სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კენ ლოუჩი: “მათ იდეებს კი არა, პროგრესს დაადეს ცენზურა”

Cinemania ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
კენ ლოუჩი

კენ ლოუჩი

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
კენ ლოუჩი
კენ ლოუჩი

თქვენს ფილმებში სხვადასხვა თემას განიხილავთ, როგორც პოლიტიკურს და სოციალურს, ისე პერსონალურს. სიუჟეტებს როგორ პოულობთ? ჯერ საკითხს ირჩევთ და შემდეგ ეძებთ პერსონაჟებს, თუ კონკრეტულ საინტერესო ამბავს ან ადამიანს აწყდებით და მერე იღებთ ფილმის შექმნის გადაწყვეტილებას?

მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი თანხვედრაშია, თუმცა ყოველთვის ჩემს სცენარისტთან, პოლ ლავერტისთან გასაუბრებით იწყება. ჩვენ უკვე 20 წელია ერთად ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ პოლი შოტლანდიაში ცხოვრობს, მე კი – ინგლისში, თითქმის ყოველდღიურად ვურთიერთობთ, ერთმანეთს აზრებს ვუცვლით და  სხვადასხვა ისტორიასა და ამბავს ვუყვებით. მე, დენიელ ბლეიკის სცენარზე მუშაობის დროსაც ერთმანეთს იმ ადამიანების ისტორიებს ვუზიარებდით, ვისაც შემოსავალი შეუწყდა და საარსებო მინიმუმიც აღარ ჰქონდა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რა მიზეზით დაატყდათ თავს – შეხვედრებზე იგვიანებდნენ, ფორმას ვერ ავსებდნენ სწორად, განაცხადის გაკეთება არ შეეძლოთ თუ სხვა. მთავარი ის იყო, რომ ადამიანები მოულოდნელად ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ლოგიკურია, რომ როდესაც ფული აღარ გაქვს, საჭმელსაც ვეღარ ჭამ. ჩვენ ბევრი ასეთი ამბავი მოვისმინეთ – ოჯახების, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საკუთარი შვილები მხოლოდ ორცხობილებით ეკვებათ. ეს ამბები დაუსრულებლად მოდიოდა და მოდიოდა ჩვენამდე… ცხადია, ამ ყველაფერს გულგრილად ვერ მოისმენდი და ჩვენც გადავწყვიტეთ, საკუთარი თვალით გვენახა, რას აკეთებდნენ ისინი, რაზე საუბრობდნენ… ასე უფრო კარგად მივხვდებოდით, რამდენად იყო ამ ყველაფერში კინემატოგრაფიული ელემენტები. ჩვენ დაახლოებით ექვს ქალაქში და სხვა ბევრ დასახლებაში ვიყავით. შევხვდით უამრავ ადამიანს და მოვისმინეთ მათი ისტორიები… პოლმა ჩემზე მეტი ეძება და გამოიკვლია, შემდეგ დაჯდა და ორი ადამიანის ცხოვრებაზე დაწერა. სულ მალე კი, სცენარის პირველი ვარიანტი გვქონდა ხელთ.

კენ ლოუჩი
კენ ლოუჩი და პოლ ლავერტი

მთავარ პერსონაჟებზე როგორ მუშაობთ? მათ კონკრეტული პროტოტიპები ჰყავთ, თუ ჯერ აკვირდებით ადამიანებს, რომელთაც მსგავსი რამ შეემთხვათ და მათგან იღებთ ხასიათის შტრიხებს?

დიახ, პოლი საკმაოდ კულტურული მწერალია და რა თქმა უნდა, სხვადასხვა ისტორიიდან ერთ კონკრეტულ ამბავს კრავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არიან მთავარი პერსონაჟები, რომელთა ხასიათსა და გამოცდილებაზეც დგას ყველაფერი და შესაბამისად, მოვლენების განვითარებასაც პერსონაჟები გვკარნახობენ. ჩვენ ამ ადამიანებს ვარგებთ სცენარს, სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან ხელოვნური და მექანიკური გამოვიდოდა. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გამართული პერსონაჟების მოძებნაა, რომელთა ხასიათსაც მთელი დანარჩენი სიუჟეტი უნდა შეუსაბამო. ამ თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია, სხვაგვარად რეალურ და დამაჯერებელ პერსონაჟებსა და ამბავს ვერ მივიღებთ.

თითქოს თქვენი ბოლო ნამუშევრები, როგორც ამბები, უფრო შეკრულია. შეიძლება ასე იმიტომ ჩანს, რომ ეს ისტორიები წინა ნამუშევრებთან (მაგალითად, ქეითი, დაბრუნდი სახლში) შედარებით, სადაც ბრეხტიანულ მიდგომებსაც ვხედავთ, უფრო ჩვეულებრივი და ყოველდღიურობასთან მიახლოებულია.

ჩვენ, 60-იანების თაობა ყველანი ბრეხტს ვკითხულობდით. თუმცა, მახსენდება კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ბრეხტის იდეებსაც იყენებდა და მასზე უფრო პოპულისტიც იყო – ჯოან ლიტლვუდი (Joan Littlewood). მან პირველად დადგა სცენაზე ცნობილი მიუზიკლი რა შესანიშნავი ომია! (Oh! What a Lovely War!), რომელიც, ფილმისგან განსხვავებით, ძალიან წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლი კომედიურ ელემენტებს შეიცავდა და მასში ომის თემაზე უამრავი ხუმრობა გაჟღერდა, მაყურებლამდე მაინც მოდიოდა ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა ომს. ჩემს პირველ ნამუშევრებში და მათ შორის, თქვენ მიერ ნახსენებ ფილმში – ქეითი, დაბრუნდი სახლში (Cathy, Come Home 1966) მსგავსი ხერხებია გამოყენებული: ეკრანზე დადგმულ და გამოგონილ სცენებს ვუყურებთ, თუმცა დოკუმენტური ჩანართები კონტექსტის უკეთ ახსნაში გვეხმარება.

მხატვრული და დოკუმენტური ელემენტების გაერთიანება ყოველთვის საინტერესოდ მიმაჩნდა. თუმცა, პოლ ლავერტი სხვა ტიპის მწერალია. მისი პერსონაჟები უფრო მეტი სიღრმითა და კომპლექსურობით გამოირჩევიან. პერსონაჟებზე სცენარის აგება კი, ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ისეთ სიუჟეტზე, სადაც უშუალოდ ნარატივი გკარნახობს მოვლენების განვითარებას. შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პოლის ნამუშევრებში უფრო საინტერესო დილემები გვხვდება.

სინემანია
კადრი ფილმიდან “ქეითი, დაბრუნდი სახლში”

ყოველთვის შთამბეჭდავია თქვენი არაპროფესიონალი, ან სრულიად უცნობი მსახიობების ნატურალიზმი. გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ დენიელ ბლეიკის როლის შემსრულებელი – დეივ ჯონსი (Dave Johns) კომიკოსი მსახიობი ყოფილა, მანამდე კი კალატოზი გახლდათ. კი მაგრამ, სად და როგორ პოულობთ ამ ხალხს?

ეს რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენ უბრალოდ ყურადღებით ვეძებთ და შესანიშნავი კასტინგის დირექტორი გვყავს – კეტლინ კროუფორდი. თავდაპირველად ვაწყობთ ბევრ სინჯს, რომლის საფუძველზეც უკვე ზუსტად ვხვდებით, ვინ გვჭირდება. ამის შემდეგ კი გარეთ გავდივართ და ვეძებთ, ვეძებთ როგორც მსახიობებს, ისე კომიკოსებს, მუსიკოსებს და ა.შ. ყველა პროფესიის ადამიანებს. ასე ვიპოვეთ დეივ ჯონსიც.

რა ხდება მსახიობის არჩევის შემდეგ? რას აკეთებთ იმისთვის, რომ მან პერსონაჟის ხასიათი ზუსტად ისე მოირგოს და განასახიეროს, როგორც თქვენ და პოლს გაქვთ წარმოდგენილი?

რა თქმა უნდა, ეს ცალკე სამუშაოა და ამ ყველაფრის სრულყოფისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ. დენიელ ბლეიკის შემთხვევაში, დეივ ჯონსს, თავისი პერსონაჟის მსგავსად, ცოლი გარდაცვლილი ჰყავს. ჩვენ მას მოგონებების გაცოცხლებაში ვეხმარებოდით. რაც შეეხება კეიტის გმირს და ბავშვებს, გადაღებების დაწყებამდე მათ თავი ერთ ოჯახად ვაგრძნობინეთ, ერთად წავედით სამოგზაუროდ… ერთმანეთს შეეჩვივნენ და შესაბამისად, ჩვენც უფრო გაგვიადვილდა მუშაობა.

დენიელ ბლეიკი
დეივ ჯონსი ფილმში “მე, დენიელ ბლეიკი”

მე, დენიელ ბლეიკში ძალიან მომწონს ბიბლიური პასაჟები, როდესაც საუბრობენ, თუ როგორ უნდა შეხვდეს ბლეიკის გმირი “გადაწყვეტილების მიმღებს”, რომელიც ისეთივე უჩვეულო და უხილავია ფიგურაა, როგორც ღმერთი.

ნამდვილად ასეა! ძალიან სწორად დაარქვით სახელი! თუმცა, ეს ჩემი გამოგონილი არ არის. კაფკასთანაც გვხვდება მისტიკური და საიდუმლოებით მოცული ბიუროკრატია, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერაფერს უგებს. “გადაწყვეტილების მიმღებამდე” ხელი ვერავის მიუწვდება. შესაძლოა, ტელეფონის ნომერი გითხრან, შემდეგ რეკავ და საათნახევარს გალოდინებენ. ამასობაში კი, თქვენი ტელეფონის ანგარიშიც იწურება. ადამიანები ამას უსახო ბიუროკრატიას უწოდებენ და ეს აბსოლუტურად სწორი განმარტებაა. შენ ამ ბიუროკრატების სახელებიც კი არ იცი და რომც გაინტერესებდეს, მაინც ვერ გაიგებ, რადგან ამის უფლება არ გაქვს. მას მხოლოდ ერთი სახელით აღწერენ – “გადაწყვეტილების მიმღები”. ეს გაუგონარი რამაა. განსაკუთრებით სტრესულია, როცა მათთან პირისპირ ურთიერთობა გიწევს. ამ შემთხვევაში, დიდი იმედგაცრუებისთვის უნდა მოემზადო და ამას უკვე მასიური სახე აქვს.

ბრიტანული პრესა წერდა, რომ დენიელ ბლეიკი შესაძლოა გახდეს კონკრეტული ნაბიჯების  საფუძველიც კი, რასაც რეალური შედეგები და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი მოჰყვება. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ ფილმმა რაიმე სახის გავლენა მოახდინოს?

საინტერესო საკითხია. ფაქტია, რომ პარლამენტში ამ სისტემურ ცვლილებებს განიხილავენ და ისიც ფაქტია, რომ საკითხის მიმართ ისეთი ხისტები ვეღარ იქნებიან, როგორც თუნდაც თვეების წინ იყვნენ. მე არ ვიცი, რამდენადაა ეს ჩემი ფილმის დამსახურება, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ამ დიალოგის ნაწილი დენიელ ბლეიკი ნამდვილად იყო. არ ვიცი, მიუძღვის თუ არა ფილმს რაიმე კონკრეტული წვლილი, თუმცა ასეც რომ იყოს, ისინი ამას არასოდეს აღიარებენ.

დენიელ ბლეიკი
კადრი ფილმიდან “მე, დენიელ ბლეიკი”

ახლახანს თქვენი ციტატა წავიკითხე: “ჩემი ფილმების დაცვაში უფრო მეტი დრო დავხარჯე, ვიდრე მათ გადაღებაში“. რომელი ფილმის დაცვა მოგიწიათ ყველაზე მეტად?

1980-იან წლებში ბევრ ფილმს ვიღებდი, მათ შორის სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებს. ისინი იმ პროფკავშირებს ეხებოდა, რომელთაც მარგარეტ ტეტჩერის გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს. ეს დოკუმენტური ფილმები აკრძალეს და ბუნებრივია, მე მათი დაცვა მიწევდა. ცენზურა სხვა ფილმებსაც შეეხო. თუმცა, საგულისხმოა, რომ მათ იდეებს კი არა, პროგრესს დაადეს ცენზურა. ჩვენც სწორედ მაშინ ვისწავლეთ, როგორ გავმხდარიყავით დამცველები. ახლაც მომიწია დენიელ ბლეიკის დაცვა ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და ლეიბორისტული მემარჯვენე ფრთისაგან. ეს პარალელი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

 

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

წყარო: http://www.miaminewtimes.com

ბრეხტიდეივ ჯონსიკენ ლოუჩიკეტლინ კროუფორდიმარგარეტ ტეტჩერიმე დენიელ ბლეიკინინო დოლიაშვილიპოლ ლავერტირა შესანიშნავი ომია!ფრანც კაფკაჯოან ლიტლვუდი
Previous Post

კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ იქორწინეს!

Next Post

ჯეიმი ბელი ელტონ ჯონის ბიოპიკს "Rocketman" შეუერთდა

Next Post
ჯეიმი ბელი ელტონ ჯონის ბიოპიკს "Rocketman" შეუერთდა

ჯეიმი ბელი ელტონ ჯონის ბიოპიკს "Rocketman" შეუერთდა

ახალი ამბები

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020