათლე. შეიძლება, მომავალში დანარჩენებიც გამოვიდეს.

ბოლო წლების განმავლობაში ფილმებისა და სატელევიზიო შოუების რაოდენობა ძალიან იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ მრავალჯერ ვნახავთ ტყუპ ფილმებსა თუ სერიალებს. მაგალითად, კრიტიკოსებმა უკვე დაწერეს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ სცენარისტებს ბევრი სამუშაო გაუჩნდებათ და მსგავსი სიუჟეტის მქონე ფილმებს ვიხილავთ.

 

წყარო: www.independent.co.uk

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Hollywood ReportSony Picturesარმაგედონიბენ ჰურიბინგჰამ რეიგიორგი კარანაძედენ ფუტერმანიდიუნკერიდონალდ ტრამპიდუგლას მაკგრათითეთრი სახლის დაცემაკაპოტეკირკ დუგლასიკოკო შანელამდეკოკო შანელიმეთ ვითელეიმიზნის ქვეშნილ არმსტრონგიოლიმპის დაცემაპირველიპირველი ადამიანი მთვარეზერაიან გოსლინგისპარტაკისტივ ჯობსიტელეფონის ჯიხურიტრუმენ კაპოტეტყუპი ფილმებიუინსტონ ჩერჩილიუოლტერ ისააკსონიუფსკრულთან შეჯახებაფილიპ სეიმურ ჰოფმანიფონ ტუნცელმანიშონ პენიჩარლტონ ჰესტონიჩერჩილიჩერჩილი: მძიმე დროებაცუდი დიდებაჯობსიჰოვარ ფასტი
Previous Post

10 საინტერესო ფაქტი კურტ რასელის შესახებ

Next Post

შინაური ცხოველების სასაფლაოს ახალი პოსტერი გამოვიდა

Next Post
შინაური ცხოველების სასაფლაოს ახალი პოსტერი გამოვიდა

შინაური ცხოველების სასაფლაოს ახალი პოსტერი გამოვიდა

ახალი ამბები

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020