სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ისტორია ავტობუსის მძღოლზე და უგემური ნამცხვრების მცხობელზე

Cinemania ავტორი Cinemania
6 მარტი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ისტორია ავტობუსის მძღოლზე და უგემური ნამცხვრების მცხობელზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ანო ფრანგიშვილი

 

“People should fall in love with their eyes closed”, – თქვა ერთხელ ენდი უორჰოლმა და მემგონი, თავადაც არ სჯეროდა ასეთი სიყვარულის. მე კიდევ მგონია, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ პატერსონში, სადაც ჯიმ ჯარმუშის პერსონაჟებს ერთმანეთი შეუყვარდათ.

პატერსონი – ეს არის ისტორია ავტობუსის მძღოლზე და მის მეუღლეზე, რომლებიც დღეებს ოცნებაში ატარებენ. ღამით ტკბილად იძინებენ და დილას ჭიქა ყავით იწყებენ. მთავარი გმირის, პატერსონის ფანტაზიამოკლებულმა მშობლებმა მას იმ ქალაქის სახელი დაარქვეს, სადაც ცხოვრობდნენ, და ამ სახელის მსგავსად, თითქოს არც ფილმში ხდება რაიმე განსაკუთრებული.

ფილმი ორშაბათის დილით იწყება და ორშაბათის დილითვე სრულდება. ორი საათის განმავლობაში მაყურებელი ცოლ-ქმრის ერთკვირიან თანაცხოვრებას ადევნებს თვალს და რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ მთელი ცხოვრებაა იცნობს. შემდეგ კი უჩნდება სურვილი, მასაც საყვარელ ადამიანთან გაუთენდეს უბრალო დღე, უბრალო, მშვიდი სიყვარულით.

პატერსონისთვის კვირის ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს და მისი ცხოვრება რუტინული გვეჩვენება. თუმცა ამ რუტინის მიღმა არსებობს ადამიანი, რომელიც მის გაოცებას ყოველდღიურად, ცხოვრებისეული დეტალებით ახერხებს. ავტობუსის მძღოლისთვის დილა მუდმივად შვიდის წუთებზე იწყება. ადგომამდე რამდენიმე წამის განმავლობაში ის მეუღლის სხეულს მთელი ემოციით ეხუტება, დამშვიდობებამდე კი მას შუბლზე კოცნის და მიდის სამსახურში, სადაც მისი ყოველდღიური ინსპირაციის წყარო ჯერ პატარა რუსავით მოედინება, შემდეგ კი დიდ, აღელვებულ ტალღას ემსგავსება და პატერსონიც თავის მგზავრებს კიდევ უფრო მეტი ინტერესით და გულდასმით უსმენს. მისთვის ავტობუსის მგზავრებიც ისეთივე ახლობლები არიან, როგორც მეუღლე, რომელიც სახლში შავ-თეთრი ნაჭრებით ელის.

ლორა მცხობელია, რომელსაც გემრიელი თითქმის არაფერი გამოსდის, თუმცა ეს ოცნებაში ხელს არ უშლის და მაინც სურს, თავისი კრემიანი ნამცხვრებით სახელი გაითქვას. გარდა ამისა, ოცნებობს, რომ საზოგადოებამ გაიცნოს, როგორც ნიჭიერი მომღერალი, მიუხედავად იმისა, რომ არც გიტარაზე დაკვრა იცის და არც სიმღერა გამოსდის იდეალურად. პატერსონი კი ლექსებს წერს და გულის სიღრმეში უნდა, რომ ლექსების კრებული გამოსცეს. ამ ორ მეოცნებე ადამიანს ერთმანეთი ყველაზე მეტად სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ძალიან კარგად იცის ერთმანეთის შესაძლებლობები, დამღლელი დღის მიწურულს, მთელ ენერგიას და ემოციას ერთმანეთის გამხნევებაში ხარჯავენ და სწამთ, რომ ეს სიტყვები მათ ყველაზე დიდ ძალას მისცემს.

ზოგადად, რას ველით ხოლმე, როდესაც სასიყვარულო ფილმს ვუყურებთ? ჩახლართულ ისტორიას, დაშორებას, კონფლიქტს, ღალატს, მიზნების და გეგმების განხორციელებას, მერე მარცხს, შემდეგ ისევ მტკიცედ გადადგმულ ნაბიჯებს და ასე დაუსრულებლად… მაგრამ როდესაც ჯიმ ჯარმუშის ფილმს ვუყურებთ (ამ შემთხვევაში – პატერსონს), მსგავს დაძაბულობას არ უნდა ველოდოთ. მხოლოდ და მხოლოდ კომფორტულად უნდა მოვთავსდეთ სავარძელში და შევიგრძნოთ სიმშვიდე, რომელიც საბოლოოდ დიდ ტალღად იქცევა და გაგვიჩენს სურვილს, ხმამაღლა, მოთქმით ვიტიროთ.

რუტინული ერთი კვირა შეიძლება სულაც არ არის ის, რასაც ვისურვებდით, თუმცა ეს ორი მეოცნებე ადამიანი და მათ შორის გაბმული მტკიცე თოკი, რომელსაც არასდროს ემუქრება გაწყვეტა, ჩვენც გვიჩენს სურვილს, ერთ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ადამიანი, რომელიც ყოველ დილით ჩვენს ლოგინში იღვიძებს, იყოს ისეთივე უბრალო, როგორიც ჩვენი ყოველდღიურობაა და როგორი გემოც ჩვენი დილის ყავას აქვს. საბოლოოდ ხომ ყველას ეს გვჭირდება? გვყავდეს გვერდით ადამიანი, რომელსაც ჩვენი სულელური ოცნებების სჯერა და რომელიც მხოლოდ ერთი მზერით, მხოლოდ ერთი კოცნით და ერთი ჩახუტებით გვაძლევს ძალას, რომ ყოველი დღე მშვიდი იყოს და ისეთი ფერის, როგორიც მზის გახუნებულ სხივს აქვს – თბილი და იმედისმომცემი….

ანო ფრანგიშვილიენდი უორჰოლიპატერსონიჯიმ ჯარმუში
Previous Post

საუკეთესო მომენტები 2018 წლის ოსკარების დაჯილდოებიდან

Next Post

"შავი სარკე" მეხუთე სეზონით ბრუნდება

Next Post
“შავი სარკე” მეხუთე სეზონით ბრუნდება

"შავი სარკე" მეხუთე სეზონით ბრუნდება

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020