სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ჯერემი აირონსი: “არასოდეს იცი – საით მიჰყავხარ ცხოვრებას”

Cinemania ავტორი Cinemania
26 ოქტომბერი, 2017
რუბრიკა კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი
0
ჯერემი აირონსი: “არასოდეს იცი – საით მიჰყავხარ ცხოვრებას”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მინდა, ვცხოვრობდე ისეთ სამყაროში, სადაც ვიქნები ის, ვინც ვარ, სადაც გავაკეთებ იმას, რისი კეთებაც მინდა, სადაც არავის შევუშლი და არც არავინ შემიშლის ხელს.

ჩემს არცერთ ფილმს დიდი ფინანსური მოგება არ ჰქონია.

ჩემი გვარი არ წარმოითქმის, როგორც “აირონსი”. ამ ჟღერადობაში ზედმეტად ბევრი ამერიკა და მეტალია. ინგლისში ვიძახით “აიონსი”, რადგან რ-ს წარმოთქმა გვეზარება.

უკვე დიდი ხანია ჰოლივუდში კინო ინდუსტრიას ბუღალტრები განაგებენ. თითოეული მსახიობი დანომრილია. ისინი უბრალოდ შეხედავენ გრაფას – ჯერემი აირონსი და ჩემი ბოლო ხუთი ფილმიდან მიღებულ მოგებას გადახედავენ. თუ, სიტყვაზე, მათ ოც-მილიონიანი ფილმის გადაღება სურთ, რაც არცთუ ისე მცირე თანხაა, და აქედან ცხრა მილიონი ჯერემის უნდა გადაუხადონ, ხოლო ხუთი მილიონი – რეჟისორს, გამოდის, რომ დარჩენილი თანხა ქალის მთავარი როლის შემსრულებელს უნდა მისცენ. დღეს კასტინგები სწორედ ასე ტარდება.

ჩემი ნამუშევრებით არასოდეს ვარ კმაყოფილი. ვფიქრობ, როგორც კი თვითკმაყოფილებას ვიგრძნობ, ბოლო მაშინვე მომეღება.

ვფიქრობ, მარტივია, იყო ქარიზმატული, მაშინ, როცა შენ გარშემო არიან გრიმიორები, კოსტიუმების დიზაინერები და დამდგმელი რეჟისორი, რომელიც მხოლოდ საუკეთესო კადრებს ტოვებს.

მსახიობობა ცხოვრებაზე გაცილებით მარტივია. შენ იცი, საით მიჰყავხარ სცენარს, მაგრამ არასოდეს იცი – საით მიჰყავხარ ცხოვრებას.

ცუდი ბიჭებისგან ყოველთვის შორს ვიდექი. სწორედ ამიტომ მიზიდავდნენ ისინი, როგორც მსახიობს. ეს იგივეა, საკუთარ თავს ჰკითხო: “სად წავიდე შვებულებაში, ახლო, ნაცნობ ქალაქში, თუ იქ, სადაც ჯერ არასდროს ვყოფილვარ?” პასუხი ნათელია: რა თქმა უნდა, მინდა, ვნახო რაღაც აბსოლუტურად განსხვავებული. აი, რატომ მიზიდავს ისეთი პერსონაჟები, რომლებიც ჩემი მსოფლმხედველობისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისგან შორს დგანან.

ემოციურ ადამიანს სიტყვით ადვილად ატკენ გულს. მსახიობები კი ფრიად ემოციური ხალხი ვართ.

იყო დრო, ვფიქრობდი, რომ როცა ორმოცდაათ წელს გადავცილდებოდი, იახტას ვიყიდიდი და მეგობრებთან ერთად მსოფლიოს შემოვივლიდი.

მე მიყვარს მოულოდნელი, პატარა სიხარულები და ირლანდიის ამინდი ამას შიგადაშიგ ახერხებს. მიყვარს, როცა ვიღვიძებ და გარეთ მზიანი დღეა. აქ, ირლანდიაში ეს იშვიათი სანახაობაა.

ფუფუნება ჩემთვის რაღაც ისეთის მიღებაა, რისი მუდმივად ფლობის ნებასაც საკუთარ თავს ვერ მივცემდი. ეს არის ის, რასაც ვერასოდეს შევეჩვევი, მაგრამ ამავდროულად, რაზე ოცნებასაც არ შევწყვეტ.

ფუფუნება კონტრასტია. დროდადრო ვისკის მივირთმევ. მაგალითად, დღეს დილით ძალიან კარგი ვისკი დავლიე და გავიფიქრე: “მართლაც რომ მშვენიერია!  მაგრამ თუკი ამ სასმელს ყოველ დღე დავლევ, ის თავის ღირებულებას დაკარგავს.”

პირველად ვისკი ე.წ. ვისკი-მაკის სახით დავაგემოვნე (ვისკისა და ჯანჯაფილის ღვინოსგან დამზადებული კოქტეილი). ჩემი მშობლები განათლებულები იყვნენ. ბავშვობაში, კვირაობით, სადილის წინ, ყოველთვის სვამდნენ და მეც ჯერ შერის, შემდეგ კი ვისკი-მაკის მაგემოვნებინებდნენ. ის დღემდე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კოქტეილია.

ნადირობისას ვისკი-მაკს ყოველთვის თან დავატარებ. ის სულს გითბობს და გმატებს იმას, რასაც ჩვეულებრივი ვისკი ვერ შეგმატებს – სიმამაცესა და თავდაჯერებულობას, რომელიც სიგიჟეში არასოდეს გადადის.

არ მიყვარს ახალი ნივთები, არ მიყვარს ქალაქები. მე სოფლელი ვარ. მეგაპოლისში როცა ვხვდები, მისი მასშტაბით მონუსხული ვრჩები, ისევე, როგორც – ადამიანებით, რომლებმაც ჩემზე მეტი იციან და უფრო დიდი ოცნებები აქვთ.

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი დროის მანქანა გვყავს. ზოგი უკან გვაბრუნებს და ამას მოგონებებს ეძახის, ზოგი კი – პირიქით, მომავალში გვამოგზაურებს და ამას ოცნებებს ეძახის.

არ მბეზრდება ტომ სტოპარდის სიტყვების გამეორება: “პოპულარობა ნიშნავს, როცა იმაზე უფრო მეტი ადამიანი გიცნობს, ვიდრე შენ იცნობ.”

რაც შეიძლება ადრე უნდა მიხვდე, რომ არავინაა ვალდებული, მოგისმინოს და დაგეთანხმოს.

მე ძალიან რთული კაცი ვარ. ჩემი ცოლიც წარმოუდგენლად რთული ქალია. ჩვენი თანაცხოვრება მარტივი საქმე არ არის, თუმცა თანაცხოვრება არავისთვისაა მარტივი. და მაინც, რამდენჯერაც დაძლევ წინააღმდეგობას, ურთიერთობა იმდენჯერ უფრო გიმყარდება.

მსახიობები ხშირად ბავშვებივით იქცევიან. სწორედ ამიტომ, ბევრი მათ ბავშვებად თვლის. მე კი მინდა, გავიზარდო!

მინდა კაცობრიობამ ერთი, მარტივი კითხვა დასვას: “გვაქვს კი მომავალი?” მეჩვენება, რომ ის არ გვაქვს, უბრალოდ, ხალხს ამაზე დაფიქრებაც არ უნდა.

კაცობრიობისადმი ჯერ კიდევ ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, მასში გადარჩენის ინსტინქტი ძლიერია. თუმცა, მჯერა, რომ იქამდე, სანამ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან ბევრი ცუდი რაღაც უნდა მოხდეს.

რაიმეს აკრძალვაში აზრს ვერ ვხედავ. მეჩვენება, რომ ერთმანეთის მიმართ თავაზიანობა და ყურადღება მხოლოდ ძალდატანებითია.

თავდაუზოგავი შრომის არ მჯერა. თუ რაღაც არ გამოგდის – შეეშვი. თუ ეს თქვენი ბედია, დაე, თვითონვე მოვიდეს. მოვლენებს განვითარების საშუალება მიეცი.

დარტსის თუ თამაშობ, შეეცადე, დაფაზე სწორი ციფრი აირჩიო. დარწმუნდი, რომ ზუსტად ის ციფრი გჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმიზნე.

ჩემი ხელები? ისინი დიდ საქმეს მიკეთებენ. ისინი კარგი მებაღეები არიან, კარგი მუშაკები, მათ პიანინოზე დაკვრაც შეუძლიათ და ცოტათი – გიტარაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ნეკა თითი სერიოზულად დავიზიანე, მთლიანობაში ჩემი ხელებით მაინც კმაყოფილი ვარ.

ვმღერი მსახიობის შესაბამისად, აი, ცეკვით კი ბატივით ვცეკვავ.

უკვე დროა, უდაბნოები მზის პანელებით გადაიხუროს.

 

წყარო: www.esquire.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

ლალი ახვლედიანიტომ სტოპარდიჯერემი აირონსი
Previous Post

გაინტერესებთ, რომელია 4 წლის პრინც ჯორჯის საყვარელი ანიმაცია?

Next Post

9 ამბავი ჰოლივუდურ მეგობრობაზე, რომელიც დროს უძლებს

Next Post
9 ამბავი ჰოლივუდურ მეგობრობაზე, რომელიც დროს უძლებს

9 ამბავი ჰოლივუდურ მეგობრობაზე, რომელიც დროს უძლებს

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ავტორი Cinemania
3 ივლისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ავტორი Cinemania
3 ივლისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020