სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

მოუთოკავი სიყვარულის ისტორია – სერიალი “უცხოელი” მესამე სეზონით დაბრუნდა

Cinemania ავტორი Cinemania
20 სექტემბერი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
მოუთოკავი სიყვარულის ისტორია – სერიალი “უცხოელი” მესამე სეზონით დაბრუნდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ციკო ინაური

 

ბავშვობაში ყველას გვიფიქრია, რომ ჭინკები ნამდვილად არსებობენ. ტყეში ყოფნის დროს შეგვშინებია “ალი ქალის”, რომელიც ლეგენდის თანახმად, წყალთან მოდის და კაცებს გონებას აკარგვინებს. ბევრჯერ მოგვისმენია ისტორია, რომ “ალი ქალის” გამო უამრავი ადამიანი გადავარდა ხიდიდან და გარდაიცვალა. ეს ლეგენდები საშიშია, თუმცა ადამიანები ბავშვობიდან ვეტრფით ლეგენდებს და ნიშნებს. გვინდა, გვჯეროდეს, რომ ჩვენი კბილი ფერიას მიაქვს, რომ თოვლის ბაბუა საჩუქრებს გვიტოვებს და რომ ტყეში ბოდიალისას “ალი ქალს”, ან ჭინკას შევხვდებით. ჩვენ ბავშობიდან ვეთაყვანებით ამოუხსნელ მოვლენებს და გვსურს, რომ ამ მოვლენების ნაწილი გავხდეთ. როცა ვიზრდებით, ეს ყველაფერი გვავიწყდება და ზედმეტად რეალისტები ვხდებით, აღარ ვოცნებობთ, აღარ გვჯერა შთამბეჭდავი მოგზაურობების და მოუთოკავი სიყვარულის. უბრალოდ, ამას, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ბავშვობაში ვტოვებთ.

მიუხედავად ამისა, ჩვენში მაინც სძინავს იმ მეოცნებე და დაუჯერებელი თავგადასავლების წყურვილით შეპყრობილ ბავშვს, რომელიც ზოგჯერ კვლავ ზედაპირზე ამოდის -კვლავ მეოცნებე, მოუთოკავი სიყვარულის მოტრფიალე ბავშვად გადაიქცევა. პირადად მე სწორედ ასეთ ბავშვად მაქცია სერიალის უცხოელი დაძაბულმა, ლეგენდებით სავსე, მოუთოკავი სიყვარულის, საოცარი კადრების, შთამბეჭდავი მუსიკის და შეგრძნებების ორმა სეზონმა.

სერიალი ძველ შოტლანდიურ ლეგენდას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც შოტლანდიის მისტიურ ქვებთან მიახლოებისას ადამიანი სხვა დროში გადაინაცვლებს. სწორედ ეს ემართება კლერ რენდალს. ისტორიის მოყვარული, აღფრთოვანებული ათვალიერებს შოტლანდიის ძველებურ კოშკებს და ქვებთან მიახლოებისას მართლაც დროში მოგზაური ხდება. ის 1945 წლიდან 1743 წელში ინაცვლებს და შოტლანდიელი მეომრის, ჯეიმი ფრეიზერის შეყვარებული ხდება.

ეს გახლავთ საოცარი სიყვარულის ისტორია, მოგზაურობა წარსულში, რომელიც ისეთია, რომ ადამიანს მომავალში დაბრუნება აღარ უნდება. ჩვენ ვუყურებთ ომს, ჩაგვრას, ძალადობას. გვეტირება, გვეცინება, ზოგჯერ იმდენად მძიმე სცენებს ვხედავთ, რომ სერიალის შეწყვეტა გვინდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, გვიჩნდება ერთი დიდი, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნება, – ვიჯერებთ წარმოუდგენელ სიყვარულს, რომელიც იმდენად მძაფრადაა აღწერილი, რომ თითქოს მას თავადაც შევიგრძნობთ. მეორე სეზონი საკმაოდ დამთრგუნველად დასრულდა. გამოუვალი მდგომარეობის გამო, კლერმა ჯეიმი დატოვა და ქვების გავლით, ჯეიმისგან ორსული, ისევ თავის დროში, ფრენკთან დაბრუნდა.

მესამე სეზონი, რომელიც ათ სექტემბერს დაიწყო, – მათი განშორების და ერთმანეთის გარეშე ცხოვრების ისტორიაა; ბავშვის, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილი ჯეიმის შვილია. დარწმუნებული ვარ, რომ მესამე სეზონიც არანაკლები ემოციებით სავსე, ლეგენდებით გაჯერებული და შთამბეჭდავი იქნება. ასე რომ, თუ მეოცნებე ხართ, გჯერათ, რომ გადარეული სიყვარული არსებობს, ან უბრალოდ, გსურთ, გწამდეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, უყურეთ უცხოელის მესამე სეზონს, რომელიც თქვენში გაუწონასწორებელ ემოციებს და დაუჯერებელ შეგრძნებებს გააღვიძებს. რაც მთავრია, დარწმუნდებით, რომ სრულიად უანგარო, ლოგიკას მოკლებული და წარმოუდგენელი სიყვარული შეიძლება თქვენც გეწვიოთ.

 

უყურე სერიალს აქ!

 

Outlanderკლერ რენდალიუცხოელიციკო ინაურიჯეიმი ფრეიზერი
Previous Post

ენდრიუ გარფილდის ახალი ფილმის თრეილერი - მსახიობი ოსკარისთვის ემზადება

Next Post

ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი 2017 - მნიშვნელოვანი ფილმები და მოვლენები

Next Post
ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი 2017 – მნიშვნელოვანი ფილმები და მოვლენები

ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი 2017 - მნიშვნელოვანი ფილმები და მოვლენები

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ავტორი Cinemania
3 ივლისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ავტორი Cinemania
3 ივლისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020