ყოველთვის არ იცინი, როდესაც ბედნიერი ხარ და ყოველთვის არ ტირი, როდესაც მოწყენილი ხარ. ზოგჯერ პირიქითაა – იცინი მაშინ, როდესაც ძალიან შეუძლოდ ხარ.
როცა მსახიობი ხარ, არ შეგიძლია, იყო მორიდებული. არ უნდა გაღელვებდეს, რას ფიქრობს ხალხი შენზე, რადგან მათ შენ კი არა, შენი პერსონაჟი ანაღვლებთ.
ინგლისელი მოზარდები ემოციებს იხშობენ. ეს ჰგავს იმას, იჯდე უკანა სკამზე და მაგარი ტიპი იყო.
მე ყოველთვის ვცდილობ, ყველა ფილმში განსხვავებული პერსონაჟი ვითამაშო.
ჩვენ ვცხოვრობთ მარტო და ვკვდებით მარტო. ყველაფერი დანარჩენი, უბრალოდ, ილუზიაა.
ხალხი ჯონი დეპისგან უცნაური მეკობრის ხატს ქმნის. სინამდვილეში, ის დაუჯერებლად კარგი ადამიანია, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი, ვისაც კი შევხვედრივარ.
მე მყარი პრინციპები მაქვს.
არ ვარ სევდიანი ადამიანი, რომელიც მთელ დღეს ცუდად გრძნობს თავს, თუმცა საკმაოდ ემოციური ვჩანვარ.
ადრე დაძინება მიყვარს. ასე ადრე გაღვიძება შემიძლია.
ძალიან სასიამოვნოა, რომ დედაჩემი ჩემი აგენტია. ის ხომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ჩემთვის საუკეთესოა.
“თამაში ჭვავის ყანაში” ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. მასში ბევრი სასარგებლო რამეა და თანაც, გეხმარება, ამერიკული აქცენტი დახვეწო.
საშიში ფილმები კარგია. ბავშვებს მოსწონთ კინოში სიარული და შიშის რეალურად განცდა.
თითოეული განსხვავებული როლის თამაში მშვენიერი გამოწვევაა.
ყველანაირი შოკოლადი მიყვარს, იქნება ეს რძიანი შოკოლადი თუ შავი შოკოლადი.
სცენარის კითხვის დაწყებისთანავე, ერთი სული მაქვს ხოლმე, შევიცნო პერსონაჟი. ვფიქრობ, როლისთვის მომზადება საქმის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, როგორც წესი, პერსონაჟს მაშინვე, სცენარის წაკითხვისას ვქმნი.
ცხელი ამინდი მიყვარს და გამიხარდებოდა, ინგლისი ცოტათი უფრო ცხელი რომ იყოს.
ოგუსტ რაშზე მუშაობა საოცარი იყო. ბევრი გამოწვევა მქონდა – გიტარაზე დაკვრა, დირიჟორობა და რა თქმა უნდა, ამერიკული აქცენტით საუბარი, რომელიც ჩემთვის პირველი გამოცდილება გახლდათ.
ვფიქრობ, ნორმალური ადამიანი ვარ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვთამაშობ.
რობინ უილიამსი დიდებული ადამიანი იყო. მასთან ერთად თამაშისას გიჩნდებოდა განცდა, თითქოს ნამდვილი დიალოგი გქონდა. გადაღებებზე ყოველთვის მშვიდად ვიყავი, როდესაც ის იქვე იყო. ის მუდამ ხუმრობდა. მგონია, რომ თავადაც ერთობოდა. გაუჩერებლად მუშაობდა ყველა განსხვავებულ იდეაზე, რაც კი თავში მოუვიდოდა. რობინს ყველა სხვა დიდი მანძილით ჩამორჩება!

ყოველთვის მიყვარდა სევდიანი მუსიკა.
მე მყავს კარგი ოჯახი, რომელიც მხარს მიჭერს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
წყარო: https://www.azquotes.com/
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა