სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

თორის ახალი განსაცდელი – რაგნაროკი

Cinemania ავტორი Cinemania
19 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
თორის ახალი განსაცდელი – რაგნაროკი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ავტორი: გიორგი კარანაძე
 
2017 წელს თორი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სულ სხვა სიტუაცია ხვდება. ლოკი ოდინის სახით მართავს იქაურობას. საბოლოოდ, ოჯახური დრამა სამყაროთა შორის ბრძოლაში გადაიზარდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამჯერადაც ლოკის პერსონაჟია ყველაფერში დამნაშავე.
 
ტაიკა ვაიტიტის თორის ახალი ინტერპრეტაცია მასშტაბური კომედიური ბოევიკია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ Marvel-ის სამყაროში ფილმების გადაღება სწორი გზით ვითარდება. არ არის აუცილებელი ფილმის ბრუტალური, სისხლიანი სცენებით გადატვირთვა. იუმორით შეზავებული, ორ-საათიანი ექშენი კინოში მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ გაძლევს.
 
ძალიან ხშირად რეჟისორები ტრაგედიასა და დრამას ურევენ ისეთ სიუჟეტებს, სადაც ამის აუცილებლობა არ არის. გალაქტიკის მცველებმა (Guardians of the Galaxy) 2014 წლის შემდეგ კომიქსების ადაპტაციის მთლიანი დამოკიდებულება შეცვალა. მათ აღმოაჩინეს ის გასაღები, რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს: ერთი შეხედვით, მარტივი, სულელური, სცენური იუმორი.
 
წლიდან წლამდე ეს სისტემა იმდენად დაიხვეწა, რომ Marvel-ის ნებისმიერი ფილმი მაყურებლებით ავსებს კინოთეატრის დარბაზებს. შემდეგ ეს მაყურებელი ისტორიის გაგრძელებას ელის, ელის ახალი გმირების გამოჩენას და მათ გაერთიანება-დაპირისპირებას.

დავუბრუნდეთ ფილმს. ძნელია, გამოცდილი მაყურებელი ორიგინალურობით გააკვირვო, თუმცა ფილმის შემქმნელებმა კარგად იციან: როგორც კი სიუჟეტს დედამიწის გარეთ გაიტან, მაშინვე შეგიძლია ფანტაზიას გასაქანი მისცე და ყოვლად ფანტასტიკური ამბავი გააცოცხლო. 
 
თორი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ Marvel-ის გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე იუმორისტული გმირია. მისი გათინეიჯერება რეჟისორებისთვის ის მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა, რომლის წყალობითაც სკანდინავიური მითოლოგიის გმირს ბავშვური, გულუბრყვილო მოქმედებები ეპატიება. კრის ჰემსვორთი კომედიაში თავს ისე გრძნობს, როგორ თევზი წყალში. როგორც იქნა, ის ხდება გმირი, რომელზეც როგორც სიუჟეტის განვითარება, ისე იმ ადამიანთა შემოკრებაა დამოკიდებული, რომლებმაც აზგარდი განადგურებისგან უნდა იხსნან.  
 
ეს არის კომედია სამყაროებზე, რომლებიც აქამდე შორიდან და რამდენიმე ფილმით ვიცოდით. მისი მამოძრავებელი მუხტი კი Led Zeppelin-ის სიმღერა – Immigrant Song-ია. ფილმში სერიოზულობის განცდას მხოლოდ ჰელა (ქეით ბლანშეტის გმირი) ტოვებს. ის არის მთავარი ანტაგონისტი, რომელიც აზგარდის ისტორიის აქამდე უცნობ ნაწილს ამჟღავნებს. გმირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ყველაზე დიდი, გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზად არიან. ეს საფრთხე კი იმაზე ახლოს არის, ვიდრე ჩვენ გვგონია. 2018 წელი დიდი ბრძოლებისა და გადარჩენილების ამბავი იქნება, რომელსაც მილიონობით მაყურებელი მოუთმენლად დაელოდება. და კიდევ: თორი: რაგნაროკი არის ფილმი, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე და აიმაქსში უნდა ნახოთ, რადგან ასე შეძლებთ, მთავარ გმირებთან ერთად, თქვენც გალაქტიკის ჯუნგლებში იმოგზაუროთ.
Guardians of the GalaxyImmigrant SongLed ZeppelinMarvelაზგარდიგალაქტიკის მცველებიგიორგი კარანაძეთორითორი: რაგნაროკიკრის ჰემსუორთილოკიოდინიტაიკა ვაიტიტიქეით ბლანშეტი
Previous Post

ნატალი პორტმანი "ებრაული ნობელის" პრემიის მფლობელი გახდა

Next Post

გოგი გვახარიას ლექცია თემაზე: "კინოხელოვნების შემოდგომა" - ერიკ რომერი

Next Post
გოგი გვახარიას ლექცია თემაზე: “კინოხელოვნების შემოდგომა” – ერიკ რომერი

გოგი გვახარიას ლექცია თემაზე: "კინოხელოვნების შემოდგომა" - ერიკ რომერი

ახალი ამბები

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ბოლოს დამატებული

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020