სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

სერიალი “ხიდი”: ოჯახი – ეს ტრავმაა

Cinemania ავტორი Cinemania
6 ოქტომბერი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
სერიალი “ხიდი”: ოჯახი – ეს ტრავმაა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

(მესამე სეზონი)

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

შვედეთში ახალი მკვლელობების სერია იწყება. ამჯერად ხიდს არაფერი ეჯახება და ზედ გვამსაც არავინ ტოვებს, მაგრამ რადგან პირველი მსხვერპლი – ლგბტ აქტივისტი – ჰელე ანკერი დანიელია, საქმეში დანიის პოლიციაც ერთვება. ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი ხიდი კი ისევე ატარებს მკვლელებსა თუ დამნაშავეებს, როგორც პოლიციელებსა თუ წესიერ მოქალაქეებს.

მარტინ როდე ციხეშია. საგას ახალი კოლეგა, ჰანე ტომპსონი ცოტა ამრეზილად უყურებს. ყველა ისე იქცევა, თითქოს საგამ რაღაც უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა. ჰანეც დიდად არ იწუხებს თავს საგას გასაგებად და მხოლოდ საქმეზეა კონცენტრირებული, თუმცა ის მალევე ეთიშება გამოძიებას: ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლის კარის გაღებისას ნაღმი ფეთქდება.

როგორც საგას სჩვევია, მომხდარში ამჯერადაც საკუთარ თავს ადანაშაულებს და მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე დეტექტივია, ავიწყდება, რომ ისიც ადამიანია, არ აქვს ზეადამიანური უნარები და შეიძლება გადაიღალოს, რაღაცები გამორჩეს. ახალი მეწყვილე, ჰენრიკ სებროე, უფრო მეტად გულისხმიერი და სანდო ადამიანი ჩანს. მალევე უღებს ალღოს საგას და ხვდება, რომ მიუხედავად უცნაურობებისა, ის შესანიშნავი დეტექტივია. გამოძიება სულ უფრო ჩახლართული ხდება. მკვლელის სამიზნე საგას უფროსი – ჰანს პეტერსონიც აღმოჩნდება, ხოლო ახალი უფროსი აშკარად ცდილობს საგა რამეში დაადანაშაულოს და გამოიჭიროს. ჰანსის გარეშე მას ძალინ უჭირს. იმასაც იგებს, რომ ჰანსს მისთვის არაერთი საჩივარი დაუმალავს კლიენტებისგან, რომლებიც საგას უტაქტობაზე ჩიოდნენ. ჰანსის სახით, ის ერთადერთ მფარველსა და მეგობარს კარგავს.

ამასობაში სულ უფრო მეტად ჭირს მკვლელის მოტივის დადგენა და მოკლულებს შორის საერთოს მოძებნა – გენდერული სისტემის კოლაფსი? ჰომოფობია? ახალი ექსტრემისტები ოჯახის სიწმინდის დასაცავად?

ხიდის მესამე სეზონში საგას ოჯახის ისტორიაზე ახალ დეტალებს ვიგებთ. უეცრად ჩნდება დედა, რომელიც მომაკვდავ მამასთან მისვლას სთხოვს. საგა აგრესიული და გულცივია. რას ვერ პატიობს ის მშობლებს, რატომ არ სურს მათთან ურთიერთობის აღდგენა? როგორც ჩანს, ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს მეოთხე, ფინალურ სეზონში მივიღებთ.

მესამე სეზონი უპირობოდ ყველაზე მასშტაბური, დაძაბული, პირადული და ემოციურია, სადაც ოჯახებისა და ბავშვობის ტრავმები ყველა სხვა მოვლენას ჩრდილავს და დანაშაულის განმაპირობებელ ღერძად იქცევა. ოჯახი – მცირე სოციალური ჯგუფი, რომლიდანაც ბედნიერი ინდივიდების ნაცვლად, ფსიქიკადაზიანებულ, უმოტივაციო, დათრგუნულ თაობას ვქმნით და ამ წრებრუნვაში ხსნა არ ჩანს. არავინ ფიქრობს რეალურ პრობლემაზე, მტერსა და განტევების ვაცს სხვაში, უცხოში, განსხვავებულში, ჩვენთვის გაუგებარში ვხედავთ. როგორ გარემოში უნდა იზრდებოდეს ბავშვი? კი, პასუხს საზეპიროსავით სხაპასხუპით გასცემთ, მაგრამ შეხედეთ სერიალის გმირებს: მთელი ეს სისტემა თავზე ენგრევათ. პრობლემას ჰომოსექსუალი/ათეისტი/სხვადასხვა რასის/ განსხვავებული ასაკის  წყვილის ოჯახში ხედავთ? კი ბატონო, და რა ხდება თქვენს ჰეტეროსექსუალ მშობლებთან? უსიყვარულობა, განქორწინება, ქონებისთვის ბრძოლა, ნათესაური კლანები, ბავშვის აღზრდაზე უპასუხისმგებლობა, ბავშვთა სახლები, გაშვილება, ტაბუები, ცემა და ძალადობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, გამუდმებული პრობლემები… ყველა ერთმანეთს დავეთანხმებით – სიყვარული უმაღლესი ღირებულებაა, მაგრამ საკმარისია მისი გამოვლინება დავინახოთ, ჩვენი შეხედულებით – არასწორი გამოვლინება, რომ მაშინვე გაკიცხვას, აღშფოთებას, დაცინვას ვიწყებთ: ამხელა ქალმა თინეიჯერთან ურთიერთობა როგორ გაბედა? (ანას გმირი, რომელსაც 17 წლის ბენჯამინი უყვარდება) – ვასკვნით მენტორულად – რა სისულელეა, როგორ შეიძლება სიყვარული გაჩნდეს ასეთ ურთიერთობაში? ისე ვიქცევით, თითქოს ვიცოდეთ, როდის, რანაირად, რა სახით გვეწვევა ეს გრძნობა. ჩვენ ყველაფერი წინასწარ უნდა დავგეგმოთ და განვსაზღვროთ. პირველ ადგილზე საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები, ოჯახი, ტრადიცია, კარიერა, შვილები, სტატუსი დავაყენოთ, საკუთარი სურვილები ჩავმარხოთ, პიროვნული განვითარება დავივიწყოთ, ყველანაირად შევებრძოლოთ საკუთარ თავს და არ გავიცნოთ, არ გამოვიკვლიოთ ის. ასე უფრო მარტივია. გარდა ამისა, არც სხვა შესაძლებლობებს ვუშვებთ, სხვა გზებს, მსჯელობას, რაღაც-რაღაცების შეჯერებას, გადახედვას, გადააზრებას და თანამშრობლობას. იქნებ სხვანაირადაც გამოვიდეს?

როცა ფეხმძიმე ჟანეტი ხედავს, თუ როგორ “მოსიყვარულე” მშობლებს უჩენს შვილს, სახლიდან გარბის. გარბის ვისთან? თავის საყვარელ ადამიანთან, რომელიც თამაშზეა დამოკიდებული და მათი ერთადერთი, ძლივს შეძენილი სახლიც კი წააგო. ასეთია მომავალი მამა?

ყველამ, ვისთანაც ემოციურად ახლოს ვიყავი, ან ტკივილი მომაყენა, ან მიმატოვა – ამბობს საგა მრავალთა სათქმელს. დიახ, წარმატებული დეტექტივის ტკივილიც მის ოჯახსა და ბავშვობას უკავშირდება. სწორედ ამან განსაზღვრა მისი პიროვნება, და ეს გახდა სერიალის მთავარი გმირის, მთავარი დამნაშავის მკვლელობების მოტივის განმაპირობებელი ფაქტორიც (ვერც კი წარმოიდგენთ, ვინ აღმოჩნდება მკვლელი!). სიკვდილი კი არ მინდა, მსურდა, საერთოდ არ დავბადებულიყავი – ამბობს ის. “არდაბადების” საკითხს ეგზისტენციალურ პრობლემასთან მივყავართ, რომელზე ფიქრითაც ანტიკურ პერიოდშიც იყვნენ დაკავებულები და ალბათ, მანამდეც (არ დაიბადო – აი, რა არის / ყველაზე კარგი და მერე ის, რომ / უკეთუ იშვი, საჩქაროდ ისევ / იქვე დაბრუნდე, საიდანაც მოხვალ; (სოფოკლე, ოიდიპოსი კოლონოსში).

აი, რას შეიძლება ფიქრობდეს და გრძნობდეს თქვენი შვილი.

ამ სავალალო სიტუაციაში სინათლის სხივიც ბჟუტავს: საგას და ჰენრიკის წყვილი. იქნებ მეოთხე სეზონში ეს ორი ტრავმირებული ადამიანი უფრო მეტად დაუკავშირდეს ერთმანეთს, გადალახონ პირადი ტრაგედიები, გაუმკლავდნენ ირგვლივ გამეფებულ წესებს, მკვლელებსა და მორალისტებს, ახალი გზა გაკვალონ, შექმნან სამყარო, რომელიც მხოლოდ მათი იქნება და გაბედნიერდნენ?

ასე მონდომებით არასდროს არ მიგულშემატკივრია გამოგონილი პერსონაჟების წყვილისთვის.

ისინი იმსახურებენ ბედნიერებას.

ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას.

ბექა სუხიტაშვილიმარტინ როდეოიდიპოსი კოლონოსშისაგა ნორენისერიალი ხიდისოფოკლეხიდის მესამე სეზონიჰანე ტომპსონიჰანს პეტერსონიჰელე ანკერიჰენრიკ სებროე
Previous Post

გაიცანით "აღმოსავლეთის ექსპრესის" პერსონაჟები 16 ახალი ორიგინალური პოსტერით

Next Post

ვიდეო: ჯულია რობერტსმა მთელი თავისი კარიერა ერთ სკეტჩში გაითამაშა

Next Post
ვიდეო: ჯულია რობერტსმა მთელი თავისი კარიერა ერთ სკეტჩში გაითამაშა

ვიდეო: ჯულია რობერტსმა მთელი თავისი კარიერა ერთ სკეტჩში გაითამაშა

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020