პარადოქსია, რომ საზოგადოება, რომელსაც ახლა ღიად და უშიშრად შეუძლია საუბარი იმ თემებზე, რომლებზეც ოდესღაც არ ლაპარაკობდა, კვლავ მდუმარე რჩება, როდესაც საქმე ფსიქიკურ დაავადებებს ეხება.
ყველა დიდებული ხელოვნების ნიმუში დიდი პროტესტის შეგრძნებიდან მოდის.
მსახიობობა ჩემთვის ადამიანის სულისა და გულის შესწავლის წარმოუდგენელი თავგადასავალია. ძირითადად ესაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ვფიქრობ, ყველა ცხოველის მოყვარულს აქვს ბუნებისადმი მადლიერების შეგრძნება. არ შემხვედრია ცხოველის მოყვარული, ვისაც არ აქვს რაიმე კავშირი ბუნებასთან.
გააცნობიერე შენი შინაგანი ხმა და მიჰყევი მას.
ჩვენ გვაშინებს და გვაწუხებს ფსიქიკური დაავადება და ამიტომ იზოლირებას ვუკეთებთ ხალხს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს სიახლოვეს. სინამდვილეში ფსიქიკურ ჯანმრთელობას რაც სჭირდება, არის მეტი სინათლე, მეტი გულწრფელობა და მეტი ღია საუბარი.
ყოველთვის მაოცებს იმაზე ფიქრი, რომ ყველა ქუჩაზე ყველა სახლი სავსეა უამრავი ისტორიით, უამრავი ტრიუმფით და ტრაგედიით. ჩვენ კი მხოლოდ ეზოებს და სახლამდე მისასვლელ გზებს ვხედავთ.
ნამდვილი სიყვარულის ყველაზე დიდი ნაწილი პატიებაა.

ყველას სურს ურთიერთობა. არაფერია იმაზე ცუდი, გრძნობდე თავს განცალკევებულად. ურთიერთობები ადამიანებს მზრუნველობას ასწავლის.
შენ უნდა გიყვარდეს პერსონაჟი, რომელსაც თამაშობ, მაშინაც კი, თუ ის არავის უყვარს.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობ, რომ სამოცი წელი ძალიან ბევრია და მერე უცებ აღმოაჩენ, რომ სამოცის ხარ და ვერანაირ განსხვავებას ვერ გრძნობ. მე ახლა უფრო ძლიერი და აქტიური ვარ და ეს საუკეთესო დროა ჩემს ცხოვრებაში.
30 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება სამუშაოს შევწირე და ახლა მინდა, სხვა გზა ვნახო.
არასდროს მდომებია კაცად ყოფნა.
ბევრი ადამიანი მალავს საკუთარ სახეს.
ხალხს ხშირად ვეშლები მერილ სტრიპში, თუმცა არასდროს – ოსკარების ღამეს.
დივა ერთგვარი კლიშეა. დივა, ჩემი განმარტებით, არის ის, ვისი ნიჭიც არ შეესაბამება იმას, რის თამაშსაც ცდილობს.
კრუელა (101 დალმატინელი) ბოროტია, ის ეშმაკია. ყველა სხვა დანარჩენ პერსონაჟში კი იყო ჰუმანურობის ნაპერწკალი. მე ვიცოდი მათი მოწყვლადი და დაუცველი მხარე და ისიც, თუ რამ ჩამოაყალიბა მათი ასეთი ქცევა.

მე მიყვარს ისტორიები. მიყვარს სწავლა. მიყვარს წიგნები, რომლებიც ლაპარაკობენ იმ ხალხის შესახებ, რომლებმაც რეალური გავლენა მოახდინეს ისტორიაზე.
წყარო: www.azquotes.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა