სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

მერაბ ნინიძე: “სამშობლო” არის მცდელობა, დახატონ დღევანდელობის ობიექტური სურათი”

Cinemania ავტორი Cinemania
25 აპრილი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
მერაბ ნინიძე: “სამშობლო” არის მცდელობა, დახატონ დღევანდელობის ობიექტური სურათი”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცოტა ხნის წინ ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე პოპულარულ სერიალში – სამშობლო გამოჩნდა. მსახიობი რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, მიროვის როლს ასრულებს. მისი გმირი აშშ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციას ხელმძღვანელობს. ნინიძის სამშობლოში გამოჩენამ ქართული საზოგადოება ძალიან გაახარა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სამშობლო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალრეიტინგული სერიალია.

სინემანია გთავაზობთ ინტერვიუს მერაბ ნინიძესთან.

 

როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც სამშობლოში როლი შემოგთავაზეს და როგორი იყო გადაღებების პროცესი?

სიმართლე გითხრა, სამშობლოს მაყურებელი აქამდე არ ვიყავი. არცერთი სერია და სეზონი არ მქონდა ნანახი. თუმცა, მის შესახებ ვიცოდი. როდესაც შემოთავაზება მივიღე, ჩემი შვილისგან, მარიამისგან გავიგე, თუ რა მასშტაბის სერიალზე იყო საუბარი. ძალიან საინტერესო გახლდათ მუშაობის პროცესი, სამშობლოს მსახიობებთან მუშაობა. თუმცა, იყო ერთი სირთულეც – გადასაღებ მოედანზე სულ სამმა ადამიანმა იცოდა რუსული ენა. როდესაც უცხოურ ფილმში თამაშობ და სათამაშო ენა გადასაღებ მოედანზეც უცხოა, ასე მუშაობა ძალიან უცნაური და რთულია. ამას დაემატა ისიც, რომ თითქოს “შევვარდით” სერიალის ფინალში, ბოლო, მე-11 და მე-12 სერიებში. მოსამზადებელი პერიოდი თითქმის არ გვქონია. ძალიან ლაკონურად გავიარეთ, თუ როგორი იქნებოდა პერსონაჟი. სიღრმეებში ჩასვლის დრო და საშუალება არ იყო.

ამის მიუხედავად, ქართველი აუდიტორია ძალიან გაახარა თქვენმა როლმა…

მეც ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გამოჩენას სამშობლოში. ამდენი წელია, ამ პროფესიას ვემსახურები და ასეთი რეზონანსი აქამდე არცერთ სხვა როლს არ მოჰყოლია. ამან ცოტა გამაკვირვა, თუმცა, გამახარა კიდეც. როგორც ჩანს, სერიალს მართლაც დიდი აუდიტორია ჰყავს და მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივრობისთვის.

ქართულ საზოგადოებაში ინტერესი სამშობლოში რუსული თემატიკის შემოტანამაც გააჩინა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

როდესაც მე-11 და მე-12 სერიების სცენარი წავიკითხე, ცოტათი გამიკვირდა. მანამდე მეგონა, რომ სცენარი ამერიკული მხარისთვის უფრო მეტად პროპაგანდული იქნებოდა და ამერიკული მხარის სიძლიერეც უფრო მეტად იქნებოდა ხაზგასმული. თუმცა, სცენარის წაკითხვისა და გადაღებებზე ჩასვლის შემდეგ სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ წერდნენ დიალოგებს, როგორ მუშაობდნენ რუსული თემის გამოტანაზე და მივხვდი, რომ დიდ პროპაგანდას ადგილი არ ჰქონდა. ასეთი დამოკიდებულება კი ჩემთვის, როგორც მსახიობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თქვენ უარი თქვით როლზე, რადგან არ იზიარებდით ფილმსა თუ სერიალში გატარებულ იდეოლოგიას. რას ფიქრობთ ამ საკითხზე სამშობლოსთან მიმართებით?

მე შეიძლება კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი არ ვიყო და ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის გმირები განვასახიერო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სცენარი, პერსონაჟი და ზოგადად, შინაარსი. არ მივიღებ მონაწილეობას იქ, სადაც ადგილი აქვს პროპაგანდისტულ, იდეოლოგიის მატარებელ შინაარსს, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას და მოწოდებებს; ისეთ სცენარს, რომელიც არაფერს ემსახურება და არ არის ახლოს რეალობასთან. აქედან გამომდინარე, სამშობლოც და მაკმაფიაც იმის მცდელობაა, დღევანდელობის ობიექტური სურათი დახატონ, აჩვენონ, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში და საზოგადოებაში.

რა ეტაპზეა ახლა გადაღებები და თუ ვიხილავთ თქვენს პერსონაჟს მომდევნო სეზონშიც?

გადაღებები ამ დროისთვის დასრულებულია. ახლა გამოვა მე-12 სერია, რომელიც სეზონის კულმინაცია იქნება. არის საუბარი გადაღებების გაგრძელებაზეც, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ მოსაზრებაა და დადასტურებულად ვერაფერს გეტყვით.

 

მოამზადა მარიკა ბაკურაძემ

Homelandმაკმაფიამარიკა ბაკურაძემერაბ ნინიძემიროვისამშობლო
Previous Post

პირველი კენიური ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალზე მოხვდა

Next Post

15 აქამდე უცნობი ფაქტი პოპულარული ფილმების გადასაღები მოედნიდან

Next Post
15 აქამდე უცნობი ფაქტი პოპულარული ფილმების გადასაღები მოედნიდან

15 აქამდე უცნობი ფაქტი პოპულარული ფილმების გადასაღები მოედნიდან

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020