სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ეს მშვენიერი ცხოვრება” – ტრაგიკომიკური ახალი წელი

Cinemania ავტორი Cinemania
31 დეკემბერი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
“ეს მშვენიერი ცხოვრება” – ტრაგიკომიკური ახალი წელი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ციკო ინაური

 

“ცხოვრება მშვენიერია?” – ეს არის კითხვა, რომელსაც ადამიანები ძალიან ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ეს კითხვა გასდევს ლაიტმოტივად ფრენკ კაპრას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საახალწლო ტრაგიკომედიას – ეს მშვენიერი ცხოვრება. ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი ჟურნალმა Rolling Stone-მა და Time-მა ყველა დროის საუკეთესო საახალწლო ფილმების სიაში წამყვან პოზიციებზე დაასახელა. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ჯორჯ ბეილიზე, რომელიც ფინანსური გაჭირვების გამო, ახალი წლის ღამეს თავის მოკვლას გეგმავს. მის გადარჩენას კი უფრთო ანგელოზი და მთელი ქალაქი ერთობლივად ახერხებს.

ეს მშვენიერი ცხოვრება ტყუილად არ მიიჩნევა საახალწლო ფილმების კლასიკად. მასში ნათლადაა წარმოჩენილი ადამიანის ყოფის სიმძიმე და დღესასწაული, რომელიც საბოლოოდ ყველას აერთიანებს. მთავარი გმირის ტრაგედია ზოგჯერ კომიკურადაა ნაჩვენები. ის მოსიყვარულე, მზრუნველი მამაა, რომელიც საკუთარ უბედურებაში ერთადერთ გამოსავლად სუიციდს მიიჩნევს. ზუსტად ამ დროს კი ჩნდება ანგელოზი, რომელსაც ღმერთი ადამიანის, კერძოდ ჯორჯ ბეილის გადარჩენისთვის ფრთებით ასაჩუქრებს. მართლაც კომიკური არ არის? თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ოჯახის კაცი, რომელსაც გადაუწყვეტია, შვილებს მამა სწორედ რომ მათ საყვარელ დღესასწაულზე წაართვას, და ამის პარალელურად – ანგელოზი, რომელსაც ფრთები არ აქვს და მათ დაბრუნებას მხოლოდ ამ კაცის გადარჩენით ახერხებს…

კაპრას ყველაზე პოპულარულ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს იმ დროისთვის ასევე ძალიან პოპულარული მსახიობი – ჯეიმზ სტიუარტი ასრულებს, სხვა საახალწლო ფილმებისგან ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოარჩევს: საოცარი მუსიკის (მუსიკის ავტორი: დიმიტრი ტიომკინი), თოვლიანი სცენების, საახალწლო განწყობისა და ულამაზესი დეკორაციების ფონზე, ის ადამიანების რეალურ ცხოვრებას და შეგრძნებებს ასახავს. ვინ ვართ? რატომ ვართ? როგორები გვინდა, ვიყოთ და მოგვწონს თუ არა ჩვენი ცხოვრება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას კი კაპრა ძალიან ირონიულად, და ამასთანავე, – ადამიანურად, უფრთო ანგელოზის ბრძოლით და პატარა ქალაქის მოსიყვარულე მოსახლეობის ქმედებით ახერხებს.

ჯორჯ ბეილის ისტორია მართლაც რომ კლასიკაა. ასე რომ, თუ გიყვართ კინო, ახალ წელს მშვიდად ჯდომა და ჭიქა ღვინოსთან ერთად საახალწლო ფილმებით ტკბობა, უყურეთ ფილმს ეს მშვენიერი ცხოვრება, რომელიც განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას შეგიქმნით და დაგარწმუნებთ, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია!   

Rolling StoneTimeდიმიტრი ტიომკინიეს მშვენიერი ცხოვრებაოქროს გლობუსიფრენკ კაპრაციკო ინაურიჯეიმზ სტიუარტიჯორჯ ბეილი
Previous Post

ტომ ჰენკსის მოთხრობების ახლად გამოსული კრებული საშობაო ბესტსელერად იქცა

Next Post

მაკოლეი კალკინი: "მე მქონდა დიდება, რომელზეც უარი ვთქვი"

Next Post
მაკოლეი კალკინი: “მე მქონდა დიდება, რომელზეც უარი ვთქვი”

მაკოლეი კალკინი: "მე მქონდა დიდება, რომელზეც უარი ვთქვი"

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2523

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
3800

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3765

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020