სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ტომ ჰარდი: “გავხდი მსახიობი, რადგან სხვა არაფერი გამომივიდა”

Cinemania ავტორი Cinemania
13 სექტემბერი, 2017
რუბრიკა კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი
0
ტომ ჰარდი: “გავხდი მსახიობი, რადგან სხვა არაფერი გამომივიდა”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

 

მე ინგლისელი მსახიობი ვარ. მე მშობლიურ ენაზე მმართებს მეტყველება.

ვინ ვარ? აზრზე არ ვარ.

ვფიქრობ, ხალხი ვერ ხვდება, რატომ უნდა აიღონ ჩემგან ინტერვიუ. “ვინ ჯანდაბაა ის უსწორმასწორო კბილებიანი და წვერებიანი ტიპი?” გეუბნებით მე თქვენ: “არავინ იყიდის ჟურნალს, რომლის გარეკანზეც წვერებიანი ტიპია გამოსახული!”

მე არ მიყვარს ჟურნალები და ჟურნალისტები, მაგრამ მე მიყვარს ხალხი და რაღაც-რაღაცები მათი საქმიანობიდან.

ვერ ვიტან მათ, ვინც გზაზე ზუსტად შენ წინ გადარბიან. გამოსირებულები! საინტერესოა, ამას ზევით როგორ ახსნიან! “მოიცა, მე რა მანქანა დამეჯახა?! სავარაუდოდ, გადავირბინე, იმიტომ, რომ მაღაზიაში მეჩქარებოდა. დანიშნულების ადგილამდე თითქმის მივაღწიე.”

ცხოვრებას იქამდე არ ვაფასებდი, სანამ ის კინაღამ არ გამომეცალა ხელიდან.

მოუსვენარი მოზარდი ვიყავი. გეოგრაფია? ერთი მაგის დედაც! და ჩვენც მოსაწევად მივდიოდით. ჩვენ ვინ შეგვაჩერებდა?! 15 წლის ასაკში მოპარულ მერსედესში ვისხედით და თან ცეცხლსასროლი ირაღიც გვქონდა. აღმოვჩნდით პოლიციის განყოფილებაში და აი, მანდ დაგვერხა. თუმცა, მათ არ მოგვკლეს და მეც გავიფიქრე: “და რას მიზამთ ახლა თქვენ მე?!”

არასოდეს მიყვარდა ცეცხლსასროლი იარაღი. ის ზედმეტად ხმაურიანია.

მე მოჩხუბარი არ ვარ. მე პატარა ლონდონელი ბურჟუა ვარ. არ ვჩხუბობ, მხოლოდ იმიტაციას ვაკეთებ.

ყველაზე საშიშები ყოველთვის ისინი არიან, ვიზეც ყველაზე ნაკლებად ეჭვობ. მაგალითად, აი, ის კუთხეში მჯდომი სათვალიანი ტიპი. შეიძლება, სწორედ მაგან ჩამილეწოს ნეკნები, წარმოუდგენელ ჩხუბში ჩაებას და საოცრებები დაატრიალოს..

თავს არ შევიკავებ, თუკი ვიღაცის ხელის მოტეხვა მომინდება.

დაუშვი შეცდომები, სწორედ ამ დროს სწავლობ.

რეპუტაციამ შეიძლება გიხსნას ან დაგაზარალოს.

ისეთი დიდიც არ ვარ, როგორც ამბობენ. მოიცა, რამდენი კილო ვარ? 150 ფუნტი (დაახლოებით 68 კილო). ეს კინო მადიდებს.

მინდოდა, მამაჩემს ჩემით ეამაყა და გავხდი მსახიობი, რადგან სხვა არაფერი გამომივიდა.

მე სცენას შეჩვეული ვარ – აქამდე ჩეხოვმა და შექსპირმა მომიყვანეს.

არ მაქვს ნანახი მარლონ ბრანდოს პორტში. შეიძლება იფიქროთ, რომ ზარმაცი ვარ, მაგრამ ეს ფილმი რომ მენახა, მაშინ იქიდან ბევრი რამ უნდა მომეპარა. მე ხომ ყოველთვის ყველაფერს ვიპარავ.

მოვიპარე თუ არა ბეინი? (საუბარია კრისტოფერ ნოლანის ფილმის ბნელი რაინდის პერსონაჟზე). გადაღებამდე მივედი კრისთან და ვუთხარი: “ბეინის ხმა მაქვს.” და მან მიპასუხა: “კარგი.” მე გავაგრძელე: “Youtube-ზე ვნახე.“ და მან ისევ: “კარგი.” არ შევეშვი: “ეს ბოშა მოკრივის, ბარტლი გორმანის ხმაა” და კრისმა ამჯერადაც: “კარგი.” ჰოდა მეც ავდექი და ეს ხმა გადმოვიღე.

ამერიკულ ფილმებში მონაწილების მიღება დიდ კვალს ტოვებს. შენ უცებ გასაყიდი პროდუქტი ხდები, ამის გაკონტროლებას კი ბევრი სწავლა უნდა.

ლოს-ანჯელესში თუ გაისეირნებთ, ირგვლივ უამრავ მომღიმარ და დაკუნთულ ტიპს აღმოაჩენთ – მშვენიერი ადამიანების დაუსრულებელი რიგი. ყველას უნდა, ეკრანზე შთამბეჭდავი გამოჩნდეს.

ჰოლივუდის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ სურთ, აკეთო ის, რასაც გეუბნებიან, იყო ის, ვინც უნდათ, რომ იყო და თან დარწმუნებულები არიან, რომ ეს ზუსტად შენზეა ზედგამოჭრილი.

ვიღაცის გამო არასოდეს გავიპარსავ წვერს. წვერის გაპარსვა ყვერების მოჭრის ტოლფასია.

დიდად არ მომწონს ჩემი თავი – უფრო სწორად, საერთოდაც არ მომწონს.

უკვე დიდი ხანია, ვცდილობ ნორმალურ საზოგადოებაში ჩაწერას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გამომდის.

ჩემში ორანგუტანგი, სახელად – არტური ცხოვრობს. ყველა მცდარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი სწორედ ისაა. ეს საზიზღარი არსება ყოველთვის “სიგიჟის” ღილაკს აწკაპუნებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გამოთვრება. მაგრამ ის სხვა არავინაა, თუ არა ორანგუტანგი და მეც სხვა შანსი არ მაქვს – მასთან უნდა მოვრიგდე.

თავში უამრავი ხმა ჩამესმის, მაგრამ მე მათ კონტროლს ვახერხებ.

არსად თავი ისე კომფორტულად არ მიგრძვნია, როგორც შეშლილი მაქსის გადასაღებ მოედანზე. ჩვენ სტუდიისა და პროდიუსერების თვალთახედვისგან შორს, შუაგულ უდაბნოში ვიყავით გაშლილები. ერთი მანქანა ქვიშაში იმდენად ღრმად ჩავფალით, რომ ბოლოს მისი ამოთხრა და ამოთრევა მოგვიწია. პარალელურად, ირგვლივ Hells Angels-ის კლუბიდან და სადო-მაზო წვეულებიდან გამოქცეული, ტყავებში გამოწყობილი გიჟები დარბოდნენ. ეს ყველაფერი დიუ სოლეის ცირკში Slipknot-ის წარმოდგენას ჰგავდა.

ზოგს ეყვარები, ზოგს -არა, უმეტესებას კი – ფეხებზე ეკიდება ის, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ, როგორ ცხოვრობ და რა გაინტერესებს.

ერთადერთი, რაც შემიძლია – ტრაკის გამოწმენდა, კბილების გამოხეხვა და იმის კეთებაა, რასაც ვაკეთებ.

ახლა უცებ რომ გამიჩნდეს 50 მილიონი, უფრო მეტ დროს სახლში გავატარებდი.

მე Xbox-ს ვთამაშობ, თან ბავშვებს ვუვლი და ძაღლებსაც ყურადღებას ვაქცევ. გამისწორდებოდა კინოს ყურება, უბრალოდ, ამისთვის დრო არ მრჩება. ასე რომ, მე მხოლოდ ჩემს ფილმებს ვუყურებ, იმასაც იმიტომ, რომ ვალდებული ვარ.

ძაღლებით შეპყრობილი არ ვარ, უბრალოდ, მე ისინი ძალიან მიყვარს. ძაღლი – ეს თვით ღმერთია.

ძაღლს ვერ მოატყუებ, ის საუკეთესო და ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია. მისი თანდასწრებით ნებისმიერი როლი განასახიერე და ნახავ, მისი მზერა როგორ უღებს ბოლოს შენს წარმოდგენას მსახიობობაზე.

უკვე ვიცი, 38 წლის ასაკში რამდენ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა.

მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ვინ ხარ შენ. მთავარია, მომავალში რის კეთებას აპირებ.

კარგია, როცა ყველა ცოცხალი რჩება.

 

წყარო: www.esquire.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

ბნელი რაინდიდიუ სოლეის ცირკიკრისტოფერ ნოლანილალი ახვლედიანიმარლონ ბრანდოპორტშიტომ ჰარდიშექსპირიშეშლილი მაქსიჩეხოვი
Previous Post

ჯიმ კერი ტელევიზიას უბრუნდება - მსახიობი "Kidding"-ში მთავარ როლს შეასრულებს

Next Post

ქართული ფილმი "8 წუთი" კოტბუსის კინოფესტივალზე მიემგზავრება!

Next Post
ქართული ფილმი “8 წუთი” კოტბუსის კინოფესტივალზე მიემგზავრება!

ქართული ფილმი "8 წუთი" კოტბუსის კინოფესტივალზე მიემგზავრება!

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020