სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ჯეიმს კამერონი: “მე დღესაც მეცნიერებაზე შეყვარებული ბავშვი ვარ”

Cinemania ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
ჯეიმს კამერონი: “მე დღესაც მეცნიერებაზე შეყვარებული ბავშვი ვარ”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

(ინტერვიუ ჯეიმს კამერონთან)

 

მუდმივად სიახლეების ძიებისკენ რა გიბიძგებთ?

ინოვაციურობისკენ ჩემი სწრაფვა მომდინარეობს ჩემი ბავშვობის სურვილიდან – შემექმნა მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ადამიანებს გააოცებდა. მაგალითად, თავის დროზე სტენლი კუბრიკის 2001 წელი: კოსმიური ოდისეამ იმდენად აღმაფრთოვანა, რომ მასზე ნაკლები ნაწარმოების შექმნას არ ვაპირებდი. როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვმუშაობ, პირველ რიგში, იმაზე ვფიქრობ, თუ რა არის ის მთავარი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, თუმცა ჯერ არავის გაუკეთებია. ეს ეხება როგორც ახალ იდეებსა თუ თემებს, ასევე ტექნიკასა და აპარატურას.

ბავშვობაში ასეთი სურვილები გქონდათ?

დიახ, მუყაოს ყუთებისგან რობოტებს ვაკეთებდი და თავში სულ გიჟური იდეები მიტრიალებდა. ათი წლის ვიყავი, როდესაც თვითმფრინავის აწყობა მოვინდომე. სადღაც მიტოვებულ შეშას წავაწყდი, მეგობრები და მეზობელი ბავშვები დასახმარებლად შემოვიკრიბე და ჩვენ ეს შევძელით! რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრინავს არასდროს უფრენია, მაგრამ მთავარი იყო, რომ ავაწყეთ და თანაც გამოუსადეგარი შეშისგან. რობოტები, ტექნოლოგიები და მსგავსი რამეები ყოველთვის მიზიდავდა და ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ სკოლაში სწავლისას ფეხბურთის კლუბის კი არა, სამეცნიერო კლუბის პრეზიდენტი გავხდი. თუმცა, იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ ამ კლუბის შემადგენლობაში ვიყავით მხოლოდ მე, ლაბორატორიის ვირთხები და ერთი ჩეხოსლოვაკიელი გოგონა, რომელიც ინგლისურადაც კი ვერ ლაპარაკობდა. (იცინის)

ათწლეულები გადის და თქვენი თითოეული პროექტი კვლავ ძალიან შთამბეჭდავია. ეთანხმებით აზრს, რომ თქვენში დღესაც ცხოვრობს მეოცნებე პატარა ბიჭი?

ეს სიმართლეა, მე დღესაც მეცნიერებაზე შეყვარებული ბავშვი ვარ. კინოს სიყვარული ცოტა უფრო გვიან მოვიდა, თუმცა ჩემი გული დღესაც ცდებს, კვლევებს და ტექნოლოგიურ გამოწვევებს ეკუთვნის.

ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თქვენს ამ მისწრაფებებს აერთიანებთ.

დიახ, მთავარია, რომ ეს ერთობა შედგეს. მაგალითად, მამაჩემი პროფესიით ინჟინერი იყო, ძალიან რაციონალური და თანმიმდევრული ადამიანი, ხოლო დედა – არტისტი. მე ვარ ამ ორი ადამიანის ნაზავი, რომელსაც ტექნოლოგიებიც იტაცებს და ხელოვნებაც. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კინო მხოლოდ წმინდა ხელოვნების ფორმა არ არის და მისთვის შემოქმედებითობასთან ერთად, ტექნოლოგიური მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კინო ითხოვს კომპლექსურ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას, რათა რეჟისორმა სრულყოფილად შეძლოს საკუთარი ემოციებისა და გრძნობების გადმოცემა. მიყვარს ინჟინერიაც და თხრობაც და ჩემს გონებაში ეს ორი რამ შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს.

როგორ ფიქრობთ, ტექნოლოგიური წინსვლა კინოს უკეთესს ხდის?

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური მიღწევები ბევრ რამეს უადვილებს რეჟისორს, თუმცა თუ ამბავი საინტერესო არ არის, თანამედროვე ტექნოლოგია ვერ დაგეხმარება. კარგი სიუჟეტი კარგი სიუჟეტია და მორჩა! კასაბლანკა გავიხსენოთ, 1940-იანი წლების შავ-თეთრი ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრად მეტი ტექნოლოგიური შესაძლებლობა გვაქვს, არა მგონია, რომ კასაბლანკას ისტორიის უკეთ გადმოცემა შევძლოთ. ჩვენ დღესაც ადამიანის გულთან მისასვლელ გზას ვეძებთ. ამიტომ, მთავარია, გვქონდეს კარგი სიუჟეტი, რომ მაყურებელს ახალი შეგრძნებები გავუჩინოთ, ავაღელვოთ და ავატიროთ კიდეც.

როგორია თქვენთვის კარგი სიუჟეტი?

ჩემი აზრით, ამბავი მაშინ არის კარგი, თუ მისი რომელიმე პერსონაჟი ან პერსონაჟები გიახლოვდებიან და შენც მასთან გარკვეულ საერთოს პოულობ, იმის მიუხედავად, თუ რას წარმოადგენენ ისინი, რა მისწრაფებები აქვთ, სად მუშაობენ და ა.შ. ამბავი შეიძლება იყოს მამა-შვილის, მეგობრების, ცოლ-ქმრის და სხვა უნივერსალურ ურთიერთობებზე, რომელიც შენთვისაც ნაცნობია და რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში უნდა გამოიცადოს… მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა ჩემი ფილმი სიყვარულის ისტორიაა.

მათ შორის, უცხოპლანეტელებიც?

დიახ, ეს დედა-შვილის სიყვარულის ისტორიაა. სიყვარულის ისტორიები კი მაყურებელს ყოველთვის აკმაყოფილებს, მაშინაც კი, თუ კარგად არ სრულდება.

 

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

წყარო: http://the-talks.com

2001 წელი: კოსმიური ოდისეაკასაბლანკანინო დოლიაშვილისტენლი კუბრიკიუცხოპლანეტელებიჯეიმს კამერონი
Previous Post

ვაინშტაინი მერილ სტრიპსა და ჯენიფერ ლოურენსს ბოდიშს უხდის

Next Post

ემილია რატიაკოვსკი დაქორწინდა!

Next Post
ემილია რატიაკოვსკი დაქორწინდა!

ემილია რატიაკოვსკი დაქორწინდა!

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020