სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ქსავიე დოლანის ოჯახის სიწმინდე

Cinemania ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ქსავიე დოლანის ოჯახის სიწმინდე

Xavier Dolan Canadian actor and filmmaker, Paris, FRANCE - 30/09/2014/JDD_132501/Credit:Eric DESSONS/JDD/SIPA/1410061331

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

კანადელი დამოუკიდებელი კინოს ვარსკვლავი, ქსავიე დოლანი, დაბეჯითებით გეტყვით, რომ მისი ბავშვობა ჩვეულებრივი და მშვიდი იყო. ამ დროს კი, მისი რომელიმე ფილმის ნახვის შემდეგ, შეუძლებელია მაყურებელს ეჭვი არ გაუჩნდეს, რომ იდეებს, რომლებიც რეჟისორის თავში დაიბადა, რეალური საფუძველი აქვს. დოლანი გვარწმუნებს, რომ ასე არ არის.

მოდელი, მსახიობი, რეჟისურის ვუნდერკინდი, ცნობილი უკვე პატარაობიდან – 28 წლის ასაკისთვის მისი ცხოვრება სრულიად შთამბეჭდავია. დიდების სიის ჩამონათვალში კი ჯილდოების მატებას კვლავ განაგრძობს. მისმა უკანასკნელმა ფილმმა – ეს მხოლოდ აღსასრულია კიდევ ერთხელ აალაპარაკა კინომოყვარულები და კრიტიკოსები. მხოლოდ კანის კინოფესტივალზე, 2009 წლიდან მოყოლებული, 14 სხვადასხვა ნომინაციაშია წარდგენილი (აქედან 8-ჯერ გაიმარჯვა).

ქსავიე დოლანი 6 წარმატებული კინოსურათის ავტორია. პირველი მათგანი – მე მოვკალი დედაჩემი 19 წლისამ გადაიღო. ნახევრად ავტობიოგრაფიულ ფილმში მთავარი გმირი, ჰუბერტი, ჰომოსექსუალი თინეიჯერია, რომელსაც დედასთან ურთიერთობა ეძაბება. მეორე ფილმი – წარმოსახვითი სიყვარული – სამი საუკეთესო მეგობრის ამბავს მოგვითხრობს, სასიყვარულო სამკუთხედით. ხოლო 2012 წელს დოლანი იღებს დრამას ტრანსსექსუალზე – და მაინც ლოურენსი, რომელსაც მოჰყვება ფილმები: ტომი ფერმაში, სადაც მგლოვიარე ახალგაზრდა მამაკაცი თავისი გარდაცვლილი შეყვარებულის ოჯახს გაიცნობს და დედიკო – ისევ და ისევ მარტოხელა დედისა და მოძალადე შვილის ამბავი. სათაურები და ეს მოკლე აღწერები ცხადჰყოფს, თუ რა თემებითაა დაინტერესებული რეჟისორი. ყველა ამ ამბის მოქმედების განვითარების ადგილი კი ოჯახია.

რაიმე გზა რომ არ გამომენახა საკუთარი ბრაზის ჩასაცხრობად და ფილმების საშუალებით არ გამომეხატა ჩემი უკმაყოფილება, მე ძალიან, ძალიან მრისხანე კაცი ვიქნებოდი, ისეთივე, როგორიც ანტონია, – ამბობს დოლანი ვინსენტ კასელის გმირზე ბოლო ფილმიდან. როგორი იყო რეჟისორის ბავშვობა? მამა, მანუელი, კაიროში დაიბადა. ის მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია, რომელიც 80-იან წლებში საკმაოდ წარმატებული იყო. დედა, ჟენევიევი, საჯარო მოხელეა, რომლის ირლანდიელი წინაპრები 1840-იანი წლების შიმშილს კვებეკში გამოექცნენ. დოლანი მონტრეალის გარეუბანში გაიზარდა. მსახიობობა ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც დეიდა ჯულის რჩევით, დედამ დრამატული სერიალის სინჯებზე მიიყვანა.

ერთი ნახევარძმა მყავს. მამას ურჩევნია მხოლოდ ძმად მოვიხსენიო. ის მამის ადრეული ურთიერთობის ნაყოფია. ალბათ, ახლა 40 წლის იქნება. ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან კარგად არ ვიცნობ. ბავშვობაში ხშირად ვხედავდი, ახლა პრაქტიკულად, აღარ…  – აქ დოლანი პაუზას აკეთებეს, შემდეგ კი ამატებს, – მას მენტალური პრობლემები აქვს. მამაჩემს სურს, რომ მასთან უფრო ხშირი კონტაქტი მქონდეს, მაგრამ ძნელია. ჩემი სამუშაო შრომატევადია.

პატარაობისას დოლანი კვებეკის ფარმაკოლოგიური მაღაზიის 21 რეკლამაში გადაიღეს. სწორედ ამის დამსახურებით იქცა ის ვარსკვლავად, ქუჩაში ყველა ცნობდა, აჩერება და ლოყაზე ჩქმეტდა, რაც ნამდვილად არ აწუხებდა. ხალხი მცნობდა და მეფერებოდა. ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონდა.

მიუხედავად ამისა, სკოლაში სწავლის პერიოდში, სცენის შიშის გამო, სასკოლო დადგმებში მონაწილეობა არ მიუღია და მსახიობად დასაქმებას კვლავ სერიალების სინჯებზე სიარულით ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. სამაგიეროდ, სამსახური სხვა განხრით იპოვა: დოლანს ჰოლივუდის ფილმების ფრანგულად დუბლირება შესთავაზეს. სწორედ მისი გახმოვანებულია რონის გმირი, ჰარი პოტერის სერიიდან. ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო. მე ასევე ვახმოვანებდი ტეილორ ლოტნერის, აარონ ჯონსონის, ედი რედმეინის, დილან ობრაიანისა და ნიკოლას ჰოულტის განსახიერებულ პერსონაჟებს. დღესაც კი, გადაღებებისას, კვირაში ორ დღეს თავისი ფილმების დუბლირებას ანდომებს, რადგან მიაჩნია, რომ ცუდი გახმოვანება მაყურებლის დამცირებაა.

დოლანმა კოლეჯში სწავლა ერთ კვირაში მიატოვა და აქტიური ურთიერთობა დაიწყო კინოკრიტიკოსებთან, ესწრებოდა ფილმების პრემიერებს, შექმნა ბლოგი კინოზე. თანამემამულე კინომიმომხილველებს კი ეუბნებოდა, რომ ერთ დღესაც კანის ფესტივალზე მოხვდებოდა. 2008 წლის აგვისტოში დოლანმა დაზოგილ 150,000 კანადურ დოლარს მეგობრების მიერ შეგროვილი 25,000 კანადური დოლარი დაუმატა და ასე გადაიღო მე მოვკალი დედაჩემი. ფილმი მისი პროდუქტიული კარიერის დასაწყისი გახდა და რაღა თქმა უნდა, ქსავიე დოლანი “დედის მკვლელობამ” კანის ფესტივალის მუდმივ სტუმრად აქცია.

კარიერა მსახიობობით დავიწყე და ასევე დავამთავრებ. მთელი ცხოვრება ფილმების გადაღებას არ ვაპირებ. უბრალოდ, ეს ჩემთვის ზედმეტად რთულია, – ასე ხედავს რეჟისორი მომავალს. მანამდე კი შეგვიძლია დაველოდოთ მის კიდევ ერთ ფილმს – The Death and Life of John F. Donovan, რომლის პრემიერა 2018 წელს იგეგმება. გადაღებები უკვე დაწყებულია, სამსახიობო გუნდი კი – ჯესიკა ჩესტეინი, ნატალი პორტმანი, სიუზან სარანდონი, კიტ ჰარინგტონი, ჯეიკობ ტრემბლი, კეტი ბეითსი – ძალიან დიდ ფსონებს დებს მომავალი ანშლაგისთვის.

The Death and Life of John F. Donovanაარონ ჯონსონიბექა სუხიტაშვილიდა მაინც ლოურენსიდედიკოდილან ობრაიანიედი რედმეინიეს მხოლოდ აღსასრულიავინსენტ კასელიკანის კინოფესტივალიკეტი ბეითსიკიტ ჰარინგტონიმე მოვკალი დედაჩემინატალი პორტმანინიკოლას ჰოულტირონისიუზან სარანდონიტეილორ ლოტნერიტომი ფერმაშიქსავიე დოლანიწარმოსახვითი სიყვარულიჯეიკობ ტრემბლიჯესიკა ჩესტეინიჰარი პოტერი
Previous Post

კომიქსების 15 გმირი და მათი კინოორეულები

Next Post

ქლოე გრეის მორეცი: 15 წლის ასაკში მამაკაცმა კოლეგამ მითხრა, რომ მსუქანი ვარ

Next Post
ქლოე გრეის მორეცი: 15 წლის ასაკში მამაკაცმა კოლეგამ მითხრა, რომ მსუქანი ვარ

ქლოე გრეის მორეცი: 15 წლის ასაკში მამაკაცმა კოლეგამ მითხრა, რომ მსუქანი ვარ

ახალი ამბები

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ბოლოს დამატებული

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020