
ფიზიკური სილამაზე შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. ჩემთვის სილამაზე საკუთარ თავთან კომფორტის შეგრძნებაა.
როცა 40 წლის გავხდი, მაშინ დავფიქრდი, ჩემს თავს საკმარის დროს თუ ვუთმობდი. წლების განმავლობაში ამდენ ადამიანზე ფიქრი და ზრუნვა მარტივი საქმე არაა.
მინდა, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე, ეს კი საკუთარ თავთან გულწრფელობით მიიღწევა.
კრივზე კვირაში ერთხელ დავდიოდი. მინდოდა, აგრესია პირადად განმეცადა. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.
ხალხი ამბობს: რა ენაღვლება, ის ხომ მდიდარი ოჯახიდან მოდის. ეს სიმართლეა, თუმცა, როცა 18 წლის გავხდი, სახლიდან წამოვედი და მშობლებისთვის დახმარება აღარ მითხოვია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თავი მე თვითონ შევქმენი.
მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. ურთიერთობებშიც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ვეყრდნობოდი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დაოჯახებამ სულ სხვა ფასეულობები შემძინა.
მსახიობობა გამოწვევებითაა სავსე, შენ მარტო რჩები და სირთულეებსაც მარტო უმკლავდები.
მამაჩემმა ჩემს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია. მან თავიდანვე, მეც და ჩემს ძმასაც საკითხებისადმი სწორი კითხვების დასმა გვასწავლა.
ცხრა თვეში ერთხელ ფილმის გადაღება – აი, ესაა ჩემი იდეალური ყოველწლიური გეგმა.

რკინის კაცმა განსხვავებულ სამყაროში შემახედა. ამ სამყაროში უამრავ გულწრფელად გატაცებულ გულშემატკივარს შევხვდი.
შეგიძლია, ბევრი რამ მიწოდო, მაგრამ არასოდეს – თვითკმაყოფილი.
სახლში ჯდომა და სხვების გაკიცხვა მარტივია. მე მინდა, ხალხის მაინსპირებელი ვიყო. მიხარია, როცა ჩემთან მოდიან და მეუბნებიან: მეც მინდა, შენსავით ორი შვილი მყავდეს და სულ ფორმაში ვიყო. ვიცი, რომ შენს თავზე ძალიან ბევრს მუშაობ და ეს ჩემს თავზე მუშაობის ძალას მძენს.
ნასვამი ქალები არ მიყვარს. ამ დროს ისინი ძალიან ცუდი შესახედავები არიან. ჩემს სამეგობრო წრეშიც მსმელს ვერავის წააწყდებით.
რაც უფრო ნაკლებად ჩანხარ, მით უფრო მეტად გაკრიტიკებენ.
სახლში სადილს მე ვამზადებ. ვფიქრობ, ეს ოჯახის თავმოყრის საუკეთესო საშუალებაა.
ბენ აფლეკისადმი და-ძმური დამოკიდებულება მაქვს. მინდა, რომ ის ბედნიერი და რეალიზებული ადამიანი იყოს.
ერთხელ მამაჩემს ვკითხე: რანაირად მოახერხეთ შენ და დედაჩემმა, რომ უკვე 33 წელია, ერთად ხართ? მან მიპასუხა: უბრალოდ, მე და დედაშენს განქორწინება ერთდროულად არასოდეს მოგვდომებია.
მე ძალიან საინტერესო კარიერა მქონდა. არაჩვეულებრივ ადამიანებთან მომიწია მუშაობა, ბევრი ვიმოგზაურე და არაერთი უცხო ენა შევისწავლე. ცხოვრებაში ასეთი შესაძლებლობა ყველას როდი ეძლევა.
გამუდმებით განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანების ძიებაში ვარ.
მე მიყვარს კაცები, მათი ტყუილებისა და ღალატის მიუხედავად.

ჩემი ცხოვრება სამმა ფაქტმა შეცვალა: მამაჩემის გარდაცვალებამ, ჩემს მეუღლესთან შეხვედრამ და ჩემი ქალიშვილის დაბადებამ.
სხვა ადამიანების თავის მოწონებაში დრო უაზროდ იკარგება და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტო. მთავარია, შენს თავთან დარჩე გულწრფელი.
წყარო: www.azquotes.com
მოამზადა ლალი ახვლედიანმა