სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ფრანგული ახალი ტალღა

Cinemania ავტორი Cinemania
2 აგვისტო, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ფრანგული ახალი ტალღა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ნინო დოლიაშვილი

 

1950 წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში ფრანგ კინოკრიტიკოსთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოძრაობა – ფრანგული ახალი ტალღა. ახალმა ტალღამ სრულიად შეცვალა წარმოდგენები კინორეჟისურაზე როგორც საფრანგეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. რეჟისორების ახალმა თაობამ – ფრანსუა ტრიუფომ, ჟან-ლუკ გოდარმა, კლოდ შაბროლმა და სხვებმა კინოში ახალი თემების, ჟანრების და გადაღების ახალ ხერხებთან ერთად კინოწარმოების ახალი გზებიც შექმნეს, რამაც ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს და პროდიუსერს გზა გაუხსნა და კინოში მუშაობის საშუალება მისცა.

კინომოძრაობის ჩამოყალიბებამდე ისინი სწორედ კინემატოგრაფიის ახალ ფორმებსა და ტენდენციებზე წერდნენ ცნობილ კინოჟურნალში – Cahiers du Cinéma. ახალი ტალღის წევრები უარყოფდნენ ტრადიციულ, კლასიკურ კინემატოგრაფიულ ფორმებს და ცდილობდნენ, შეექმნათ სხვა კინო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა იმდროინდელი ფრანგული პრესტიჟული კინემატოგრაფიის გავლენებისგან. ახალი ტალღა 1950-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბდა და გასაკვირი არაა, რომ მასზე გარკვეული გავლენა იტალიურმა ნეორეალიზმმაც იქონია. რეჟისორების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, სწორედ, ომის შემდგომმა ვითარებამ ითამაშა უდიდესი როლი და მათ მიერ შექმნილი კინომოძრაობაც ჰუმანიზმზე იყო დაფუძნებული.

ფრანსუა ტრიუფო ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რომელმაც კარიერა კანის კინოფესტივალის კრიტიკით დაიწყო, რადგან მისი აზრით, ფილმები, რომლებიც ამ ფესტივალზე მონაწილეობდა და იმარჯვებდა, სრულიად ცარიელი, ავტორის შემოქმედებითი ხედვისგან აბსოლუტურად დაცლილი იყო. ამ მკაცრი და პირდაპირი მოსაზრებებისთვის კანის კინოფესტივალმა დაბლოკა კიდეც მაშინდელი კინოკრიტიკოსი, თუმცა რამდენიმე წელში, ტრიუფო თავად წარდგა ფესტივალზე კინოშედევრით – 400 დარტყმა. ეს ფილმი მომდევნო დიდი ნაბიჯი იყო ახლადშექმნილი კინომოძრაობისთვის. ტრიუფოს კინოშედევრი ტრადიციული შეხედულებების, ნაციონალიზმის და სისტემის წინააღმდეგ გახლდათ მიმართული, რომელიც ასე აჩოჩებდა ინდივიდუალიზმს. ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვა კი, ფრანგული ახალი ტალღის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა. საფინალო სცენაში ტრიუფოს მიერ გამოყენებული ტექნიკა – როდესაც მთავარი გმირი კამერაში იყურება – არა მარტო რეალობას არღვევს ფილმში, არამედ გარკვეული სახის კინემატოგრაფიულ სიმართლესაც აღწევს. ალბათ, ერთდროულად არის და არც არის გასაკვირი, რომ ტრიუფომ 1959 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღო.

ფრანგული ახალი ტალღის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი – ჟან-ლუკ გოდარი კინოს რევოლუციონერია და მანაც, ტრიუფოს მსგავსად, კარიერა კინოკრიტიკით დაიწყო. გოდარი 1960-70-იანი წლების ფრანგული კინემატოგრაფიის  ყველაზე რადიკალური წარმომადგენელია. მისმა ხედვამ და კინოგადაღების ხერხებმა ბევრ იმდროინდელ და ახლანდელ რეჟისორზე იქონია გავლენა. მისი პირველი მხატვრული ფილმი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მაშინდელი ფრანგული კინემატოგრაფიისთვის სრულიად უცხო და უჩვეულო მოვლენა იყო. გოდარი უმცირესი ბიუჯეტით, პავილიონების გარეშე, ქალაქის ქუჩებსა და ბინებში იღებდა ფილმს, ხანდახან დღეში მხოლოდ ერთი საათი მუშაობდა და განწყობისა და შთაგონების მიხედვით წყვეტდა და გეგმავდა გადაღებებს. შეიძლება ითქვას, რომ მისი ეს მეთოდი და მიდგომები ბევრად უფრო რადიკალური იყო, ვიდრე მისი ტექნიკური ინოვაციები. გადაღებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მან მოისროლა თავისივე დაწერილი, გამზადებული სცენარი და გადაღებების დასრულებამდე ყოველდღე ახალ-ახალ დიალოგებს წერდა. მსახიობები არ იყვნენ ამ სტილის მუშაობას მიჩვეულნი და ხანდახან ავიწყდებოდათ კიდეც, როგორ გრძელდებოდა მათი ხაზი, თუმცა გოდარი ამაშიც ვერ ხედავდა დიდ პრობლემას და კამერის უკან მდგომი კარნახობდა სიუჟეტის განვითარებას.

ფილმმა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მაშინვე მოიპოვა წარმატება. 1960 წლის იანვარში, ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე, ფილმს მიენიჭა ჟან ვიგოს პრიზი, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორები დამოუკიდებელი და სტილისტურად ორიგინალური ნამუშევრების შექმნისთვის იღებდნენ. კრიტიკოსები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ფილმი ახალი ტალღის ერთ-ერთი შესანიშნავი ნამუშევარი იყო. ამბობდნენ, რომ ტერმინებმა – “ძველი კინო” და “ახალი კინო” ამიერიდან რეალური მნიშვნელობა შეიძინა.

ფრანგული ახალი ტალღა არა მხოლოდ იმდროინდელი ფრანგული კინემატოგრაფიისთვის, არამედ მსოფლიო კინოინდუსტრიისთვის იყო ახალი სიტყვა, ახალი მეთოდი და სტილი, ესთეტიკა, სრულიად ახლებური ხედვა და გააზრება რეჟისორის, როგორც ავტორის. ეს მოძრაობა, იტალიურ ნეორეალიზმთან ერთად მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გარდამტეხ კინომოძრაობად ითვლება. ევროპის ბევრ ქვეყანაში დაწყებული ახალ-ახალი კინომოძრაობები სწორედ ფრანგული ახალი ტალღიდან იღებდა სათავეს და ეს გავლენები დღემდე გრძელდება.

400 დარტყმაCahiers du Cinémaიტალიური ნეორეალიზმიკანის კინოფესტივალიკლოდ შაბროლინინო დოლიაშვილიჟან ვიგოს პრიზიჟან-ლუკ გოდარიუკანასკნელ ამოსუნთქვამდეფრანგული ახალი ტალღაფრანსუა ტრიუპი
Previous Post

"სამეფო კარის თამაშები" - რა მოხდა მესამე ეპიზოდში

Next Post

დევიდ ფინჩერი ახალი სერიალით სერიული მკვლელის გონებაში ჩაგვახედებს

Next Post
დევიდ ფინჩერი ახალი სერიალით სერიული მკვლელის გონებაში ჩაგვახედებს

დევიდ ფინჩერი ახალი სერიალით სერიული მკვლელის გონებაში ჩაგვახედებს

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020