შვიდწლიანი სატელევიზიო კონტრაქტი რომ მქონოდა, ალბათ თავს ჩამოვიხრჩობდი.
მე ბევრს ვკითხულობ, მაგრამ არ ვარ იმ ადამიანებივით, ნიუ–იორკ თაიმსის წიგნების მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ რომ გარბიან და ათ წიგნს ყიდულობენ, ორ კვირაში კი მათ მეგობრებს გადასცემენ.
მე ვიცი, რამდენად დიდი შრომა დევს სცენარის შექმნაში, ამიტომ თუკი ვამჩნევ, რომ რომელიმე ხაზი რაიმე ცვლილებას საჭიროებს, მხოლოდ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ვითხოვ ხოლმე მის შეცვლას.
ვფიქრობ, ამ ცხოვრებაში ჩვენ, ადამიანები დაუცველები ვართ. ადრე თუ გვიან ყველანი ვიხსნით ნიღაბს. უბრალოდ, უნდა გადავწყვიტოთ, როდის სჯობს ამის გაკეთება. უმრავლესობა არჩევს, რომ ეს ყველაფერი ხალხის წინაშე არ გააკეთოს.
მე მიყვარს ნიუ-იორკის ქუჩის სტილი. ნიუ-იორკელმა ბიჭებმა და გოგოებმა იციან, როგორ ჩაიცვან და ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარია.
სასაცილოა, როდესაც ცხოვრებაში ხვდები ისეთ ხალხს, ვინც ერთდროულად ძალიან სულელიც არის და ძალიან თავდაჯერებულიც. დონალდ ტრამპი ამის იდეალური მაგალითია: რეალურად ის არის შვიდი წლის ბავშვი სცენაზე.
ძილის წინ ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ.
ვფიქრობ, საჭიროა ისეთი ისტორიების მოყოლა, რომელიც ჩვენს სამყაროს ასახავს.
მხოლოდ ახალი ამბებით შეუძლია ტელევიზიას ჩემი შოკში ჩაგდება.
მჯერა, რომ რაღაცის მიღება მცდელობა არ არის. ჩემს საქმიანობაში სწორედ მცდელობა მიზიდავს, რაღაცის კეთების პროცესი.
კაცებისთვის ერთმანეთთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება ცხრა საათის განმავლობაში ჩუმად ყოფნაა. ამიტომაც მომწონს დიდხანს მოტოციკლით სიარული. ეს კაცებისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა სოციალიზაციისთვისაც და განმარტოებისთვისაც.
ბაბუაჩემი დღიურში ერთ წინადადებას წერდა ხოლმე: დღეს ენი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე. ვფიქრობ, ეს მისთვის მედიტაციასავით იყო. ამით ინარჩუნებდა ქორწინებას და პატივისცემას, და ეს ძალიან ამაღელვებელია.
ვფიქრობ, მსახიობისთვის ცუდი ჩვევაა, როდესაც ის სცენარს ცვლის. ეს მისი საქმე არაა. მსახიობები არ არიან მწერლები და სცენარისტები. ამის მიუხედავად, რამდენიმე მსახიობი ამ საქმეშიც კარგი იქნებოდა.
კარიერის დასაწყისში ვფიქრობდი: მხოლოდ იმას გავაკეთებ, რისი კეთებაც მსურს.
როცა გესმის, რომ ადრე ოჯახებს 20 წლის ასაკში ქმნიდნენ, გიჩნდება კითხვა: რატომ? თუმცა, ჩემი ბებია და ბაბუა 50 წელზე მეტხანს იყვნენ ერთად.
ვისურვებდი, Nicorette-ს (ნიკოტინიანი საღეჭი რეზინი) აქციების მფლობელი ვყოფილიყავი. მე მიყვარს Nicorette და ვთვლი, რომ ის საუკეთესო გამოგონებაა.
მე ვიცვამ ჩექმებს, ჯინსებს, დახეულ მაისურებს და ტყავის ქურთუკს. ტყავის ქურთუკი კიდევ რომ შევიძინო, ცოლი აუცილებლად მომკლავს.
ზოგიერთებს სურთ, გამოფიტონ თანამშრომლები და ვერ იაზრებენ, რომ ათსაათიანი მუშაობა ხარისხიანი ტელევიზიისთვის წარმოუდგენელია.
არასწორი იქნება, თუ დიდებას გამოეკიდებით. უინტერესოა, იყო ცნობილი ადამიანი.
წყარო: https://www.brainyquote.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა