სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“მკვლელობები ანბანის მიხედვით” – პუარო ულვაშის გარეშე

Cinemania ავტორი Cinemania
15 იანვარი, 2019
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
მკვლელობები ანბანის მიხედვით

მკვლელობები ანბანის მიხედვით

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

სარა ფელპსი ბრიტანელი მწერალია, რომელიც ტელევიზიისთვის, რადიოსთვის და თეატრისთვის სცენარებს წერს. შესაძლოა, ეს სახელი ყველასთვის უცნობია, მაგრამ ნაცნობია იმ მწერალთა სახელები, რომელთა რომანების სატელევიზიო ადაპტაციებსაც ფელპსი BBC One-სთვის აკეთებს, იქნება ეს ჯოან როულინგის შემთხვევითი ვაკანსია თუ ჩარლზ დიკენსის დიდი იმედები და ოლივერ ტვისტი. მის მონაგარში შედის აგათა კრისტის შემდეგი რომანების ადაპტაციებიც: და აღარ დარჩა არავინ, ბრალდების მოწმე და უდანაშაულოს გამოცდა. 2018 წლის დეკემბერში კი კრისტის რომანის რიგით მეოთხე ადაპტაციაც ვიხილეთ: მკვლელობები ანბანის მიხედვით.

სერიალში მკვლელობები ანბანის მიხედვით ეკრანზე დაბრუნდა ცნობილი დეტექტივი – ერკიულ პუარო, რომლის როლიც ამჯერად ჯონ მალკოვიჩს ერგო. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერის და Agatha Christie Limited-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმს პრიჩარდის განცხადებით, მკვლელობები ანბანის მიხედვით მისი დიდი ბებიის (აგათა კრისტის) ყველაზე ძლიერი და ამაღელვებელი მოთხრობაა, რომლის პროტაგონისტი დეტექტივიც საოცრად დამაინტრიგებელ პერსონაჟად გვევლინება. სავარაუდოდ, ჯეიმსის დიდი ბებია ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მისი ყველაზე ცნობილი დეტექტივი ოდესმე მთავარი დამახასიათებელი შტრიხის, ულვაშის გარეშე წარსდგებოდა ხალხის წინაშე (ალბათ, კენეტ ბრანას უშველებელ ულვაშსაც ვერ წარმოიდგენდა).

მკვლელობები ანბანის მიხედვით
მკვლელობები ანბანის მიხედვით

პუაროს “უოტსონი” ინსპექტორი Crome-ია. მის როლს რუპერტ გრინი ასრულებს და პუაროს მსგავსად, ამჯერადაც დგება საფრთხე, პერსონაჟის აღქმა გაგვიჭირდეს. მაგრამ! მომღიმარი რონ უიზლის ნაცვლად, გვევლინება მკაცრი და უხეში მამაკაცი და ერთი წამითაც არ გვიჩნდება იმის მოლოდინი, რომ ის ხელში ჯადოსნურ ჯოხს აიღებს და რაიმე შელოცვას წარმოსთქვამს… პუაროს ანტაგონისტის დანაშაულების კვალდაკვალ უწევს სიარული. როგორც სახელწოდებაშიც ჩანს, მკვლელობები ანბანის მიხედვით ხდება. პირველი მსხვერპლი ელის აშერია, რომელსაც დამნაშავე მისივე მაღაზიაში, ქალაქ ანდოვერში მოკლავს, მეორე მსხვერპლი, ოფიციანტი ბეტი ბერნარდი ბექსჰილში მოკვდება, მდიდარი მამაკაცი, კარმაიკლ კლარკი კი – ჩარსტონში.

სერიალის პერსონაჟები თავიანთი ფარული სურვილების, მოგონებებისა და ფიქრების ანარეკლს, ჩრდილებს წარმოადგენენ. ამის საილუსტრაციოდ რეჟისორი გვთავაზობს კადრებს, სადაც პერსონაჟებს ჩრდილების სახით ვხედავთ ეკრანებზე. ისტორიის ანტაგონისტს ერკიულ პუაროსადმი სიმპათიები გააჩნია და სურვილი აქვს, მას ჰგავდეს. მისი ქცევების ერთადერთი მოტივიც ისაა, რომ მისი ყურადღება დაიმსახუროს. მას პუაროსთან ცალმხრივი კონტაქტი აქვს და წერილების მეშვეობით ატყობინებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მკვლელობის ადგილებზე კი მის მსგავსად ჩაცმული მიდის.

მკვლელობები ანბანის მიხედვით
მკვლელობები ანბანის მიხედვით

თუ ვიკითხავთ, როგორი და რამდენი პუნქტისგან უნდა შედგებოდეს დეტექტიური ჟანრის ფილმები თუ სერიალები, ალბათ, ლოგიკურად ვუპასუხებთ – სამი პუნქტისგან: ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, დანაშაულის გამოძიების პროცესი და გამოძიების შედეგი. ამ ფორმულას იყენებს სარა ფელპსიც თავის მინისერიალში, რომელიც სამი ეპიზოდისგან შედგება და თითოეულ ეპიზოდში შეძლებისდაგვარად თითოეული პუნქტია გაშლილი. თუმცა, სცენარისტს ამ ქრონომეტრაჟში პერსონაჟების პორტრეტების დახატვა ნამდვილად არ გამოსდის კარგად და მათზე წარმოდგენის შექმნას ცდილობს ხანმოკლე ფლეშბექებით (პუაროს შემთხვევაში) ან დიალოგისას მოყოლილი განცდების და სურვილების სახით (ანტაგონისტის შემთხვევაში).

ბოლოს კი დგება მომენტი, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე საინტერესო ნაწილია ხოლმე – როდესაც მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან და საუბარს იწყებენ. როდესაც ფსიქოპათი “აღსარებას” აბარებს და ამით ჩვენს მოხიბვლას ნაწილობრივ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მაინც ახერხებს (გავიხსენოთ თუნდაც ბეტმენის და ჯოკერის დიალოგი, ან უილიამ სომერსეტის და ჯონ დოუს სცენა ფილმიდან შვიდი). მაგრამ პუაროს და მის წინ მჯდომის საუბრიდან მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ ჩადენილი მკვლელობის მოტივს ვიგებთ. ჩვენ წინაშე არ ჩნდება ცივსისხლიანი ან შეშლილი ფსიქოპათი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქცევების მოტივს მსგავსი ელფერი დაკრავს, მსახიობი ამის გადმოცემას მცირე დროში მაინც ვერ ახერხებს, რაც სავარაუდოდ, მსახიობის, სცენარისტის და რეჟისორის ბრალი თანაბრადაა. ხოლო როდესაც ის პუაროს “თხოვნით” მიმართავს, მოუყვეს მისი საიდუმლოს შესახებ, პასუხად ისმენს, რომ მისგან მხოლოდ საუზმეს მიიღებს და ჩვენც, ჩვენს ანტაგონისტთან ერთად, იმედგაცრუებულები ვრჩებით.

მკვლელობები ანბანის მიხედვით
მკვლელობები ანბანის მიხედვით

დამშვიდობებისას მკვლელი პუაროს ყურში ჩასჩურჩულებს: მოგენატრები. სინამდვილეში, საეჭვოა, ანბანის მიხედვით მკვლელობის ჩამდენი ოდესმე მოგვენატროს – ან ჩვენ, ან თუნდაც მოხუც, უულვაშო ერკიულ პუაროს.

 

Agatha Christie LimitedBBC Oneაგათა კრისტიბეტმენიბრალდების მოწმედა აღარ დარჩა არავინდიდი იმედებიერკიულ პუაროკენეტ ბრანამკვლელობები ანბანის მიხედვითნიკა თამარაშვილიოლივერ ტვისტირუპერტ გრინისარა ფელპსიუდანაშაულოს გამოცდაუილიამ სომერსეტიშემთხვევითი ვაკანსიაშვიდიჩარლზ დიკენსიჯეიმს პრიჩარდიჯოან როულინგიჯოკერიჯონ დოუჯონ მალკოვიჩი
Previous Post

პოტერომანების მიერ აღმოჩენილი ახალი დეტალი: რას ნიშნავს ჰარი პოტერის ნაიარევის ასეთი მოხაზულობა?

Next Post

მეს მიკელსენი "ჰანიბალის" მეოთხე სეზონს იმედოვნებს

Next Post
მეს მიკელსენი ჰანიბალის მეოთხე სეზონს იმედოვნეს

მეს მიკელსენი "ჰანიბალის" მეოთხე სეზონს იმედოვნებს

ახალი ამბები

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ბოლოს დამატებული

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020