მსახიობობას მაშინ შევეშვები, როდესაც ჩემი თავი ეკრანზე აღარ მომეწონება.
მე ყოველთვის მზად ვარ ურთიერთობებისთვის.
სიყვარულის შესახებ ყველაფერი ქალთევზას ყურებისას ვისწავლე. მადლობა ტომ ჰენკსს და დერილ ჰანას ამისთვის.
დედას დამსახურებაა, რომ დღეს ის ვარ, ვინც ვარ. ჩემი ოჯახი ყოველთვის სტიმულს მაძლევდა და მამხნევებდა საკუთარი თავის ძიების პროცესში.
მე პრობლემა მაქვს არეულ კაბინეტთან. ვწვები საწოლში და არ გამომდის დაძინება, რადგან ეჭვი მიჩნდება, რომ კაბინეტში ის დავინახე, რაც იქ არ უნდა ყოფილიყო.
იმ მომენტიდან, რაც ჩემი შვილი სახლში შემოვიდა, ჩემი ორი ძაღლი საოცრად ბედნიერი და მზრუნველი გახდა. ეს ყველაზე მშვენიერი რამ იყო, რასაც კი აქამდე შევსწრებივარ. როცა მეუბნებიან: ოჰ, შენ ხომ მარტოხელა დედა ხარ! მე ვპასუხობ: სინამდვილეში არ ვარ. მე ორი ბიჭი მეხმარება შვილის გაზრდაში.
დედობაში ყველაფერი დიდებულია – ეს არის ის, რისი მოლოდინიც მქონდა.
როდესაც ვმუშაობ, არ მრჩება დრო პირად საკითხებზე ფიქრისთვის.

ბეტი დევისის, მარლენ დიტრიხის და მერლინ მონროს ფილმებზე გავიზარდე.
ყოველთვის გაქვს შიში, რომ ფილმში უბრალოდ ვიღაცის ქალი არ იყო.
ჩემში ისევ არსებობს შიმშილის შეგრძნება. თითქოს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ვგრძნობ, რომ კვლავ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
მძულს მსახიობები, რომლებიც ნიცშეს ციტირებენ.
ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ფილმის კეთების პროცესი და გამიმართლა, რომ წარსულში შეხება მქონდა ფილმის შემქმნელებთან, რომლებიც მამხნევებდნენ. პროდიუსერობა ჩემთვის ძალიან ბუნებრივი აღმოჩნდა.
მე სამხრეთ აფრიკაში გავიზარდე. როდესაც რუკას დავხედავ ხოლმე, ვხედავ, რომ ჩვენ სამყაროს ფსკერზე ვართ. ყოველთვის ვკითხულობ ენციკლოპედიებს მსოფლიოს შესახებ და მიზიდავს მოგზაურობა.
ვისურვებდი, ვიყო იმის 10%, რაც დედაჩემი – ჩემთვის. ის თვითრწმენას მინერგავდა და მასწავლიდა, მიმეღო სიამოვნება ცხოვრებისგან. სწორედ ეს არის ის, რაც მინდა, ჩემი შვილისთვის გავაკეთო.
საკუთარ თავს უაღრესად სექსუალურ ქმნილებად აღვიქვამ.

კარიერის დასაწყისში სინჯებზე დიდი ზომის მაისურებითა და ფართო ჯინსებით მივდიოდი. ასე ვცდილობდი, ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ჩემთვის სინჯებზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობდა.
მოდელობა არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება.
წყარო: www.brainyquote.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა