სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

მერილ სტრიპი: “არ შეწყვიტოთ ბრძოლა!”

Cinemania ავტორი Cinemania
10 ივლისი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
მერილ სტრიპი: “არ შეწყვიტოთ ბრძოლა!”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: მარი ბექაური

ერთხელ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან შესახვედრად მიგვიწვიეს “წარმატებული ქალები“. საღამო მოაწყვეს ფურშეტებით დ ამბებით. ჩვენ სიტყვით უნდა გამოვსულიყავით, ამ ქალებისთვის მიგვემართა. ჰოდა გამოვიდნენ ეს “წარმატებული ქალები”, ლამაზები, ლამაზად ჩაცმულები, ქუსლიან ფეხსაცმელებზე შემდგრები, ფრჩხილებგაკეთებულები, სალონში თმადავარცხნილები, გამოვიდნენ და ილაპარაკეს, – სიტყვა უთხრეს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. მე ბოლოში ვიჯექი და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი სალონში დავარცხნილი, ალბათ – არც ლამაზი, ფეხზე კიდე ოცლარიანი კეტები მეცვა, მაინც ვიჯექი და გულში ვლოცულობდი, ღმერთო, ოღონდაც გამოვრჩე და მიკროფონში ჩემი სახელი არ გამოაცხადონ-მეთქი.

ისინი, ის ქალები ჩუმად ისხდნენ – მობერებულები, დანაოჭებულები, დამჭკნარხელებიანები. ისხდნენ და ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ასე ადვილია ლაპარაკი – სცენიდან და მაღალი ქუსლებიდან, როცა შენ არავინ გცემს იმისთვის, რომ პურის ამოტანა დაგავიწყდა, ან ჭურჭელი დაგრჩა გასარეცხი. ჰოდა ავდექი და წამოვედი. სინდისი მეყო, შემრცხვენოდა. ჰო, მრცხვენოდა და გული მერეოდა, იმიტომ, რომ ასეთი მასკარადები გულისამრევია (როგორც მკერდის სიმსივნით დაავადებული ქალებისთვის მიძღვნილი კონკურსი – აბა, ვის უფრო დიდი ძუძუ აქვს?)

მაგრამ არიან ქალები, რომლებიც სცენიდან ლაპარაკობენ და მათ სიტყვას მართლა ძალა აქვს, მართლა ხდება ვიღაცისთვის სტიმული. ამ ქალებს ესმით პრობლემის მნიშვნელობა და მარტო ლაპარაკიც არაა, – ისინი ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან.

თუნდაც მერილ სტრიპი  – ის ყოველთვის ღიად ლაპარაკობს პრობლემებზე და არ ეშინია სხვების რეაქციის.

დიდი ხანი არ გასულა, რაც ჩვენ, ქალებს, გვიწევდა, სახლებში დავმალულიყავით. სულ რაღაც ასი წლის წინ ჩვენი პრიორიტეტები, შეხედულებები, დამოკიდებულებები და მიღწევები უხილავი იყო. ათასწლეულების მანძილზე, უმეტეს კულტურაში, ქალების ხმა არ ისმოდა – არც სენატში, არც სასამართლოში, არც პარლამენტში და ამიტომ, ისტორია კაცებმა განსაზღვრეს… მაგრამ დღეს ჩვენ, ქალები, ვამბობთ: ჩვენ აქ ვართ, ამ სამყაროში ვცხოვრობთ და აღარასდროს ვიქნებით შეშინებულები!

2015 წელს მერილ სტრიპმა კონგრესს წერილი გაუგზავნა. ის კონსტიტუციაში – თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხში – ცვლილებების შეტანას ითხოვდა. კონგრესმა მისი მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

მე ყოველთვის არ მინდოდა მსახიობობა. ადრე ვფიქრობდი, თარჯიმანი გავმხდარიყავი, რათა ამ გზით დავხმარებოდი ადამიანებს, ერთმანეთის გაეგოთ. ბევრ ახალგაზრდას მსახიობობა იმიტომ უნდა, რომ ეს პროფესია უფრო ამაღლებული ეჩვენებათ. მე კი ის მაინტერესებს, საფუძვლიანად გავიაზრო სხვების განცდები, გავიგო, რამ აიძულათ ისინი, აერჩიათ მაინც და მაინც ეს გზა, ეს მიმართულება ცხოვრებაში…

კინო-ინდუსტრიაში გავლენას კაცები ფლობენ. ისინი წყვეტენ ფილმების გადაღების საკითხებს. არადა, პირიქით რომ ხდებოდეს და ქალები წყვეტდნენ – რა თქმა უნდა, ერთი ამბავი ატყდებოდა.

 

იმავე, 2015 წელს მერილ სტრიპმა სარა გავრონის სუფრაჟისტებში ემელინ პანკჰარსტის როლი ითამაშა. სუფრაჟისტები რეალურ ამბავს ეფუძნება და მეოცე საუკუნის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ასახავს. ემელინ პანკჰარსტიც რეალური ადამიანია, ფემინისტების ლიდერი, რომლის წყალობითაც ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს.

და როგორი იყო ემელინის ბავშვობა?

ძმებისგან განსხვავებით, მას მშობლებმა განათლების მიღების უფლება არ მისცეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ქალს სახლის საქმე უნდა ეკეთებინა. მშობლებს სურდათ, ემელინი ადრე გათხოვილიყო და არ ემუშავა. ერთხელ, საძინებელში შესულმა მამამ გოგონას დახედა და თქვა: რა სამწუხაროა, რომ ბიჭად არ დაიბადე.

სუფრაჟისტებს ემელინი 14 წლის ასაკში შეურთდა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია. ხოლო ქალმა, რომელმაც ერთი საუკუნის შემდეგ კინოში მისი როლი ითამაშა, ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე, თავის გამოსვლაში თქვა:

ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. ემელინ პანკჰარსტი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად გეტყოდათ: არ შეწყვიტოთ ბრძოლა, რადგან ის დამთავრებული არ არის!

 

ემელინ პანკჰარსტიმარი ბექაურიმერილ სტრიპისარა გავრონისუფრაჟისტებიქალთა უფლებები
Previous Post

რატომ ისურვა ტილდა სუინტონმა "დოქტორ სტრეინჯში" თამაში

Next Post

ლუკ ბესონის ახალ ფილმში რიანა და კარა დელავინი სამყაროს გადარჩენას შეეცდებიან

Next Post
ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი

ლუკ ბესონის ახალ ფილმში რიანა და კარა დელავინი სამყაროს გადარჩენას შეეცდებიან

ახალი ამბები

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ბოლოს დამატებული

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020