სულ პატარა გოგონა ვიყავი, როცა უკვე ზუსტად ვიცოდი, რა მსურდა ცხოვრებისგან.
როდესაც მსახიობობას ვიწყებდი, მკითხეს, რა იყო ჩემი ოცნება და ყველაზე მეტად რისი მიღწევა მსურდა, რაზეც შემდეგი პასუხი გავეცი: მინდა, რობერტ დე ნიროს პირისპირ თავდაჯარებული ვიჯდე. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ადრე თუ გვიან ეს სურვილი ამიხდებოდა.
შავი შოკოლადი ჩემი სისუსტეა. ჩემს ჩანთაში ერთი ფილა შოკოლადი ყოველთვის მოიძებნება.
ჩვენს სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, სახელსაც იხვეჭს და ვარსკვლავიც ხდება, თუმცა მნიშვნელოვან ჯილდოებს მაინც ვერ იღებს.
ჩემი ცხოვრებით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობითა და თუნდაც – ასაკის მატებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. უბრალოდ, ბედნიერი ადამიანი ვარ.
ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს ერთნაირი გარეგნობის ქალები – ქერა თმით, გაკეთებული ცხვირით, დაბერილი უზარმაზარი ტუჩებითა და სახეზე იმპლანტებით ლამაზები არიან?

მამაში ძალიან გამიმართლა. რა სიგიჟეები აღარ გადამხდენია, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ მასთან მისვლა და მის მხარზე თავის ჩამოდება შემეძლო.
საყოველთაო მშვიდობა ნამდვილად არსებობს და ის მხოლოდ ჩვენს გულსა და გონებაშია.
მე, შერონ სთოუნს, ჩემი ასაკი არასდროს დამიმალავს. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოვატყუო ხალხი. მითუმეტეს, რომ დაბერების დიდი ხანია აღარ მეშინია.
ბავშვებთან ურთიერთობისას უამრავ რამეს ვსწავლობთ. ისინი გვეხმარებიან, გავხდეთ უკეთესი ადამიანები.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეუბნებით – თუ მართალი ხართ, თქვენი დამარცხება შეუძლებელია.
საშინლად არ მინდა გასუქება. ვცდილობ, ასე არ მოხდეს. ვეგეტარიანელი არ ვარ, მაგრამ ხანდახან რამდენიმე კვირა ისე გადის, პროტეინს საერთოდ არ ვიღებ. ხან კი, პირიქით, სულ სტეიკს მივირთმევ.

სასაცილოა, მაგრამ ძირითადი ინსტინქტის ნახვამდე, არ ვიცოდი, ასეთი ლამაზი და მიმზიდველი თუ ვიყავი.
ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ჩავფლავდი. ჯანმრთელობაც შევირყიე და ჩემი ქორწინებაც არ შედგა… მაგრამ როგორღაც მოვახერხე, ძალა მოვიკრიბე და ფეხზე წამოვდექი.