სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ ისურვა ტილდა სუინტონმა “დოქტორ სტრეინჯში” თამაში

Cinemania ავტორი Cinemania
9 ივლისი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
რატომ ისურვა ტილდა სუინტონმა “დოქტორ სტრეინჯში” თამაში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

ტილდა სუინტონის ფანებში მის მიერ არჩეული როლები გაკვირვებას უკვე აღარ იწვევს. ბრიტანელ მსახიობს საინტერესო, უცნაური და განსხვავებული როლები იზიდავს, და მიუხედავად ამისა, ცოტათი მაინც შოკის მომგვრელი იყო მისი დოქტორ სტრეინჯში გამოჩენა. მარველის ფილმში მსახიობი მისტიკოს მასწავლებელს განასახიერებს, რომელიც ბენედიქტ კამბერბეტჩის  გმირს თავისი ზებუნებრივი ძალების გარკვევაში ეხმარება. მარველის კინოსამყაროსთან კოლაბორაციას თავისი ახსნა აქვს: სუინტონს სურს, კინოგურმანებმა აკეთონ ის, რაც მათ ყველაზე მეტად სიამოვნებთ: უყურონ ფილმს კინოთეატრში. მე კინოთეატრის მოყვარული ვარ, – აცხადებს სუინტონი, – შესაბამისად, ჩემი ხმა მას, ვინც ხალხს კინოში წასვლისკენ უბიძგებს.

სუინტონი საკუთარ თავს მარველის კინოსამყაროს ფანად მიიჩნევს: უკვე რამდენიმე წელია ისინი უპირობო ლიდერები არიან. როცა ამ ფილმზე მუშაობა შემომთავაზეს, მაშინვე ახალ მულტისამყაროში გადავედი, გონებრივად გარდავიქმენი.

დოქტორი სტრეინჯის უნიკალურობა და მარველის ორიგინალური სცენარი შთამბეჭდავ შედეგს იძლევა: ვფიქრობ, ძალიან მაგარია, რომ მარველმა ასეთი განსხვავებული ფილმი გადაიღო. მთავარი გმირი ზრდასრული, გამოცდილი ადამიანია, რომელიც ასაკის შესაბამისად ცდილობს პრობლემების მოგვარებას.

სუინტონის ერთგული ფანებისთვის გაუგებარია, რატომ დათანხმდა მსახიობი მარველის შემოთავაზებას, როცა მისი ბოლო პერიოდის ფავორიტი ფილმები უცნობი ტბასთან (რეჟ. ალენ გიროდი) და მე ვნახე ეშმაკი (რეჟ. კიმ ჟი-უნი) იყო. თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ უბრალოდ, ერთობა.

მე ამ თამაშში ვარ ჩართული და შესაბამისადაც გადავიცვი. მე ჩემს თავს ვართობ. არ ვიცი, რამდენად დამაინტერესებს ამ ყველაფრის გამეორება. ზოგადად, რაღაცებში ქექვა არ მიყვარს.

უამრავი მსახიობი კარიერულ წინააღმდეგობებს იძულებით უმკლავდება, სუინტონს კი პირიქით, მრავალფეროვნება იზიდავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან ერთდროულად ვეს ანდერსონის კომედიაში, ძმები კოენების ფილმსა და მარველის სტრეინჯში ითაშამა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მრავალმხრივ ნიჭიერი მსახიობია, რომლის კარიერაც 80-იან წლებში, ექსპერიმენტულ კინო-რეჟისორთან, დერეკ ჯარმენთან ურთიერთობით დაიწყო. მოგვიანებით, სუინტონი დოკუმენტური კინოს Derek-ის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და ნარატორიც გახდა. (თუ მისი ადრეული პერიოდის ნამუშევრებით დაინტერესდებით, გირჩევთ, ნახოთ დერეკ ჯარმენის 1988 წელს გადაღებული ფილმი მშვიდობით, ინგლისო.)

მეეჭვება, დავინტერესდე ისეთი როლით, რომელიც თავსატეხს არ გამიჩენს. ზოგჯერ, მიმართლებს და მსგავსი როლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ ხელებში მივარდება.

მრავალწლიანმა კარიერამ ტილდა სუინტონის გარშემო ერთგულ რეჟისორთა დიდი წრე შეკრა. ოსკარის მფლობელისთვის ისინი უბრალოდ მეგობრები არიან.

ვცდილობ, მეგობრებთან ვიმუშაო. ძმები კოენები, ლუკა გადანინიო (ერთად ვიმუშავეთ ფილემბზე: დიდი შხეფი, მე ვარ სიყვარული და ახლა მორიგ ფილმზე – სუსპირია-ზე ვმუშაობთ), ჯუნ-ჰო ბონგი (ფილმი თოვლისმჭრელი და ახლა ოკჯა-ზე მოვრჩით მუშაობას), ჯიმ ჯარმუში – აი, ამ ადამიანებთან მსიამოვნებს მუშაობა.

სუინტოზე ვერ ვიტყვით, რომ პოპულისტია, მას უბრალოდ  სხვადასხვა ჟანრის ფილმები იზიდავს. დოქტორ სტრეინჯის გარდა, 2005 წელს მან კიანუ რივზთან ერთად კონსტანტინშიც მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, სუპერგმირების თემა მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ის მასშტაბურ პროექტებს არასოდეს გაურბის (თუნდაც, ნარნიას ქრონიკები რომ გავიხსენოთ).

სუინტონი წინა ნამუშევრებთანაც გრძნობს კავშირს: საგნები და მოვლენები ერთმანეთს თემატურად ერწყმის, ან, შეიძლება, ეს უბრალოდ ჩემი დამოკიდებულებაა – სხვადასხვა ფილმზე მუშაობით ბოლომდე დავიკმაყოფილო გაჩენილი ინტერესი.

ყველა მსახიობის მსგავსად, მასაც სურს ნამუშევრის მაყურებლამდე მიტანა (მისი სიტყვებით – დასრულებული ინტერესის გაზიარება), ამის საუკეთესო საშუალება კი მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობის მიღებაა. თანაც, მარველთან თანამშრომლობა სოლიდური შემოსავალის მიღებასაც გულისხმობს.

ფული სუინტონს საშუალებს აძლევს, აკეთოს ის, რაც უყვარს, მაგალითად, გადაიღოს მოკლმეტრაჟიანი ფილმი ჯონ ბერგერზე (მისი 2016  წლის კიდევ ერთი დიდი პროექტი), ან, როგორც ეს უკვე ერთხელ ქნა, – დაიძინოს მუზეუმში გამოფენილ მინის ყუთში, მოკლედ, – ყველაფერი, რაც მას გაუხარდება.

ჰოდა, რა გამოდის, რომ ტილდა სუინოტი ჩვენი გურუა, რომელიც დროისა და სივრცის დამორჩილებას გვასწავლის?

 

წყარო: www.indiewire.com

 

Derekალენ გიროდიბენედიქტ კამბერბეტჩიდერეკ ჯარმენიდიდი შხეფიდოქტორი სტრეინჯივეს ანდერსონითოვლისმჭრელიკიანუ რივზიკიმ ჟი-უნიკონსტანტინილუკა გადანინიომარველიმე ვარ სიყვარულიმე ვნახე ეშმაკიმშვიდობით ინგლისონარნიას ქრონიკებიოკჯასუსპირიატილდა სუინტონიუცნობი ტბასთანძმები კოენებიჯიმ ჯარმუშიჯონ ბერგერიჯუნ-ჰო ბონგი
Previous Post

"ნამდვილი სისხლის" ვარსკვლავი, ნელსან ელისი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

Next Post

მერილ სტრიპი: "არ შეწყვიტოთ ბრძოლა!"

Next Post
მერილ სტრიპი: “არ შეწყვიტოთ ბრძოლა!”

მერილ სტრიპი: "არ შეწყვიტოთ ბრძოლა!"

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020