სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ოკჯა – დიდი ბრძოლა სიმართლის გარეშე

Cinemania ავტორი Cinemania
14 ივლისი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ოკჯა – დიდი ბრძოლა სიმართლის გარეშე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

                                      გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს! 

2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი ოკჯა ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ჯუნ–ჰო ბონგმა, იდეალურ სამსახიობო ჯგუფთან ერთად, მარტივ და მსუბუქ სიუჟეტზე აგებული ფილმი გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრი დრამაა, სიუჟეტი ბოლო სცენამდე საკმაოდ მხიარულად მიდის. ასეთ გარემოს კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ბრეგოვიჩის სტილის საუნდტრეკები, ჯეიკ ჯილენჰოლის შესრულება და ცხოველთა დაცვის ფრონტის (ALF) წევრების მხიარული სცენები.

ფილმის პირველივე კადრში ტილდა სვინტონის პერსონაჟი ჩნდება – ლუსი მირანდო, რომელიც პრეზენტაციას აკეთებს “მირანდო კორპორაციის” რევოლუციურ აღმოჩენაზე – ღორის ახალი ჯიშის, “სუპერ ღორის” გამოყვანაზე. შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის სტატისტიკის მოყვანის შემდეგ, ლუსი “სუპერ ღორის” სარგებლიანობაზე იწყებს საუბარს. მისი თქმით, ეს ჯიში მოსახლეობას უფრო მეტ ხორცს მისცემს, ვიდრე სხვა რომელიმე ცხოველი. ამავდროულად, მას ნაკლები კვება სჭირდება და გარემოზეც არ ახდენს გავლენას. გენმოდიფიცირებულ ღორებს დაურიგებენ ოცდაექვსი სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებს (მათ შორისაა საქართველოც) და მათ დიდი ღორების გასაზრდელად 10 წელს მისცემენ, რისთვისაც ჯილდოც კი აქვთ დაწესებული.

სამხრეთ კორეის მაღალმთიან სოფელში, პატარა გოგონა მიჯა და სუპერ ღორი ოკჯა ერთად და ბედნიერად იზრდებიან, სანამ ოკჯას წასაყვანად კომპანიის წარმომადგენლები არ მივლენ. ოკჯას გათავისფულებისთვის ბრძოლაში კი, მიჯასთან ერთად, ცხოველთა დაცვის ფრონტიც (ALF) ერთვება.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ორი მხარის დაპირისპირებას ვუყურებთ, ჯუნ-ჰო ბონგი არ ცდილობს რომელიმე მხარის დადებითად ან უარყოფითად წარმოჩენას. სხვადასხვა იდეოლოგიებისა და მიზნების მქონე ადამიანები, უკომპრომისო ბრძოლაში, საკუთარი სიმართლის დაცვას ცდილობენ. ამ დაპირისპირებაში კი ყველაზე სუფთა და მართალი მიჯაა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მეგობრის გადარჩენა სურს. მიუხედავად იმისა, რომ “მირანდო კორპორაციას” “სუპერ ღორების” პროექტი ტყუილზე აქვს აგებული, კანონსაწინააღმდეგოს მაინც არაფერს აკეთებს. ALF-ის წევრებისთვის კი ცხოველების მიმართ ასეთი მოპყრობა მიუღებელია.

რეჟისორი ამ ყველაფერს იუმორით გადმოსცემს, რაც ძალიან ამსუბუქებს ფილმის სიუჟეტს. კადრში პირველი გამოჩენისას, ფრონტის წევრები სატვირთოს მძღოლებს ეუბნებიან, რომ არ არიან ტერორისტები და არ აპირებენ ძალადობას. ცივი იარაღის ნაცვლად, ისინი ქოლგებს, მძივებს და ღორის ფეკალიებს იყენებენ. ოკჯას პირველი გათავისუფლების სცენა კი საკმაოდ მხიარულია.

დრამატული მომენტი ბოლო სცენებში იწყება, იმ ქარხანაში, სადაც ღორები საკვებად უნდა გადაიქცნენ. ბონგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მას მაყურებლის ვეგეტარიანელად ქცევის მოლოდინი არ აქვს, თუმცა, სურს, აუდიტორიას დაანახოს, საიდან მოდის საკვები მათ თეფშებზე და თუ ამას შეძლებს, ხორცის მოხმარებაც თანდათანობით დაიკლებს. უმეტესობისთვის ღორი მხოლოდ საკვების ასოციაციას იწვევს. თუმცა, სევდიანი გამომეტყველების მქონე, მეგობრული ოკჯას საკვებად გადაქცევის მომხრე ძალიან ცოტა თუ იქნება.

მიჯა კითხვაზე – თუ რატომ კლავენ ოკჯას, პასუხად იღებს, რომ მისი გაყიდვა მხოლოდ საკვების სახითაა შესაძლებელი, და ამ ეპიზოდში კარგად ჩანს, რომ კორპორაციას, შემოსავლის მიღების გარდა, სხვა ინტერესი არ გააჩნია.

ბოლო წამს მიჯა ბაბუის ნაჩუქარ, ღორის პატარა ოქროს ქანდაკებას ცვლის ოკჯაში. საყურადღებოა, რომ ის ამ ქანდაკებას კორპორაციის ხელმძღვანელს, ნენსის გადაუგდებს და ქანდაკება ღორის სისხლში ამოისვრება. თავდაპირველად, როცა ლუსი პრეზენტაციას უკეთებს ახალ პროექტს, ამბობს, რომ ამ ქარხნის კედლები ადამიანების სისხლითაა გაჟღენთილი, რამაც “მირანდო კორპორაციას” ცუდი იმიჯი შეუქმნა და ის მისი სახელის აღდგენას აპირებს. ბოლო სცენაში კი ვხედავთ, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა – უბრალოდ, ადამიანები ადამიანურმა ღორებმა ჩაანაცვლეს.

ფილმი ემოციურ კულმინაციას იმ მომენტში აღწევს, როცა ღორები თავიანთი პატარა გოჭების გათავისუფლებას ცდილობენ.

ბონგი კონკრეტული მესიჯის გაგზავნას არ ცდილობს. მიუხედავად ფილმში არსებული მრავალი მნიშვნელოვანი და პრობლემური თემისა, მაინც არ ხდება მათი გარჩევა და შეფასება. მაყურებელი  ბოლომდე მიყვება საინტერესო ნარატივს და მხოლოდ ფილმის დასრულებისას იწყებს ცივი გონებით მსჯელობას. რეჟისორი კი, თავის მხრივ, იდეალურად, თანაბრად და ზომიერად აჩვენებს კორპორაციის, ცხოველთა დაცვის ფრონტის, თუ უბრალოდ, კონკრეტული ადამიანების სახეს და მაყურებელს აძლევს საშუალებას, თავად გააკეთოს მათი შეფასება.

 

მიჯანიკა თამარაშვილიოკჯასუპერ ღორებიტილდა სვინტონიჯეიკ ჯილენჰოლიჯუნ-ჰო ბონგი
Previous Post

ქალი ქართულ კინოში - პირველი ქართული მხატვრული ფილმი

Next Post

გარი ოლდმანი უინსტონ ჩერჩილს განასახიერებს

Next Post
გარი ოლდმანი უინსტონ ჩერჩილს განასახიერებს

გარი ოლდმანი უინსტონ ჩერჩილს განასახიერებს

ახალი ამბები

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020