სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ქლერ დეინსი: “თამაში მარტოობის დაძლევაში მეხმარება”

Cinemania ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2018
რუბრიკა კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი
0
ქლერ დეინსი: “თამაში მარტოობის დაძლევაში მეხმარება”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თამაში მარტოობის დაძლევაში მეხმარება.

მუშაობა ხედვის ახლებურ პერსპექტივებს გივითარებს, რაღაცებს სერიოზულად აღარ ეკიდები. მაგალითად, ისტორიის გამოცდაზე კარგი ქულის ვერმიღება სამყაროს დასასრულს სულაც არ ნიშნავს.

სამწლიანი შვებულება და კინოინდუსტრიისგან მოცილება საკუთარ თავში გარკვევაში დამეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის მეშინია, მაინც ვთვლი, რომ მამაცი ვარ. სიმამაცე პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება.

ნიუ-იორკში ყველა თერაპიას გადის.

მიყვარს ნოველების კითხვა, ის ადამიანების ქცევების უკეთ დანახვასა და აღქმაში გეხმარება. ადამიანების გრძნობებით ვინტერესდები. ვფიქრობ, სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ ამ უნარით განვსხვავდებით. თამაშის წყალობით, სხვების მდგომარეობაში შედიხარ და ეს ძალიან მაგარია.

ჩემთვის ცეკვა ბედნიერ წუთებთან ასოცირდება.

გონების გასაუმჯობესებელ სავარჯიშოებს ყველაზე მეტ დროს ვუთმობ.

თავს ყველაზე ბედნიერად ახლა ვგრძნობ. ვიცი, ვინ ვარ, რა მსურს, რა შემიძლია და რა აღემატება ჩემს შესაძლებლობებს.

მოზარდობის პერიოდში მინდოდა, ყველასთვის მოსაწონი გოგო ვყოფილიყავი.

სჯობს, ხელი არ მოკიდო საქმეს, თუ ის ძლიერ ვნებად არ გაქვს ქცეული.

არასოდეს მადარდებდა ის საკითხი, თუ როგორ გამოვიყურები ეკრანზე. ეს ჩემს ხასიათში არ ზის.

კარგ ხალხთან ერთად კარგი საქმის კეთება მსურს და არა მსახიობობა.

მე ვიცი ცეცხლსასროლი იარაღის ხმარება. ასე რომ, მიფრთხილდით!

თერაპევტების მნიშვნელობას მხოლოდ მათთან ვიზიტების დროს ხვდები. მათი დახმარებით ისეთ პრობლემებს აღმოაჩენ, რომელთა არსებობას ვერც კი წარმოიდგენდი.

აუტიზმის სპექტრის აშლილობა მრავალგვარია. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

ახლა ვხვდები, რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი, როცა მსახიობობას მთელი სერიოზულობით ვუდგებოდი.

მშობლები ჩემდამი შემწყნარებლობას არ იჩენდნენ. ბავშვობიდანვე მაგიდის თავში ვიჯექი და 12 წლის შესრულებისთანავე ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობები დამეკისრა. იქიდან მოყოლებული, ბავშვობაში დაბრუნებაზე ვოცნებობ.

ახალგაზრდობაში წარმატება ბევრ შესაძლებლობასა და ძალაუფლებას გძენს.

მცირეოდენი სიყვარულის ჩართვით, ამბავი კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება, არ მეთანხმებით?!

ყოველთვის ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. სამშობლო სწორედ ასეთი პროექტია. შემქმნელები ყოველ სეზონზე ახალი გამოწვევებით მაშინებენ.

გერმანია შთამბეჭდავი ქვეყანაა.

ვფიქრობ, ემოციების პირდაპირი, დაუფარავი გამოხატვა ხალხს დისკომფორტს უქმნის.

20 წელი ყველაზე კრიტიკული, მძიმე, მტკივნეული და განსაცდელებით სავსე ასაკია. კიდევ კარგი, ჩემს ცხოვრებაში ამ ასაკმა უკვე გაიარა.

მე ფემინისტი ვარ.

ძალიან დამღლელია, როცა შენს სფეროში გამუდმებით ახალი სამსახურის ძიებაში ხარ.

პირველი როლი 12 წლის ასაკში შემომთავაზეს, რომელიღაც სერიალში უნდა მეთამაშა, მაგრამ, რადგან ეს პროფესია არ მესმოდა, უარი განვაცხადე.

ტელევიზია აუდიტორიასა და პერსონაჟებს შორის სიღრმისეულ კავშირს ამყარებს.

მსახიობი რომ არა, ფსიქოლოგი გამოვიდოდი. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს. განსაკუთრებით კი ადამიანის ფსიქიკა და მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების პროცესი.

ჩემს პირად ცხოვრებაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ. ეს სახალისოა.

ჩემს საქმეში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ახლა უკვე ჩემს თავს შეცდომების დაშვების უფლებასაც ვაძლევ.

ყველა ცნობილ ადამიანს, რომელსაც ვიცნობ, თავისი თავი უნიკალური ჰგონია.

წარმოსახვის უნარით ყოველთვის გამოვირჩეოდი. ბავშვების უმრავლესობას გამოგონილი მეგობარი ჰყავს. მეც მყავდა და ის ვიზუალურად ეშმაკს ჰგავდა.

 

წყარო: http://www.azquotes.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

ლალი ახვლედიანისამშობლოქლერ დეინსი
Previous Post

სამუშაო დღე: ფანტაზია და რეალობა (გიფები ფილმებიდან)

Next Post

გენიალური რეჟისორი, მილოშ ფორმანი გარდაიცვალა

Next Post
გენიალური რეჟისორი, მილოშ ფორმანი გარდაიცვალა

გენიალური რეჟისორი, მილოშ ფორმანი გარდაიცვალა

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020