სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ლედი მაკბეტი: სურვილიდან მარტოობამდე

Cinemania ავტორი Cinemania
19 მარტი, 2019
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ლედი მაკბეტი: სურვილიდან მარტოობამდე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

ვიქტორიანული ინგლისი. ეტიკეტებსა და წესებში გამომწყვდეული საზოგადოება. სველი, ნისლიანი ამინდები. დიდი სახლები ხის ფანჯრებითა და ავეჯით. ქალი, რომლის ფუნქცია მხოლოდ ქმრის მორჩილება, ერთი ოთახიდან მეორეში ჩუმი სიარული და კარის ფრთხილი შეღებაა. ყველაფერი უნდა იცოდეს: დღის რომელ მონაკვეთში რა ფერის კაბა ეცვას, ვის როგორ მიმართოს, სიტყვებით როგორ ითამაშოს.

დებიუტანტი რეჟისორის, უილიამ ოლდროიდის ფილმი ლედი მაკბეტი სწორედ ამ კადრებით იწყება. ახალგაზრდა ქალის ნელი, მდორე ცხოვრების პერსპექტივა, სახლი, სადაც ის არავის უყვარს. შეიძლება მსგავსი ფილმები უკვე გინახავთ და სიუჟეტის განვითარებაც წარმოიდგინეთ, თუმცა, თქვენი წინასწარი განწყობის შეცდომაში უმალ დარწმუნდებით.

ჯეინ ოსტინისეულ ატმოსფეროს სულ მალე ჰიჩკოკისეული დაძაბული მღელვარება ანაცვლებს. ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც კეტრინ ლესტერის (იგივე ლედი მაკბეტის, რომელიც მხოლოდ ფილმის სათაურია და რომელსაც ახლადდამწყები მსახიობი ფლორენს პიუ ასრულებს) ქმარი დიდი ხნით მიდის, ახალგაზრდა ქალში კი ვნება იღვიძებს.

ფილმის სახელწოდებამ არ დაგაბნიოთ. მას შექსპირთან სიუჟეტური კავშირი არ აქვს. ფილმი ადაპტაციაა რუსი მწერლის, ნიკოლა ლესკოვის ნოველისა – ლედი მაკბეტი მცენსკის ოლქიდან, რომლის სათაურიც, თავის მხრივ, ტურგენევის მოთხრობას ჰამლეტი შიგროვსკის ოლქიდან ეხმიანება.

კეტრინი მალევე მსხვერპლის მდგომარეობიდან მთავარ დამნაშავედ გარდაიქმნება. მან ქმრისგან და მამამთილისგან ისწავლა, თუ როგორ გამოიყენოს ძალაუფლება და მის განხორციელებას თავად იწყებს. თუკი ფილმის დასაწყისში კეტრინი მოახლის მიმართ გულმოწყალეა, ფილმის ბოლოს მას სრულიად გულგრილად წირავს და სასიკვდილოდ იმეტებს. შესაბამისად, მაყურებელიც, რომელიც თავდაპირველად სიმპათიითაა განწყობილი მთავარი გმირისადმი, დასასრულს მისი უგულობითა და სისასტიკით შეძრწუნებულია.

კინემატოგრაფიულად ფილმი მომნუსხველია. აღსანიშნავია მუსიკის სიმცირე: ჩვენ მხოლოდ ოთახში მცხოვრები ადამიანების ხმები გვესმის. თუმცა, სიჩუმე ზოგიერთ სცენას გაცილებით ინტიმურსა და დელიკატურს ხდის. კამერა ერთი და იმავე კადრს მუდმივად ერთი წერტილიდან აჩვენებს. მაგალითად, მოახლე ანას დილის რუტინა, კიბეებიდან ჩამოსვლა, კეტრინის ოთახში შესვლა და დარაბების გაღება.

დამთრგუნველი ერთფეროვნება, უსიყვარულო ატმოსფერო, უსასოო ძალაუფლება – იქნებ ეს ყოველივე ამართლებს კეტრინის სწრაფვას, გადაარჩინოს ერთადერთი, სასწაულებრივად მოპოვებული სიყვარული. თუმცა, უდანაშაულო ბავშვის მკვლელობა ყველაფერს აუფასურებს. აქ უკვე კეტრინი საკუთარი პიროვნების ტრაგიკულ ყოფიერებაშია: სისტემა, რომელიც თავიდანვე ძალადობაზეა დაფუძნებული, განწირულია. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი სიყვარულიც კი მკვდრადშობილია. კეტრინი მამაკაცების მიერ შექმნილი კლასობრივი სისტემის რიგითი მსხვერპლია. მამაკაცებისა, რომლებიც ქალებს მათზე დაბლა მდგომებად, მოსამსახურეებს კი – ქალებზე დაბლა მდგომებად მოიაზრებენ. ასეთ იერარქიაში ყველაფერი დაღუპვისკენ მიექანება.

ამიტომ, ფილმის დასასრულს ჩვენ კვლავ საწყის წერტილში ვბრუნდებით: კეტრინ ლესტერი მარტოსულია.

ამლეტი შიგროვსკის ოლქიდანბექა სუხიტაშვილიკეტრინ ლესტერილედი მაკბეტილედი მაკბეტი მცენსკის ოლქიდანმოახლე ანანიკოლა ლესკოვიტურგენევიუილიამ ოლდროიდიფლორენს პიუშექსპირიჯეინ ოსტინიჰიჩკოკი
Previous Post

ახალი ფრანგული ექსტრემი: შემაძრწუნებელი ფილმების ტალღა

Next Post

Narcos-ის პროდიუსერი მექსიკაში მოკლული იპოვეს

Next Post
Narcos-ის პროდიუსერი მექსიკაში მოკლული იპოვეს

Narcos-ის პროდიუსერი მექსიკაში მოკლული იპოვეს

ახალი ამბები

„Zack Snyder’s Justice League“-ის ახალი თიზერი და ჩვენი მოლოდინები

„Zack Snyder’s Justice League“-ის ახალი თიზერი და ჩვენი მოლოდინები

ავტორი Cinemania
1 მარტი, 2021
0

TOP: მსახიობები, რომლებმაც განუმეორებლად შეასრულეს როლები, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩნენ

TOP: მსახიობები, რომლებმაც განუმეორებლად შეასრულეს როლები, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩნენ

ავტორი Cinemania
28 თებერვალი, 2021
0

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ავტორი Cinemania
27 თებერვალი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5577

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
650

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3027

ბოლოს დამატებული

„Zack Snyder’s Justice League“-ის ახალი თიზერი და ჩვენი მოლოდინები

„Zack Snyder’s Justice League“-ის ახალი თიზერი და ჩვენი მოლოდინები

ავტორი Cinemania
1 მარტი, 2021
0

TOP: მსახიობები, რომლებმაც განუმეორებლად შეასრულეს როლები, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩნენ

TOP: მსახიობები, რომლებმაც განუმეორებლად შეასრულეს როლები, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩნენ

ავტორი Cinemania
28 თებერვალი, 2021
0

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ავტორი Cinemania
27 თებერვალი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020