სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“კაცობრიობის შვილი” – ალფონსო კუარონის წინასწარმეტყველებები

Cinemania ავტორი Cinemania
29 იანვარი, 2019
რუბრიკა კვირის ისტორია, კინოგურმანი
0
კაცობრიობის შვილი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ალფონსო კუარონის დისტოპიური თრილერი XXI საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარია. მის მიერ შექმნილი მომავალი კი იმაზე საშიშად გამოიყურება, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ იპოვით.

ჩვენს რეალობაში მომავლის შესახებ გადაღებული ფილმები ყველაზე მალე ძველდება. დიდ ეკრანებზე ნაჩვენები მომავლის სცენები უმეტესად იმ პერიოდითაა ნაკარნახევი, რომელშიც ფილმს იღებენ. ამიტომაცაა, რომ 80-იანების ფილმებში მხოლოდ დისკო მომავალს ვხედავთ. თუმცა, ალფონსო კუარონის დისტოპია, რომელიც მან 2006 წელს გადაიღო, სულ სხვა მოვლენაა. ფილმი 2027 წლის დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებზე გვიყვება. კაცობრიობის შვილში იმდენი ზუსტი წინასწარმეტყველება იკითხება, რომ გვიჩნდება ეჭვი, რეჟისორმა დროში ხომ არ იმოგზაურა და იმ პერიოდის ამბები გააცოცხლა.

კაცობრიობის შვილი კრიტიკოსების მიერ ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ნამუშევარია. ის BBC-ის გამოკითხვაში, საერთაშორისო შედეგებით, ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო ფილმებს შორის მე-13 ადგილს იკავებს. ეს, ერთი მხრივ, იმის დამსახურებაა, რომ უნაკლო გადაღებითა და გრძელი, უწყვეტი კადრებით უამრავი კინოს მოყვარული მოიხიბლა. მეორე მთავარი ფაქტორი კი ფილმის სიუჟეტის დამაჯერებლობაა, რომელიც 2006 წელს ახლო მომავლად აღიქმებოდა და რაც დრო გადის, ფილმში აღწერილი ამბები ჩვენს ყოველდღიურობაში ცოცხლდება.

კაცობრიობის შვილი
კაცობრიობის შვილი

ფილმის სიუჟეტი კრიმინალური ისტორიების შემქმნელის, ფ.დ. ჯეიმსის 1992 წელს გამოქვეყნებულ ნაწარმოებს ემყარება. კუარონის ნამუშევარი გვიყვება თეოს (მის როლს ქლაივ ოუენი ასრულებს) შესახებ, რომელიც სამოქალაქო სექტორში მუშაობდა და პოლიტიკური აქტივისიტი იყო. ახლა კი, ცხოვრებით გატანჯული, ალკოჰოლიზმს ებრძვის. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის ლიდერი და ძველი სიყვარული, ჯულიანი (მის როლს ჯულიანა მური ასრულებს) გაიტაცებს და ურთულეს მისიას აკისრებს.

ფილმის სიუჟეტი ერთდროულად ორ კლასიკურ ნაწარმოებს ჰგავს: კასაბლანკასა და 1984-ს. ოღონდ ეს ყველაფერი თანამედროვეობაში უნდა წარმოვიდგინოთ. კუარონი არ ეხმარება მაყურებელს და არ უხსნის, რა მოუვიდა ცივილიზაციას. თუმცა, ძველი გაზეთების ფურცლებიდან შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ სამყარო განადგურებულია კლიმატის ცვლილებების შედეგად, დაბინძურებისა და ბირთვული შემთხვევების გამო; რომ საზოგადოება გახლეჩილია და ყველგან არსებობს ტერორიზმის საფრთხე. ამავდროულად კი, ბრიტანეთში მომხდარი ყველა უბედურება ბრალდებათ ლტოლვილებს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში გალიებში არიან გამოკეტილები. თავშესაფრის საწყალი მაძიებლები, – ასე ახასიათებს გამოკეტილებს თეოს ჰიპი მეგობარი ჯასპერი (მის როლს მაიკლ კეინი ასრულებს), – მათ უამრავი უბედურება და გასაჭირი გამოიარეს. ინგლისის მთავრობა კი საწყალ ადამიანებზე ისე ნადირობს, როგორც ტარაკნებზე.

რამეს ხომ არ გახსენებთ? მასობრივი მიგრაცია 2006 წელს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. არაა გასაკვირი, რომ ეს საკითხი ფილმშიც მწვავედ დგას. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ სირიელი ლტოლვილების კრიზისი დადგებოდა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით, მუსლიმებს სპეციალური რეგისტრაცია დასჭირდებოდათ, ან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებდა იმიტომ, რომ მიგრაციის საკითხებმა დღის წესრიგში წინ გადმოიწია. დღევანდელი ახალი ამბების სათაურების წაკითხვისას ხშირად გვახსენდება კაცობრიობის შვილი: მუსლიმები ითხოვენ მეჩეთებიდან ჯარების გაყვანას… ქვეყნის შიდა სამსახურები მოითხოვენ სპეციალურ დაცვას და ამდენი წლის შემდეგაც კი ბრიტანეთის საზღვრები ჩაკეტილია. არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია მასობრივად ხორციელდება… თუ 2006 წელს მსგავსი ამბები გადამეტებულად გვეჩვენებოდა, დღეს ეს ყველაფერი რეალობად იქცა.

კაცობრიობის შვილი
კაცობრიობის შვილი

პოლიტიკური პროცესების გარდა, აღსანიშნავია, რომ ფილმის გმირები არ ცხოვრობენ ხელოვნურად შექმნილ გარემოში, მათთვის შექმნილი სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც ჩვენი არსებობა. კინოს პირველი წესია, იწინასწარმეტყველოს რეალობა! – ამბობდა კუარონი კაცობრიობის შვილის გადაღებების დროს.

ჩვენ არ გვსურდა, გადაგვეღო ახალი დანის პირზე მორბენალი. პირიქით, სრულიად საწინააღმდეგო მიდგომით ვიხელმძღვანელეთ, რათა სიუჟეტი რეალისტური ყოფილიყო. ეს განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა არტ–დეპარტამენტისთვის, რადგან მათ მომავლის ნაცვლად რეალისტური აწმყო უნდა შეექმნათ, ოღონდ შორეული პერსპექტივით.

რიდლი სკოტის მიერ შექმნილი 2019 წლის მომავალი გვიხატავს რადიკალურ სურათს, სადაც წვიმებისგან ჩამორეცხილი, მულტიკულტურული მეტროპოლისებია და ის ამ ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. სულ სხვაგვარი ვითარებაა კაცობრიობის შვილში. აქ არ არიან ანდროიდები და მფრინავი მანქანები, არაა ნეონებით განათებული ქუჩები და ამ ქუჩებში – უშველებელი ვიდეო-ბილბორდები. ტანსაცმელიც კი დღევანდელი ტანსაცმლის მსგავსია. ამჯერად ჩვენ სამეცნიერო ფანტასტიკიდან სამეცნიერო ფაქტებისკენ ვიხრებით.

კაცობრიობის შვილი
კაცობრიობის შვილი

სოციალური თუ პოლიტიკური ამბების გარდა, კაცობრიობის შვილში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება: ფილმის არცერთი გმირი არ იყენებს მობილურ ტელეფონს და ინტერნეტს. შეუძლებელია, მობილური ტექნოლოგია 2027 წელს არავინ გამოიყენოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მომავლის ფუტურისტულ ფილმებს, ვნახავთ, რომ იქაური სმარტმოწყობილობები არასდროს ემთხვევა რაიმე რეალისტურს. ამ ტექნოლოგიაზე უარის თქმით ფილმში უბრალოდ კონკრეტული დრო არ არის დაფიქსირებული, მეტი არაფერი.

კუარონის გადაწყვეტილება იყო, სცენების უმეტესობა ლონდონის ქუჩებში ისე გადაეღო, განსაკუთრებული ცვლილებები არ შეეტანა. უჩვეულოა: ლონდონელების უმეტესობა თვლის, რომ დედაქალაქი წლიდან წლამდე, სისუფთავისა და წესრიგის ნაცვლად, სიბინძურესა და ჭუჭყში იძირება…

ფილმში გატარებული მთავარი ასპექტი, რომ 18 წლის განმავლობაში არცერთი ბავშვი არ დაბადებულა, ერთადერთი საკითხია, რომელიც რეალობაში ვერ განხორციელდა. პირიქით, ჩვენი პლანეტის პრობლემა ზედმეტი პოპულაციაა და არა ადამიანის, როგორც სახეობის გადაშენება.

კაცობრიობის შვილი
კაცობრიობის შვილი

კიის ორსულობით კუარონი იმ მცირე იმედს გვაჩვენებს, რომელიც კაცობრიობას გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობის აზრით, ამ პატარა ბავშვს არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, დაბადება, როგორც აქტი, უკვე მოიცავს თავის თავში ძირეულ ცვლილებებს. ამ დროს ფილმი გადადის მისტიკურ სამეცნიერო ფანტასტიკაში, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანზე აღარ არის დამოკიდებული რეალური ცვლილებები. შეიძლება, ეს რეჟისორის საუკეთესო გადაწყვეტილებაცაა, რადგან ხშირად მსგავსი ფანტასტიკური ნაბიჯი კაცობრიობისთვის იმ რეალობის შემქმნელი ხდება, რომელიც ვერაფრით წარმოგვიდგენია.

 

წყარო: www.bbc.com

მოამზადა გიორგი კარანაძემ

1984BBCალფონსო კუარონიგიორგი კარანაძედანის პირზე მორბენალიკასაბლანკაკაცობრიობის შვილიმაიკლ კეინირიდლი სკოტიფ.დ. ჯეიმსიქლაივ ოუენიჯულიანა მური
Previous Post

დიდი ლებოვსკი და ქერი ბრედშოუ რეკლამაში ერთად გამოჩნდნენ

Next Post

სტივენ სოდერბერგის ხუმრობა ქრისტოფერ ნოლანზე

Next Post
სტივენ სოდერბერგის ხუმრობა ქრისტოფერ ნოლანზე

სტივენ სოდერბერგის ხუმრობა ქრისტოფერ ნოლანზე

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3310

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3765

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2523

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020