სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ მოიკლა თავი რობინ უილიამსმა…

Cinemania ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
რობინ უილიამსი

რობინ უილიამსი

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რობინ უილიამსი
რობინ უილიამსი

ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რობინ უილიამსმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, თუმცა მისი პიროვნება დღემდე განხილვის საგანია.

მსახიობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა პროექტი ერთგვარი მცდელობაა, პასუხი გაეცეს მისი პიროვნების გარშემო დაგროვილ უამრავ შეკითხვას და უფრო ნათლად დაგვანახოს, ვინ იყო სინამდვილეში რობინ უილიამსი. ამ პროექტებს შორისაა დეივ იცკოფის ახლახანს გამოქვეყნებული წიგნი “რობინი” და დოკუმენტური სურათი (რომლის პრემიერაც HBO-ზე შედგა) – რობინ უილიამსი: ჩაიხედე ჩემს გონებაში.

ჭეშმარიტებისგან არცთუ ისე შორს მდგომი მცდელობების მიუხედავად, რობინ უილიამსის წასვლით დატოვებული სიურრეალისტური სიცარიელე მაინც არ ივსება. ვიხსენებთ მის ნამუშევრებს და ნაკლებად პოპულარულ ფილმებშიც კი, სიცოცხლითა და სიყვარულით გაუმაძღარ ადამიანს ვხედავთ. თუმცა, მათ, ვისაც უილიამსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, კარგად იცოდნენ, რომ სინამდვილეში საქმე ასე სულაც არ იყო.

ცნობილია მსახიობის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულება და ისიც, რომ ბევრი მცდელობისა და ოცწლიანი ფხიზლად ყოფნის შემდეგ, 2006 წელს ის კვლავ მიუბრუნდა ამ დამანგრეველ მიდრეკილებებს. ეს მის სამსახიობო კარიერასაც მკვეთრად დაეტყო, თუმცა 2014 წლის 11 აგვისტოს ჩადენილმა თვითმკვლელობამ საბოლოოდ დაანგრია მითი, რომ რობინ უილიამსი ჰოლივუდის ყველაზე მხიარული ადამიანი იყო.

ამ შოკისმომგვრელი ფაქტის შემდეგ, ბუნებრივია, ყველამ სუიციდის მიზეზების კვლევა დაიწყო. იხსენებდნენ, საუბრობდა თუ არა უილიამსი დეპრესიის შესახებ, იქნებ ოდესმე ამ თემაზე უხუმრია, ან სულაც უცეკვია – ეს ხომ მისი სტილი იყო. რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსახიობს სიცოცხლის გაგრძელების სურვილი დაკარგული ჰქონდა.

რობინ უილიამსი
რობინ უილიამსის თვითმკვლელობა

სულ რაღაც ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ რობინ უილიამსი დემენციით იტანჯებოდა. ეს დაავადება პარკინსონის დაავადების მსგავსია და კოგნიტური ფუნქციის მოშლასა და მენტალური შესაძლებლობების თანდათანობით დაქვეითებას იწვევს. სწორედ ამან უბიძგა მსახიობს, რომ კალიფორნიის შტატში, ტიბურონში, საკუთარ სახლსა და საძინებელში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ის დეპრესიას არ მოუკლავს… დეპრესია ერთ-ერთი და ყველაზე უმნიშვნელო იყო იმ 50 სიმპტომიდან, რომლითაც რობინი იტანჯებოდა. მთელი წელი შევალიე იმის კვლევას, თუ რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე, თუმცა, როგორც ექიმმა გვითხრა, ეს დაავადება საკმაოდ მძიმე და პროგრესირებადია და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, – განაცხადა სუზან შნეიდერმა, რობინ უილიამსის მეუღლემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დიაგნოზი ნებისმიერი ადამიანისთვის დამანგრეველი და მძიმეა, მსახიობის ემოციურმა მდგომარეობამ და ფსიქიკურმა არამდგრადობამ დაავადების შეუქცევად პროგრესირებას ხელი შეუწყო და ლატალური შედეგიც დადგა.

უილიამსის გონება ოთახებიან მუზეუმს ჰგავდა. აქ შეხვდებოდით სასაცილო, მხიარულ, მშვიდ და სევდიან ოთახებს. კიდევ იყო ერთი – ცარიელი ოთახიც, სადაც არავინ ვიცით, რა ხდებოდა. თუმცა, რაც უფრო ასაკში შევედით, ერთმანეთს უკეთ გავუგეთ და კარგად გავიაზრეთ, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა, – ამ ცარიელი ოთახების გაღება დავიწყეთ. ძალიან გახსნილები ვიყავით და ერთმანეთს საკუთარ ფიქრებს ვუზიარებდით. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდა… – განაცხადა ბილი კრისტალმა დოკუმენტური ფილმის – ჩაიხედე ჩემს გონებაში პრემიერაზე.

რობინ უილიამსი
კადრი ფილმიდან “ჩაიხედე ჩემს გონებაში”

რობინ უილიამისის არცთუ ისე დალხენილი ცხოვრებისა და ეკრანული იმიჯის მიღმა არსებული პრობლემების შესახებ გარკვეულწილად ცნობილი იყო არა მხოლოდ მისი ახლობლებისთვის, არამედ მაყურებლისთვისაც. მსახიობმა 1970-იანი წლების ბოლოს, ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება და საკუთარი არაორდინალურობით ადამიანებს თავი მაშინვე დაამახსოვრა. ათწლეულების განმავლობაში მისი კარიერაც მისი ფსიქიკური და მენტალური მდგომარეობის მიხედვით იცვლებოდა. საინტერესო პროექტებს ყოველთვის თანხმდებოდა, არც ახალ-ახალ გამოწვევებს უშინდებოდა და მაყურებლის გასამხიარულებლადაც ყოველთვის მზად იყო.

დალევა სიცარიელის შესავსებად აუცილებელია, თუმცა მას ერთგვარი შიშიც ახლავს თან. იწყებ ფიქრს: როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა ამის შემდეგ? უცებ კი, გონება გინათდება და რეაბილიტაციის იმედი გაქვს. თუმცა, ეს იმედი იმედად რჩება… იცი, რომ ყელამდე ჩაძირული ხარ, – ამბობდა მსახიობი 2011 წლის ინტერვიუში.

2006 წლის ივლისში რობინ უილიამსმა განაცხადა, რომ კვლავ მამა ხდებოდა, მომავალი შვილის წინაშე  დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამიტომ აუცილებლად უნდა შეშვებოდა საშიშ მიდრეკილებებს.

მინდოდა, ჩემი შვილებისთვის ფხიზელი თვალით მეყურებინა. არ გამომრჩენოდა, რაზე ისაუბრებდნენ, ან რას გააკეთებდნენ. ჩათვალეთ, რომ შვილებიც ნარკოტიკებივით არიან. როდესაც მშობელი ხარ, მთლიანად მოცული ხარ მათით. ასე არ არის? – აცხადებდა მსახიობი, – არჩევანი რომ მქონდეს, ჩემს მეხსიერებას მთლიანად წავშლიდი და მხოლოდ ჩემს შვილებთან დაკავშირებულ მოგონებებს დავტოვებდი, მათ შორის იმ მოგონებებსაც, როდესაც ისინი ცუდად იქცეოდნენ… ჩემთვის ყველაფერი, რაც მათ უკავშირდება, არაჩვეულებრივია.

რობინ უილიამსი
რობინ უილიამსი ოჯახთან ერთად

რობინ უილიამსის სიკვდილის შემდეგ მისი ახლობლები და გარშემომყოფები გამუდმებით ეკითხებოდნენ საკუთარ თავს: როგორი იყო სინამდვილეში რობინი? როგორსაც პირადად იცნობდნენ, როგორსაც ეკრანზე ხედავდნენ თუ როგორსაც საერთოდ არ იცნობდნენ?

შეიძლება ითქვას, რომ უილიამსმა საკუთარი პიროვნების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის ყველასგან დამალვა მოახერხა და სამწუხაროდ, ვერც მისმა გაშემომყოფებმა მოასწრეს იმის გააზრება, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მსახიობის გულჩათხრობილობას.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად უილიამსი ფსიქიკურად სუსტ ან გაუწონასწორებელ ადამიანად თავს არასდროს თვლიდა, მეტიც, როგორც ამბობდა, სიკვდილზე მაშინაც კი არ ფიქრობდა, როდესაც საკამოდ დიდი დოზით იღებდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

ძალიან უცნაურია, მაგრამ წლების განმავლობაში, როდესაც ვსვამდი, ერთადერთხელ წამომცდა ფრაზა – “ამ ცხოვრების დედაც!” და მერე უცებ საკუთარმა გონებამ დამამუხრუჭა და ჩემს თავს შეკითხვა დავუსვი: ნუთუ, ეს მართლა შენ თქვი? ნუთუ, გულწრფელად ფიქრობ, რომ ამ ცხოვრების დედაც?! შეხედე, როგორი მშვენიერი ცხოვრება გაქვს! შეამჩნიე შენი ორი სახლი? მეგობარი გოგონა? ამდენ კარგ ამბავზე რას იტყვი, ახლა შენ გარშემო რომ ხდება? ჰოდა შეეშვი სუიციდზე ფიქრს! თავის მოკვლის ტრაკი მაინც არ გაქვს…

მნიშვნელოვანი და სასარგებლო იდეების წინ წამოწევასა და თავმოყრაში რობინ უილიამსი ნამდვილად ბრწყინავდა და ეს მის მიერ შესრულებულ როლებსაც ეტყობოდა. ბოლო დროს კი, როგორც თავად ამბობდა, არასაჭირო ფიქრებისგანაც გათავისუფლდა. თუმცა, მისი ახლო მეგობარი, ბილი კრისტალი იხსენებს: ვატყობდი, რომ ბოლო დროს თავს კარგად არ გრძნობდა, მაგრამ უფრო ახლოს არ მიშვებდა და არც იმის უფლებას მაძლევდა, მისი გუნება-განწყობის შესახებ მეტი გამეგო. როგორც კი რაიმეს ვკითხავდი, მაშინვე მპასუხობდა: “ხომ იცი, როგორი ვარ?” მაგრამ მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მხოლოდ იმას ვამჩნევდი, რომ ბედნიერი არ იყო.

რობინ უილიამსი და ბილი კრისტალი

მიუხედავად იმისა, რომ რობინ უილიამსს არაერთი დრამატული როლი აქვს შესრულებული, მაყურებლისთვის ის პირველ რიგში კომედიანტი იყო. მისი სამსახიობო კარიერაც ხომ სიცილითა და მხიარულებით დაიწყო… ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ გაგრძელდა და ყველასათვის საყვარელმა არტისტმა 2014 წლის 11 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

წყარო: https://www.eonline.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

HBOბილი კრისტალიდეივ იცკოფინინო დოლიაშვილირობინ უილიამსირობინ უილიამსი: ჩაიხედე ჩემს გონებაშირობინისუზან შნეიდერი
Previous Post

რა ისწავლეს ერთმანეთისგან ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ

Next Post

სერიალი "ცოდვილი" ახალი სიუჟეტით დაბრუნდა

Next Post
"ცოდვილი",

სერიალი "ცოდვილი" ახალი სიუჟეტით დაბრუნდა

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5475

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
3800

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2126

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020