სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

სოფია კოპოლა: “არავის უნდა იმის კეთება, რასაც მშობლები ეუბნებიან”

Cinemania ავტორი Cinemania
17 იანვარი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
სოფია კოპოლა: “არავის უნდა იმის კეთება, რასაც მშობლები ეუბნებიან”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

(ინტერვიუ სოფია კოპოლასთან)

 

ერთხელ მაიკლ დუგლასმა თქვა, რომ თავის წარმატებებს მამამისს უკავშირებდა და წლების განმავლობაში აწუხებდა ფიქრი, რომ კირკ დუგლასის სახელის დახმარებით მიაღწია ყველაფერს. თქვენთვის, როგორც ფრენსის ფორდ კოპოლას შვილისთვის, ეს გრძნობა ნაცნობია?

მე ამის გამო განსაკუთრებულ წნეხს არ ვგრძნობდი და ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რა მინდოდა. რა თქმა უნდა, მამაჩემით და მთელი ჩემი ოჯახით ძალიან ვამაყობ, მაგრამ მე ჩემი გზა და მუშაობის ჩემებური სტილი მაქვს.

მამათქვენი გასწავლიდათ რეჟისურას?

არა. მამაჩემი ყოველთვის გვესაუბრებოდა კინოს შესახებ, თუმცა ეს ჩვენთვის მხოლოდ იმის გაზიარება იყო, რაც მას აღელვებდა და აღაფრთოვანებდა. შვილებისთვის კინორეჟისურის სწავლება მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

თქვენი გზა როგორ იპოვეთ?

თავიდან ბევრი რამ ვცადე. სახლიდან წავედი, კოლეჯში ჩავაბარე… ტანსაცმლის კომპანიაც კი შევქმენი და იაპონიაში პარტნიორებიც მყავდა. მაგრამ ერთხელაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე და მივხვდი, რომ კინოში მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებდი. მერე კი “თვითმკვლელი ქალწულები“ წავიკითხე და შემიყვარდა, მაშინვე ცხადი გახდა, რა უნდა მეკეთებინა…

როგორ გაიხსენებთ პერიოდს, როდესაც მამათქვენმა გადაწყვიტა, ნათლიას მესამე ნაწილში გეთამაშათ?

მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა. 18 წლის ასაკში არავის უნდა იმის კეთება, რასაც მშობლები ეუბნებიან. მამაჩემი კი გადასაღებ მოედანზე ჩემი რეჟისორი იყო და ეს ნამდვილი საშინელება გახლდათ! მე არც მსახიობი ვიყავი და არც გამოცდილება მქონდა, უბრალოდ, ამ ასაკში ყველას ახალი შეგრძნებები სჭირდება და მეც გავბედე და შევეჭიდე. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ნათლიას ამდენი მაყურებელი ჰყავდა. ამ ტრილოგიის გადაღებებზე გავიზარდე და შედევრად და საკულტო ფილმად ვერც აღვიქვამდი. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მსახიობობა არასდროს მდომებია, ეს ჩემთვის მაინც ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო, რადგან სწორედ ამგვარი გამოცდილებები გვაძლიერებს.

მართალია, რომ მამათქვენმა თქვენი დაბადება გადაიღო?

დიახ, მამაჩემი ჩემს დაბადებას დაესწრო და გადაიღო. დღეს ამას ბევრი აკეთებს, მაგრამ იმ დროს მეტად უჩვეულო იყო. საბედნიეროდ, მე ნანახი მაქვს ჩემი დაბადების კადრები. ვიდეო ადგილ-ადგილ წყდება და ცოტა სასაცილო საყურებელია. როცა ექიმმა მამაჩემს უთხრა, რომ გოგონა ეყოლა, მას სიხარულისგან კამერა ხელიდან გაუვარდა. მოკლედ, დიდი ხანია, კინო ჩვენი ოჯახური ბიზნესია.

კოპოლებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი?

ჩვენ ყველანი ისე გავიზარდეთ, რომ ოჯახი ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი პატივისცემა ოჯახისა და ნათესავებისადმი, ალბათ, მამაჩემის იტალიური წარმოშობიდან მომდინარეობს.

თქვენი ძმა პროდიუსერია. გსიამოვნებთ მასთან ერთად მუშაობა?

ის ჩვენი ოჯახის საპროდიუსერო კომპანიასაც მართავს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საერთო საქმე გვაქვს. შესანიშნავად მიცნობს და მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. რა ჯობია, როცა გადაღებებზე შენი ძმა შენ გვერდითაა და ყველაფერში გეხმარება.

დედობამ როგორ შეგცვალათ?

ჩემი გოგონას დაბადების მერე ერთი წელი შესვენება ავიღე და როცა შემდეგ წერა გავაგრძელე, მივხვდი, რომ ბევრი რამ ძველებურად აღარ იქნებოდა. ადრე ღამე ვმუშაობდი ხოლმე, ახლა კი ჩემი შვილის გრაფიკს ვერგები და მის რეჟიმზე გადაწყობა მიწევს.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

თვითმკვლელი ქალწულებიკირკ დუგლასიმაიკლ დუგლასინათლიანათლია 3ნინო დოლიაშვილისოფია კოპოლაფრენსის ფორდ კოპოლა
Previous Post

ლიამ ნისონი და ბრენდან გლისონი ძმები კოენების მინი-სერიალში ითამაშებენ

Next Post

"საშიში დედა" ბერლინის კრიტიკოსთა კვირეულს გახსნის

Next Post
“საშიში დედა” ბერლინის კრიტიკოსთა კვირეულს გახსნის

"საშიში დედა" ბერლინის კრიტიკოსთა კვირეულს გახსნის

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020