ვერც კი აღგიწერთ, რა სასიამოვნო შეგრძნებაა პარიკის თავზე მორგება. პარიკი თმის სამოსია.
ქალები კონტრაცეპტივების მიღებით არამხოლოდ არასასურველ ორსულობას იცილებენ თავიდან, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასა და ოჯახურ კეთილდღეობასაც უწყობენ ხელს. კარგია, რომ პრეზიდენტი ობამა ამ საკითხსა და ქალების პრობლემებს გაგებით მოეკიდა და დღეს დაგეგმილ ორსულობას ორგანიზებული სახე მიეცა.
რესპუბლიკურ პარტიაში ვერ ნახავთ ერთ ქალსაც კი, ვინც კონტრაცეფციას უჭერს მხარს. ეს სირცხვილია.
მე მიყვარს მსახიობები და მათგან ერთ-ერთ საუკეთესოს ცოლადაც გავყევი.
კინო ახლებურ ხედვას გივითარებს და ამ სფეროში მოღვაწეობა შენთვის ყველაზე მთავარი ხდება.
ჩემი დროის ძირითადი ნაწილი თმებსა და მაკიაჟს ეთმობოდა. ერთ დღესაც ქსოვა და ენების სწავლა დავიწყე. მერე შვილები შემეძინა. ყველაფერი ერთმანეთში ამერია და ბოლოს ისევ ქსოვას მივუბრუნდი.
ერთის გამარჯვება ყველას გამარჯვებაა და აქ დიუმა არაფერ შუაშია.
ნორმალურად გამოვიყურები, იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე ეს ეკრანზე ჩანს.
ერთი სული მაქვს, სახე დავიჭიმო. ჩემი მეუღლე ჩემს გადაფიქრებას ცდილობს, მაგრამ თუ ეს გამაბედნიერებს, უარი რატომ უნდა ვთქვა?! ისიც მართალია, რომ ამ პროცედურამ ჩემ გარშემო ბევრი დაამახინჯა.
ქალზე წონასთან დაკავშირებული სტრესი შავი ჭირივით მოქმედებს. ეს ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, გონებაში მუდამ მიტრიალებდა კითხვა: “გამხდარი ვარ თუ მსუქანი?”
მე მეზიზღებოდა ჩემი სხეული და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხან ბულემიით ვიყავი დაავადებული და ხან – ანორექსიით. საკმარისად გამხდარი, საკმარისად ლამაზი და საკმარისად დიდმკერდიანი არასოდეს ვყოფილვარ.
შენს კანს სუნთქვის საშუალება მიეცი.
ექვსი და და ორი უმშვენიერესი ქალიშვილი მყავს.
მე ყველა იმ ადამიანისა და ორგანიზაციის მხარდამჭერი ვარ, ვინც ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში, კვლევასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
ვიძინებ მაშინ, როცა ჩემი შვილები იძინებენ და ვიღვიძებ მაშინ, როცა ჩემი შვილები იღვიძებენ.
ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ჩემი სხეული 40 წლის ქალის სხეულს შეესაბამებოდა. ახლა, როცა 40 წელი შემისრულდა, ვფიქრობ, რომ მშვენივრად გამოვიყურები.
არც კი ვიცი, დედობა როგორ შეიძლება აიხსნას.
მას შემდეგ, რაც სასოწარკვეთილი დიასახლისები ჩინეთმა შეიძინა, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს შოუს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. სასიამოვნოა, როცა შენ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.
დედაჩემი ყოველთვის მღეროდა და სიმღერისადმი ინტერესი სწორედ ბავშვობაში გამიჩნდა. ჩვენ ერთ ხმაში ვმღეროდით და ეს ძალიან კარგადაც გამოგვდიოდა. ჩემს მეუღლესაც უყვარს მუსიკა და ნებისმიერ ინსტრუმენტზე შეუძლია დაკვრა. მოკლედ, ჩვენი სახლი მუსიკითაა გაჟღენთილი.
სასოწარკვეთილ დიასახლისებში საცვლებში არასოდეს გამოვჩენილვარ. ვთვლიდი, რომ ლამაზი შესახედი არ ვიქნებოდი. ეს ევასა და ტერის უნდა შევთავაზოთ, მათ, ვინც ამ დავალებას თავს მშვენივრად გაართმევს.
წყარო: http://www.azquotes.com; www.brainyquote.com
მოამზადა ლალი ახვლედიანმა