სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კრისტენ სტიუარტი: “მინდა, რომ ვჩანდე!”

Cinemania ავტორი Cinemania
9 აპრილი, 2019
რუბრიკა კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი
0
კრისტენ სტიუარტი

კრისტენ სტიუარტი

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კინოინდუსტრიაში კრისტენ სტიუარტი უკვე ვეტერანად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ის რვა წლის ასაკიდან სცენაზე დგას და თავიდანვე ძალიან დიდი პოპულარობითა და პრივილეგიებით სარგებლობს. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, შესრულებულ როლებზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს.

სტიუარტს არ უნდა ჰკითხოთ, რას ნიშნავს მისთვის ამა თუ იმ როლის შესრულება, და უფრო მეტიც, არასდროს გამოიყენოთ სიტყვა “თამაში”.

ჩემთვის “თამაში” ტყუილთან ასოცირდება, – აცხადებს სტიუარტი, – როცა თამაშობ, ე.ი. რაღაცას ქმნი და ემოციებით ხალხზე მანიპულირებ. მსახიობების უმეტესება როლზეა კონცენტრირებული, მის შეისისხლხორცებას ცდილობს. მე კი არ მინდა საკუთარი თავის დაკარგვა, არ მინდა დაცემა, არ მინდა გაუჩინარება. მინდა, რომ ვჩანდე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი სტიუარტის სახელზე, განურჩევლად პროექტისა, კონკრეტული ვიზუალი და ემოციები წარმოგიდგებათ, იცოდეთ, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა. სტიუარტის მიზანი საკუთარი პიროვნების წარმოჩენაა.

ჩემი თავის გარდა ვერავინ ვიქნები, – ამბობს ის, – ბევრი მსახიობი გაიძახის: “ეს მე არ ვარ, მე ასეთი არასოდეს ვიქნები, ეს უბრალოდ როლია”, მაგრამ ეს ხომ შენი სიტუაციური ინტერპრეტაციაა, შესაბამისად, ვინ ჯანდაბა გამოდიხარ, თუ არა ისევ შენივე თავი?!

ვუდი ალენი სტიუარტის ამ დამოკიდებულებას სწორად აღიქვამს. 2016 წელს კანის კინოფესტივალი ალენის ფილმმა – მაღალი საზოგადოება გახსნა, რომელშიც სტიუარტი მორჩილ მდივანს – ვონის განასახიერებს.

ეს 30-იანი წლების ჰოლივუდის ოქროს ხანაა. ვონი ლოს-ანჯელესში გადმოსახლებულ, ჯესი ეიზენბერგის გმირს ხვდება. მთავარი პერსონაჟი კინოინდუსტრიისადმი სტიუარტისეულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს: მას ერთი უცნაურობა სჭირს, თან იაზრებს სიცარიელეს და თან მწვერვალისკენ მიილტვის.

თავიდან ვონი თითქოს გაურბის ჰოლივუდის მიმზიდველობასა და სიკაშკაშეს, თუმცა, ბოლოს, მაინც ეშვება მასში: ეს არ არის ყველაზე სუფთა ბიზნესი, მაგრამ აქ შეგიძლია გაერთო და ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდე. ამაში ცუდი არაფერია, რადგან შენ არ ხარ ვალდებული, რაღაცაზე მხოლოდ ერთი შეხდულება გქონდეს.

მრავალი მსახიობის კარიერაში ვუდი ალენის ფილმში მთავარი როლის შესრულება გარდამტეხი გახდა. სტიუარტის თქმით, მას შეუძლია მუშაობა იქ, სადაც საკუთარი თავისა და პოტენციური გარდასახვის გამიჯვნას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტი ვუდი ალენის ფილმების დიდი მოყვარულია, მაინც ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც მის ფილმში ითამაშებდა.

როგორც ფანს, ვუდი ალენის ფილმში მონაწილეობის მიღებაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა, ყველაფერს მივცემდი, რომ ეს ოცნება ამეხდინა. დღესაც გაკვირვებული ვარ, რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა.

საოცარი კიდევ ისაა, რომ სტიუარტმა, თავის პერსონაჟთან დაკავშირებით, რეჟისორის რჩევებიც გაითვალისწინა, ეს კი იშვიათად ხდება. სტიუარტის თქმით, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო.

ზოგი დიდ მიღწევად მიიჩნევს, თუ ყურს არ გიგდებს. ეს შეიძლება ასეცაა, თუმცა, ზოგჯერ რჩევის გათვალისწინება მომგებიანია. ხანდახან პიროვნულად, არსობრივად იჭედები და ასეთ დროს ზუსტი რჩევა ხსნად გევლინება.

დევიდ ფინჩერის შიშის ოთახში მონაწილეობის მიღების შემდეგ სტიუარტი ბევრ პროექტზე მიიწვიეს, მათ შორის აღსანიშნავია ბინდის საგა, რომელმაც მსახიობს უდიდესი წარმატება მოუტანა, ბანაკი X-Ray, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაილებთან, კვლავ ელისი და კრიტიკოსების მხრიდან ძალიან დადებითად შეფასებული – სილს მარიას ღრუბლები.

ფაქტია, რომ ახალგაზრდა, პოპულარული მსახიობი თინეიჯერების ფილმებიდან გაცილებით სერიოზულ როლებზე გადავიდა. მისი თქმით, ეს წინასწარგანზრახული არ ყოფილა. თუმცა, რთულია, სიმართლე დაადგინო იქ, სადაც აგენტები, სტუდიები, პუბლიცისტები და მთლიანად ჰოლივუდი მსახიობის კარიერულ კლიმატს ქმნის.

მესმის, რომ ეს კარიერული პრესტიჟის მოპოვების მცდელობას ჰგავს. თუმცა, ამას გამიზნულად არ ვაკეთებ. რასაკვირველია, მინდა კარგ ფილმებში მონაწილეობა და პროფესიონალ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ მე უბრალოდ ჩემი საქმე მიყვარს. შევდივარ როლში, შემდეგ თითქოს თვალებს ვახელ და სცენა უკვე დამთავრებულია. ზუსტად არ ვიცი, ეს როგორ მუშაობს, მაგრამ ფაქტია, – ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად, თავისთავად ხდება.

 

წყარო: www.indiewire.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

ბანაკი X-Rayბინდიდევიდ ფინჩერივონივუდი ალენიკანის კინოფესტივალიკეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაილებთანკვლავ ელისიკრისტენ სტიუარტილალი ახვლედიანიმაღალი საზოგადოებასილს მარიას ღრუბლებიშიშის ოთახიჯესი ეიზენბერგი
Previous Post

"ნაიარევი სახის" განახლებულ ვერსიას რეჟისორი დევიდ აიერი აღარ გადაიღებს

Next Post

ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც ანჯელინა ჯოლისა და მის შვილებს დისნეილენდში ახლდა ?

Next Post
ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც ანჯელინა ჯოლისა და მის შვილებს დისნეილენდში ახლდა ?

ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც ანჯელინა ჯოლისა და მის შვილებს დისნეილენდში ახლდა ?

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020